Wednesday, December 13, 2017

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია.

Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად დაფარულია.

„ჩვენ ვღელავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიტკოინის ფასის არამდგრადობა, როგორც ტენდენცია, მომავალ წელსაც გაგრძელდება და რომ ამას სისტემატურ სახეს ექნება,“  განაცხადა სლოკმა.

მომავალი წლის გლობალურ რისკებს შორის გამოსაყოფია Brexit-ის პროცესი, ინფლაცია აშშ-ში,და ბირთვული ცდები, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ატარებს. ცხადია, ბიტკოინ საზოგადოება მიიჩნევს, რომ ბიტკოინზე აღნიშნულ რისკებს გავლენა არ ექნება. მაგალითად, Hdac-ის მრჩეველი, მაიკ კოსტაში მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ეკონომიკური კრიზისის დროს გაცილებით უფრო მდგრადი იქნება, ვიდრე დოლარი.

13 დეკემბრის დღის მეორე ნახევრის მონაცემებით, 1 ბიტკოინის ფასი $17,000-$17,300-ის ფარგლებში მერყეობს.

რამდენიმე დღის წინ შვეიცარიულმა გლობალურმა საფინანსო სერვისების კომპანიამ, UBS-მ  ბიტკოინს და სხვა კრიპტოვალუტებს „სპეკულაციური საპნის ბუშტი“ უწოდეს. „საეჭვოა, რომ მათ რეალური ვალუტის ფუნქციები შეასრულონ,“ აღნიშნულია განცხადებაში.UBS-ის მიხედვით, ეკონომიკის არსებობისთვის არსებობს გადასახადი, რომელსაც მთავრობა აწესებს. შესაბამისად, ადამიანებს ყოველთვის დასჭირდებათ ფული, რომლის უკან მთავრობა დგას. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია გადახდის მეთოდად ბიტკოინს აღიარებს, მან გადასახადი იმ ვალუტით უნდა გადაიხადოს, რომლის უკანაც მთავრობა დგას.

შვეიცარიული საფინანსო კომპანია მიიჩნევს, რომ ვალუტა ღირებულებას მაშინ იძენს, როდესაც მიწოდება მოთხოვნას შეესაბამება. თუმცა როდესაც ბაზარზე დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტა ჩნდება, შესაძლოა, ღირებულების კოლაფსი მივიღოთ.

UBS საბანკო მსოფლიოში ერთადერთ კომპანიას არ წარმოადგენს, რომელიც კრიპტოვალუტების წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. ცოტა ხნის წინ JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, დეიმი დაიმონმა ბიტკოინს „თაღლითობა“ უწოდა, რომელსაც „კარგი დასასრული არ ექნება.“

ბიტკოინს სპეკულაციური „საპნის ბუშტი“ უწოდა იელის უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, სტივენ როუჩიმ. როუჩის აზრით, ბიტკოინის, როგორც საგადასახადო საშუალების ლეგიტიმიზაცია ინვესტორებისთვის საფრთხის შემცველია. მსგავს აზრს იზიარებს Bank of Canada-ს ხელმძღვანელი - მისი აზრით, ბიტკოინის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მას ეკონომიკური ფუნდამენტი არ გააჩნია. „ისევე როგორც ყველა საპნის ბუშტი, ბიტკოინიც გასკდება და ყველაზე მეტად ის ადამიანები დაზარალდებიან, რომლებიც ინვესტიციას მის გასკდომამდე განახორციელებენ,“ აღნიშნა როუჩმა.

ავტორი: გუგა როგავა

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete