Wednesday, September 27, 2017

ბიტკოინი შესაძლოა, ნოემბერში კიდევ გაიყოს

Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტა შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიყოს, რის შედეგადაც ბაზარზე ბიტკოინის მესამე ვერსია გამოჩნდება. ცნობილი ბიტკოინის ინვესტორი, როგერ ვერი, რომელსაც „ბიტკოინის იესოს უწოდებენ,“ აღნიშნავს, რომ ბიტკოინის დაპირისპირებულ სამყაროში კონსენსუსი არ შედგა.

აგვისტოს დასაწყისში ბიტკოინი ორად გაიყო. Fork-ად წოდებული პროცესის შედეგად ბაზარზე ახალი კრიპტოვალუტა - Bictoin Cach წარმოიშვა. ბიტკოინის გაყოფის მთავარ მიზეზს ორი დაპირისპირებული მხარის შეხედულებები წარმოადგენდა - გაზრდილი მოთხოვნის შედეგად ბიტკოინის ქსელი გადაიტვირთა, რის გამოც ოპერაციების დამუშავების პროცესი შენელდა. ბიტკოინის სამყაროში წარმოშობილი იყო ორი ტიპის აზრი: ერთი, რომელიც ცვლილებების წინააღმდეგი იყო და რომელიც მიიჩნევდა, რომ გაყოფა ბიტკოინის უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებდა.

მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ ეს ნაბიჯი ბიტკოინის ტრანზაქციებს ბევრად დააჩქარებდა და მას მომავალი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს მისცემდა. ახლა კი სამყარო ბიტკოინის მესამე გაყოფისთვის ემზადება. ვერის განცხადებით, ახალი გაყოფა bitcoin legacy-სა და ბიტკოინის SegWit2X ვერსიას შორის მოხდება. ბიტკოინის გაყოფის შემდეგ მისი ღირებულება ორ დღეში 6.8%-ით შემცირდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ მისმა მასმა ისტორიულ მაქსიმუმს $4,880.85-ს მიაღწია. თუმცა ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტებს კაპიტალის გადინების შეწყვეტის მიზნით აკრძალავს, რამაც ბიტკოინის ფასი 20%-ით შეამცირა.

Tuesday, September 19, 2017

BIS: გლობალური ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტების ბუმს ვერ უარყოფენ

გლობალური ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტების ზრდას იგნორირებას ვერ გაუკეთებენ, შესაძლოა, მათ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზეც იფიქრონ - აღნიშნული აზრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციას, Bank for International Settlements-ს ეკუთვნის.

„ნაღდი ფულის ალტერნატივა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამისი მაგალითია შვედეთი, სადაც ელექტრონული გადახდების წილი მზარდია, საფინანსო ინსტიტუციებმა არამარტო უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის საკითხები, არამედ სამომავლო ეკონომიკური, ფინანსური და მონეტარული პოლიტიკის ცვლილებებიც უნდა გაითვალისწინონ,“ ვკითხულობთ BIS-ის კვარტლურ ანგარიშში.

BIS-ს კვარტლურ ანალიზს წინ უსწრებდა JPMorgan Chase & Co.-ს ხელმძღვანელის, ჯეიმი დაიმონის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიტკოინი თაღლითური ხელსაწყოა. პარალელურად, ჩინეთმა კრიპტოვალუტების წინააღმდეგ აქტიური ქმედება დაიწყო. მეორე მხრივ, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან. Bank of England-ის ხელმძღვანელმა, მარკ კარნიმ, კრიპტოვალუტები პოტენციურ ფინანსურ რევოლუციად დაახასიათა.

Bloomberg

Saturday, September 9, 2017

ლაითქოინი - კრიპტოვალუტა, რომლის ფასი წელს 1400%-ით გაიზარდა

ლაითქოინის ღირებულება მიმდინარე წელს 1400%-ით გაიზარდა. სექტემბრის დასაწყისში მისმა ღირებულებამ რეკორდულ ზღვარს, $64.2-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 1 ლაითქოინი იანვარში სულ რაღაც $4.33 ღირდა.

Coinmarketcap.com-ის მიხედვით, ლაითქოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.28 მილიარდს აღწევს - მოცულობის სიდიდით ლაითქოინი მხოლოდ რიფლს, ბიტკოინ ქეშს, ითერიუმსა და ბიტკოინს ჩამორჩება.

ბიტკოინის მსგავსად, ლაითქოინი ბლოკჩეინ პლატფორმაზე მუშაობს. მისი შემქმნელის, ჩარლი ლის განცხადებით, ბიტკოინისგან განსხვავებით, ლაითქოინი გადახდებში მთავარ ფაქტორად იქცევა, ხოლო ბიტკოინის მთავარი დანიშნულება ფულის შენახვა იქნება.

„ბიტკოინს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დაცული ქსელი ექნება,“ - აღნიშნა ლიმ.

ჩარლი ლი ბიტკოინს ოქროს, ხოლო ლაითქოინს კი ვერცხლს ადარებს. „აღნიშნული ანალოგიით მინდა მიგანიშნოთ, რომ ერთ დროს ოქრო და ვერცხლი, როგორც ფული, ისე გამოიყენებოდა. თუმცა ოქროს ძირითადად ფულის საიმედოდ შენახვის დატვირთვა ჰქონდა, ხოლო ვერცხლის მონეტები კი გადახდის მეთოდად გამოიყენებოდა,“ - განმარტა ლიმ.

Saturday, September 2, 2017

იაპონიამ ბითკოინი ოფიციალურ საგადამხდელო სისტემად აღიარა!

თებერვალში იაპონიის მთავრობამ გვამცნო, რომ მიმდინარეობდა კანონპროექტის დამუშავება, რომელიც ითვალისწინებს ბითკოინის, როგორც საგადამხდელო სისტემის აღიარებას. გასულ კვირას იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტომ (FSA) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პროექტი ძალაში პირველ აპრილს შევიდოდა.
პირველ აპრილს ბითკოინი გახდა ოფიციალური გადახდის მეთოდი იაპონიაში, მაგრამ არა ვალუტა „ახალი გადახდის სისტემა გათვლილია პროდუქციის შესაძენად,  სერვისის გადასახდელად და სხვა კანონიერი ანგარიშსწორების საწარმოებლად“, შეგახსენებთ, რომ უახლოეს ექვს თვეში იაპონიის მთავრობა გეგმავს მიიღოს ახალი საგადასახადო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ბითკოინის, როგორც ვალუტის აღიარებას.
იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს ამ მომსახურების მიღება, მერჩანტს გარანტიად უნდა ჰქონდეს 10 მილიონი იაპონური იენი და გამართული ტექნიკური სისტემა, აგრეთვე თანამშრომლებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი მოსამზადებელი პროგრამა. კომპანიამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების რეგლამენტი და შექმნას აუთსორსინგისათვის სახელმძღვანელო.
როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, კანონი ხელს შეუწყობს კრიმინალური პროცესების თავიდან აცილებას, დეტალურად სტატია შეგიძლიათ იხილოთ  Bitcoin.com-ზე.
კანონის მიღებიდან ერთი კვირაც არ გასულა და Bitcoin.com გვატყობინებს რომ, იაპონიის ორმა უმსხვილესმა საცალო მომსახურების კომპანიამ, Bic Camera-მ და  Recruit Lifestyle & Co – მ, დაიწყო თანამშრომლობა ბითკოინის მსხვილ კომპანიებთან Bitpay-სთან და Coincheck-თან. მათი პროგნოზით ზაფხულამდე იაპონიის 260, 000 მაღაზიაში იქნება შესაძლებელი ბითკოინით ანგარიშსწორება.
ამჟამად ბითკოინით ანგარიშსწორება შეგიძლიათ ისეთ მსხვილ მერჩანტებთან როგორებიცაა: Microsoft, Dell, steam, WordPress.com, Wikipedia, Subway, Tesla, Shopify.com და სხვა პოპულარულ ვებ გვერდებზე.  ( იხილეთ ჩამონათვალი ).
აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ eMoney-ს მეშვეობით იყიდოთ, გაყიდოთ, მიიღოთ ან გააგზავნოთ ბიტკოინები მარტივად.
დღეისათვის ერთი ბითკოინის ფასი 4900$-ია.