Thursday, December 14, 2017

ბიტკოინის მაინერებით საქართველო მსოფლიო ტოპ სამეულშია

ბიტკოინის მოპოვების პროცესს მაინინგი ეწოდება, რომლის განმავლობაშიც, ურთულესი მათემატიკური ალგორითმების შედეგად, კომპიუტერი სისტემაში ახალ ბიტკოინებს უშვებს. დროთა განმავლობაში ბიტკოინის მოპოვება უფრო და უფრო მეტად რთულდება, წარმატებული მაინინგისთვის კი, შესაბამისად, უფრო მეტი ელექტროენერგია არის საჭირო.

მეტი ენერგორესურსი გაზრდილ ხარჯებს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მაინერების დიდი რაოდენობის განთავსება ისეთ ქვეყანაშია გონივრული, სადაც ელექტროენერგიას დაბალი ღირებულება აქვს.

კომპანია BitFury საქართველოში ოპერირებს და მას ბიტკოინის მაინინგის სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ მოიხსენიებენ. 2016 წლის მონაცემებით, BitFury არსებული ბიტკოინების 15%-ს მაინინგს ახორციელებდა.

მსოფლიოში ყველაზე მეტი ბიტკოინი ჩინეთში მოიპოვება - ამისი მიზეზი სწორედ ელექტროენერგიის დაბალი გადასახადია. ჩინეთში უმსხვილესი მაინინგ პულები   F2Pool, AntPool, BTCC და BW მდებარეობენ. ეს არის შენობები, სადაც მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობები უდიდესი რაოდენობით არის განთავსებული. აღნიშნული პულები კი ბიტკოინების დაახლოებით 60%-ს მოიპოვებენ.

რაც შეეხება ტოპ სამეულში მყოფ მესამე სახელმწიფოს: აშშ-ში, კალიფორნიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიტკონის მაინინგის კომპანია 21 Inc. მდებარეობს, რისი დამსახურებითაც აშშ რეიტინგის სამეულში მოხვდა.

ამასთან, როგორც on.ge წერს, საქართველოში დაფუძნებული BitFury ბიტკოინის მაინინგის ბიზნეს სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ის, ასევე, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. ტრეიდინგ-პლატფორმა  IQ Option-ის ცნობით, 2016 წელს, BitFury ბიტკოინების დაახლოებით 15%-ს მოიპოვებდა.

IQ Option-ის ინფორმაციით, ბიტკოინების დაახლოებით მხოლოდ 20 პროცენტის მომპოვებელი პატარა კომპანიები არ მდებარეობს ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში.

ბიტკოინის მოპოვების, ე.წ. მაინინგი არის პროცესი, რომელიც ერთდროულად ამატებს ტრანზაქციებს კრიპტოვალუტის ბლოკჩეინში და ასევე სისტემაში ახალ ბიტკოინებს გამოიმუშავებს. ასეთი ფულის მაინინგი კომპიუტერის მიერ მისთვის მიცემული "ამოცანების ამოხსნით", მათი გამოთვლით ხდება. ბიტკოინის მაინინგი მისი უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია - კომპლექსურობა და ძალისხმევა კრიპტოვალუტის სისტემას თავდასხმისგან ნაკლებად მოწყვლადს ხდის

ავტორი: გუგა როგავა

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete