Friday, March 16, 2018

FACEBOOK-ის შემდეგ კრიპტოვალუტების რეკლამას GOOGLE აკრძალავს

Google თავის სივრცეში კრიპტოვალუტების, მათი გაცვლის პლატფორმების, კრიპტოსაფულეებისა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობის რჩევების რეკლამას ივნისიდან აკრძალავს.

ამის შესახებ გიგანტური კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგშია ნათქვამი.

„მიმდინარე წელს ჩვენ არარეგულირებადი და სპეკულაციური საფინანსო პროდუქტებთან მიმართებაში პოლიტიკის რამდენიმე აუნქტი განვაახლეთ, როგორებიცაა კრიპტოვალუტები, უცხოური ვალუტების ბაზრები და კურსთა შორის სხვაობებზე კონტრაქტები“, – ნათქვამია Google–ს ბლოგში.

კომპანიის მონაცემებით, აკრძალვა ძალაში ივნისიდან შევა. ზოგიერთი ზემოხსენებული პროდუქტი შეიძლება გახდეს რეკლამირებული, თუ კომპანიები სერტიფიცირებას გაივლიან, თუმცა ეს მხოლოდ განსაზღურულ ქვეყნებში იქნება შესაძლებელი. თუმცა, კომპანიის ცნობით, კრიპტოვალუტების სერტიფიცირება არ განიხილება.

Facebook-მა იანვრის ბოლოს აკრძალა კრიპტოვალუტების და ტოკენების პირველადი საჯარო განთავსების რეკლამირება.

m2b.ge

No comments:

Post a Comment