Tuesday, December 22, 2020

Quantum Economics–ის დამფუძნებელი: ბიტკოინის ფასი შეიძლება 23,800-დან 1 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს

 

მეთ გრინსპანი აცხადებს, რომ ბიტკოინის ზრდა მხოლოდ ახლა იწყება.

”არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ჩვენ შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახოთ 250% -იანი მოგება, ან კიდევ მეტიც”,- განაცხადა Quantum Economics–ის დამფუძნებელმა.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, Quantum Economics–ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიტკოინის ბოლოდროინდელი აქცია 23000 დოლარს აჭარბებს. ერთ კვირაში დაახლოებით 29%–იანი მოგება სულაც არ ნიშნავს, რომ ბაზარი “გადახურდა” და ისეთი პოზიციისკენ მიემართება, როგორიც იყო 2017 წლის დეკემბერში.

”ჩვენი აზრით, ყველაფერი ახლა იწყება. ჩვენ ალბათ არ უნდა გამოვიყენოთ ძველი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება იმის განსაზღვრას, თუ რა სახის პროცენტული მოგებაა შესაძლებელი. თუკი მოთხოვნა გააგრძელებს მსგავსი ტემპით ზრდას და მომარაგება გააგრძელებს შეზღუდვას, არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ შეიძლება ვიხილოთ რამდენიმე დღის განმავლობაში 250%-იანი მოგება, ან კიდევ მეტი”,- აღნიშნა მეთ გრინსპენმა.

მან თქვა, რომ პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეეძლება პროგნოზირება მოახდინოს, როდის შეიცვლება ბიტკოინის ფასი, მაგრამ კურსი ნებისმიერ დროს შეიძლება 23,800-დან ერთ მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.


cryptoworld.ge

Wednesday, December 16, 2020

ბიტკოინის ფასმა 20.500 დოლარის დონე დასძლია

 

ბიტკოინის ფასმა 2020 წლის 16 დეკემბერს 20,000 დოლარი შეადგინა.


ამავე დროს, ეს აქცია განსხვავდება 2017 წლისგან, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში ბიტკოინის ფასის მატება ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან მზარდ მოთხოვნას უკავშირდება.

2017 წლის დეკემბერში კი ბიტკოინის კურსის მატება დაკავშირებული იყო საცალო და ძირითადი ინვესტორების მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებზე.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ინსტიტუციური ინვესტორები ბიტკოინში გრძელვადიან ინვესტიციებს ჩადებენ. ამავე დროს ექსპერტები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად უწოდებენ ბიტკოინს ციფრულ ოქროს.

ძმები უინკლევოსების აზრით, ბიტკოინის ფასი საბოლოოდ 500 000 დოლარის ზღვარს გადააჭარბებს. ეს კი კრიპტოვალუტას საშუალებას მისცემს გადაუსწროს ოქროს ყველა დროის ყველაზე დიდ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ფასის მონაცემებს: CoinMarketCap-ის თანახმად, გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 19.246 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 19.525 დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 19.079 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 19.417 დოლარზე დაიხურა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ციფრული ვალუტის კურსი 6.83%-ით გაუმჯობესდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსის ნიშნული 20.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.


Thursday, November 26, 2020

კვლევა: ბიტკოინში თანხის დაბანდება სულ უფრო და უფრო ბევრმა ადამიანმა დაიწყო

 

ბიტკოინი ყოველდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ვინაიდან ბიტკოინმა სამწლიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, Glassnode– ის მონაცემების თანახმად, მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო უდიდეს კრიპტოვალუტაში თანხის დაბანდება.

Glassnode-მა, კრიპტოვალუტის ანალიტიკის მთავარმა პროვაიდერმა, ბიტკოინის ახალი მისამართების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა.

Glassnode–ის თანახმად, საათში რეგისტრირებული ახალი ბიტკოინ მისამართების რაოდენობამ თითქმის 25,000 მისამართს მიაღწია პირველად 2018 წლის იანვრის შემდეგ. 2018 წლის დასაწყისში ერთი ბიტკოინი 20,000 აშშ დოლარი ღირდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ბიტკოინის მისამართების ზრდის ტემპი ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა 2018 წლის იანვარში დაფიქსირებულ მაღალ მაჩვენებლებთან.

2017 წლის რეკორდი ჯერ არ მოხსნილა, როდესაც 24 საათის განმავლობაში 600 000 ახალი ბიტკოინ მისამართი დარეგისტრირდა.

ახალი ბიტკოინ მისამართების მომრავლება და ზოგადად კრიპტოვალუტის მიმართ საზოგადოების გაზრდილი ინტერესი შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ვალუტის კურსის მატების პროპორციულია.

cryptoworld.ge

Friday, April 10, 2020

გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის გამოშვება შესაძლოა, დააჩქაროს

კორონავირუსული პანდემიის მიმდინარე პროცესი აჩქარებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებას. ფულადი სახსრების გავრცელების რისკი ხელისუფლებას ციფრული ალტერნატივის განსახილველად უბიძგებს.

ამის შესახებ Deutsche Bank-ის მრჩეველი, მერიონ ლაბუერი აცხადებს.

მერიონ ლაბუერი ირწმუნება, რომ მთავრობები ფულადი სახსრების მიღებას განიხილავენ, როგორც ინფექციის რისკის პოტენციურ ფაქტორს. ეს კი ალბათ, ციფრული ვალუტებზე მოთხოვნას გაზრდის.

2019 წლის სექტემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა და გერმანიის ცენტრალური ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხებთან დაკავშირებით.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადებაც.

განცხადების გამოქვეყნება ბუნდესტაგის დემოკრატიული პარტიის მოთხოვნას ეხებოდა. პარტია ითხოვდა კაბინეტს პასუხი გაეცა ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კაბინეტმა უპასუხა ჯგუფის ყველა კითხვას. დოკუმენტში ასევე მოყვანილი იყო ძირითადი ანგარიშები და გამოკითხვები.

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცენტრალური ბანკების 70% დაკავებული იყო ციფრული ვალუტის გამოშვებით.

cryptoworld.ge

მსგავსი სიახლეები
ვენესუელის შემდეგ საკუთარ კრიპტოვალუტას ირანიც გამოუშვებს
ისრაელი კრიპტოვალუტას ქმნის, რომელიც ბრილიანტით იქნება გამყარებული
რუსეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს
ყაზახეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს

Tuesday, April 7, 2020

კანადური კომპანია Blockchain-ს კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებს

კანადაში დაფუძნებული კომპანია ლათინურ ამერიკაში კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს.

კომპანიის სათაო ოფისი ტორონტოშია. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კომპანია იწყებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის პროგრამას, სახელწოდებით Civitas. პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებისა და სამედიცინო სისტემის დასახმარებლად არის შექმნილი. პროგრამა მიზნას ისახავს თავშეყრის ადგილების შემცირებას.

მაგალითად, თუ მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ აქვთ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები, აპლიკაციას შეუძლია განსაზღვროს რომელი დღეები მათთვის ყველაზე უსაფრთხო სურასათისა და მედიკამენტების შესაძენად.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსხვილ ტექნიკურ და Blockhain კომპანიებთან ერთად პლატფორმას ქმნის, რომელიც კოროვირუსის პანდემიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პლატფორმა MiPasa ექიმებს COVID-19 გადატანისა და ინფექციური წერტილების ადრეული გამოვლენის საშუალებას მისცემს.

MiPasa შეიქმნა ტექნოლოგიურ კომპანია IBM-ის, კომპიუტერული ფირმა Oracle-ის, Blockhain პლატფორმა Hacera-სა და Microsoft-ის თანამშრომლობის შედეგად.

cryptoworld.ge

მსგავსი სიახლეები:
Ripple Lab–მა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 200.000 დოლარის დონაცია განახორციელა

Wednesday, April 1, 2020

Ripple Lab–მა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 200.000 დოლარის დონაცია განახორციელა

Ripple Lab–მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 200.000 აშშ დოლარის დონაციას განახორციელებს. შემოწირულობა ორი სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციისთვის არის განკუთვნილი.

დონაციის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის წინააღმდებ ბრძოლა.

ლაბორატორიის “ტვიტერის” პოსტის მიხედვით, 100.000 აშშ დოლარი Tipping Point გადაუდებელი რეაგირებისა და Silicon Valley Community Foundation–ის ფონდებს გადაეცა.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით კრიპტოვალუტით დონაციას არაერთი ორგანიზაცია იღებს. მაგალითად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების “წითელი ჯვარი” კრიპტოვალუტას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის “წითელი ჯვარი” შემოწირულობებს ბიტკოინით მიიღებს.

ნიდერლანდების გარდა, კრიპტოვალუტის დონაციის მიღებას იტალიის “წითელი ჯვარიც” დაეთანხმა. ამჟამად, როგორც ცნობილია, იტალიის “წითელ ჯვარში” უკვე 20.000 აშშ დოლარი არის მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 150.000-ს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსი 156 931 ადამიანს დაუდგინდა, 2828 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5579 კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი და ჩინეთი.

cryptoworld.ge