Saturday, February 24, 2018

ვენესუელის შემდეგ საკუთარ კრიპტოვალუტას ირანიც გამოუშვებს

ირანული სახელმწიფო ბანკი Post Bank კრიპტოვალუტის შექმნას შეუდგა. ამის შესახებ, Bloomberg-ის ცნობით, ირანის კავშირგაბმულობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მჰამად ჯავად აზერი ჩეხრუმიმ განაცხადა.

ირანული კრიპტოვალუტის დასახელება ამ დროისთვის უცნობია. მინისტრის თქმით, ირანის ცენტრალური ბანკი სხვა სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს ციფრული ვალუტების გაკონტროლების მიზნით. ვენესუელამ გუშინ გამოუშვა ნაციონალური კრიპტოვალუტა El Petro, რომლის ფასიც $60–ს შეადგენს. ემისიის პირველსავე დღეს ვენესუელამ $735 მლნ მოიზიდა.

აშშ–ისა და ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკები ამის გამო კრიზისს განიცდიან, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ კრიპტოვალუტების წარმოების მიმართულებით. საკუთარი ელექტრონული ფულის გამოშვების საკითხს რუსეთშიც აქტიურად განიხილავვენ, რითაც სანქციების წნეხისგან თავის დაღწევა სურთ, თუმცა ამ პრინციპულ საკითხზე კონსესუსის მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალურ ბანკს შორის.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
ისრაელი კრიპტოვალუტას ქმნის, რომელიც ბრილიანტით იქნება გამყარებული
რუსეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს
ყაზახეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს
ისრაელმა შესაძლოა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას
ვენესუელა ფინანსური ბლოკადის დასაძლევად კრიპტოვალუტის სისტემას შექმნის

Friday, February 23, 2018

ვენესუელამ კრიპტოვალუტით ერთ დღეში $735 მლნ იშოვა

ვენესუელამ საკუთარი კრიპტოვალუტის „პეტროს“ გამოშვებით ერთ დღეში $735 მლნ გამოიმუშავა. პრეზიდენტმა მადურომ განაცხადა, რომ ამიერიდან El Petro დოლართან შეჭიდებასაც შეძლებს.

ვენესუელური El Petro კრიპტოვალუტების ისტორიაში პირველი სახელმწიფო ელექტრონული ფულია.

უკიდურეს კრიზისში ჩაფლული ვენესუელის ხელისუფლება იმდოვნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენას კრიპტოვალუტით შეძლებს. აღნიშნული ვალუტის შეძენის უფლება ინვესტორებს 19 მარტამდე აქვთ. ერთი Petro–ს ფასი დაახლოებით $60–ს შეადგენს. მთლიანობაში 100 მლნ კრიპტომონეტის რეალიზაციაა დაგეგმილი. თუ ვენესუელა შეძლებს ამ მიზნის მიღწევას, El Petro–ს კაპიტალიზაცია $6 მლრდ–ს მიაღწევს და ის კრიპტოვალუტების ათეულში შევა.

ვენესუელაში წლების განმავლობაში გრძელდება დაპირისპირება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის, რომელიც მადუროს დიქტატურის დამყარებაში, ქვეყნის ეკონომიკის ნგრევასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის დევნის გამო კარაკასის დასასჯელად აშშ–მა სანქციები დაუწესა ვენესუელას, რამას უკიდურესად გაამწვავა ქვეყნის ისედაც ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნამ გამოიწვია.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
ვენესუელამ თავისი კრიპტოვალუტის „პეტრო“ საწყისი ღირებულება შეაფასა
ვენესუელა ფინანსური ბლოკადის დასაძლევად კრიპტოვალუტის სისტემას შექმნის

Thursday, February 22, 2018

ტოპ-5 კრიპტოვალუტა

Bitcoin

ყველაზე პოპულარული ვირტუალური ვალუტა მსოფლიოში არის ბიტკოინი. მისი პროტოკოლი შექმნა ანონიმურმა ადამიანთა ჯგუფმა რომელიც ცნობილია სახელით სატოში ნაკანოტო.

2008 წელს ნაკამოტოს სახელით გამოქვეყნდა სტატია Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System, რომელშიც აღწერილი იყო მთლიანად დეცენტრალიზებული ელექტრონული ფულის სისტემა, რომელიც არ საჭიროებს მესამე მხარის ჩარევას.

2016 წლის მაისში ავსტრალიელმა კრეიგ რაიტმა განაცხადა, რომ სწორედ ის იყო სისტემის შემქნელი.

ამ დროისთვის ბიტკოინის კაპიტალიზაცია შეადგენს 155,6 მლრდ. დოლარას. 2017 წლის აგვისტოდან ეს მაჩვენებელი გაიზარდა 3-ჯერ.

Etherium

საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ მსოფლიოში მეორე კრიპტოვალუტაა ეთერიუმი - 21 მლრდ. დოლარი.

კრიპტოვალუტა შექმნა რუსული წარმოშობის კანადელმა ვიტალი ბუტერინმა.

ამჟამად ეთერიუმის კაპიტალიზაცია შეადგენს 38,9 მლრდ. დოლარის, 2017 წლის აგვისტოდან ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Bitcoin Cash

მესამე ადგილს საბაზრო ღირებულების მხრივ იკავებს Bitcoin Cash.

ეს ვირტუალური ვალუტა შეიქმნა 2017 წლის აგვისტოში, იმის შემდეგ რაც ბიტკოინის მომხმარებელთა ნაწილი გადავიდა სხვა პროტოკოლზე, რაც გამოწვეული იყო ბიტკოინის ტრანზაქციის დაბალი სიჩქარით და მაღალი საკომისიო გადასახადით.

ბიტკოინის და ბიტკოინ-კეშის გაყოფის შემდეგ Bitcoin Cash-ის კაპიტალიზაცია შეადგენდა 7,3 მლრდ. დოლარს, ამამად კი - 7,3.

2017 წლის აგვისტოდან კაპიტალიზაცია გაიზარდა 2,8-ჯერ.

Ripple

მე-4 ადგილი კრიპტოვალუტების რეიტინგში უჭირავს რიპლს. ამ ვალუტის პროტოკოლი უზრუნველყოფს სახსრების პირდაპირ და წამიერ ტრანზაქციას ორ მხარეს შორის, თანაც, მინიმალური კომისიით.

სისტემა ამოქმედდა 2012 წელს და მიიპყრო ბანკების დიდი ყურადღება. 2017 წლის აპრილის მონაცემებით, რიპლის კლიენტებს შორის არის 75 ბანკი, მათ შორის ისეთი გიგანტები როგორც BBVA, StandardChartered და Bank of America.

ამჟამად რიპლის კაპიტალიზაცია შეადგენს 8,9 მლრდ. დოლარის, რაც 1,4 მეტია 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით.

Dash

საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით კრიპტოვალუტებს შორის მე-5 ადგილზეა Dash, რომელიც შექიმნა 2014 წელს, და მას შემდეგ მოასწრო რამდენიმე სახელის შეცვლა - კერძოდ, მას ერქვა Darkcoin და Xcoin.

Dash-ის დამაარსებელმა ევან დარფილდი შეეცადა კიდევ უფრო აემაღლებია ვალუტის ანონიმურობა, რისთვისაც გამოიგონა უფრო რთული ალგორთიმი, რომელიც ამავე დროს ართულებს ამ ვალუტის მოპოვებას.

გაშვების პერიოდში Dash -ს კაპიტალიზაცია შეადგერნდა 700 მლნ. დოლარს, დღეს კი - 5,4 მლრდ.-ს. რაც 40-ჯერ მეტია 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით.

commersant.ge

უზბეკეთი ბიტკოინს დააკანონებს!

უზბეკეთში კანონპროექტს ქმნიან, რომელიც ელექტრონული ფულის სამართლებრივ რეგულირებას ითვალისწინებს.

ქვეყნის პრეზიდენტის შავკატ მირზიევის დადგენილიების თანახმად, დოკუმენტის მომზადება 1–ელ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. კანონპროექტის შემუშავებაზე პასუხისმგებლები არიან ცენტრალური ბანკი, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და კომუნიკაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა უკონტაქტო ანგარიშსწორების სისტემის საყოველთაოდ დანერგვის განკარგულებაც გასცა, რაც საერთაშორისო საგადახდო სისტემების ფართოდ დანერგვას გულისხმობს, როგორიცაა PayPal, Alipay, Visa და Mastercard. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების კომპლექსს 1–ელ ივნისამდე შეიმუშავებენ.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
ბელარუსში ბიტკოინი დააკანონეს!

Tuesday, February 20, 2018

რიპლის კიდევ ერთი აღიარება

სავალუტო გადაცვლების ერთ-ერთმა გიგანტმა Travelex-მა, რიპლი საგადახდო საშუალებად დაარეგისტრირა.

Telegraph-ის ცნობით, ხელმოწერის ცერემონიალი სან-ფრაცისკოში გაიმართა. „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სისტემის დამატება, ჩვენი კლიენტებისთვის სისწრაფისა და უსაფრთხოების ზრდის გარანტიაა.“ განაცხადა Travelex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრომოტ მანგატმა.

რიპლი ზოგადად კრიპტოვალუტაა, თუმცა განსხვავებით სხვა ციფრული ვალუტებისგან რომელთა მიზანიც ჩვეულებრივი ფულის ჩანაცვლებაა და მათ ალტერნატივად განიხილება, რიპლი ბანკებთან აქტიურად თანამშრომლობს. გადარიცხვების სისწრაფე სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით მეტია. ასევე მაღალია კურსის ცვალებადობის ამპლიტუდა. მისი კაპიტალიზაცია 1 წელიწადში ჯერ 211 მილიონიდან 130 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ბიტკოინზე 30-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით, შემდეგ ასევე უფრო მკვეთრად გაუფასურდა, როდესაც კაპიტალიაზაცია $27 მლრდ-მდე შემცირდა. ამჟამად $45 მლრდს შეადგენს და ზრდას განაგრძობს.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
Ripple-ი კრიპტოვალუტებში მხოლოდ ბიტკოინს ჩამორჩება
CNNMoney: დაივიწყეთ ბიტკოინი: დღეს ყველა რიპლზე საუბრობს

Friday, February 16, 2018

კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სასურველი ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 პოზიციაზეა

სააგენტო Bloomberg-მა შეადგინა იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც კრიპტოვალუტის მოპოვება ყველაზე იაფი ჯდება. ამ მონაცემებით საქართველო მე-7 ადგილზეა.

კვლევაში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორტები, როგორიცაა ელექტროენერგიის ღირებულება, განახლებადი ენერგორესურსების არსებობა, ინტერნეტის საშუალო სიჩქარე და კლიმატური პირობები. მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების უმრავლესობა, საკმაოდ ფრთხილად უყურებს ვირტუალური ფულს. თუმცა, ყველა აღიარებს, რომ ამ ეტაპზე უკვე მომწიფდა შესაბამისი კანონმდებლობის მიღების აუცილებლობა, რადგანაც ეს სფერო რეგულირებას საჭიროებს.

ელექტროენერგიის ფასი და ჰაერის ტემპერატურა მთავარი ფაქტორებია კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის, ისევე, როგორც განახლებადი ენერგორესურსები და ინტერნეტის სიჩქარე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პირობაა ბიზნესის წარმოების სიმარტივე და გამჭირვალობა, რაც დიდწილად დამოკიდებულია კრიპტოვალუტების და ციფრული ეკონომიკის დანერგვაზე სახელმწიფოში.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კრიპტოვალიტის მოპოვებისთვის არსებული პირობების მიხედვით, მსოფლიო ლიდერები აღმოჩდნენ არგენტინა, კანადა, ჩინეთი, შვეიცარია, და განსაკუთრებით ისლანდია, რომელიც 100%–ით ეკოლოგიურად სუფთა და განახლებად წყაროებიდან მიღებულ ელექტროენერგიას მოითხოვს, რომელიც ყველაზე იაფია მსოფლიოში ($35 – 1 მგვტ.სთ.).

ექსპერტების შეფასებით, საქართველოში საკმაოდ იაფი ელექტროენერგიაა - $47,7 – 1 მგვტ.სთ. და ძალიან მაღალია, განახლებადი ენერგიის წილი ენერგობალანსში - 75%.

კრიპტოვალუტის მაინინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს ავსტრალიას, სადაც კრიპტოვალუტების მოპოვება ძალიან რთულია - ამის მიზეზებია ძალიან ძვირი ელექტროენერგია (129 დოლარი 1 მვტ) და ცხელი კლიმატი. ძვირადღირებული ენერგიის და შესაბამისად, მაინინგისთვის არახელსაყრელი ქვეყნების სიაში შევიდნენ უგანდა, იაპონია და დიდი ბრიტანეთი.

რეიტინგში ასევე მოხდვა რუსეთიც, რომელიც მე-11 პოზიციას იკავებს. ქვეყნის უპირატესობა კრიტპოვალუტების მაინერებისთვის არის იაფი ელერქტროენერგია – $47 – 1 მგვტ.სთ. Bloomberg-ის შეფასებით, ინვესტორები მთელ მსოფლიოში ეძებენ საუკეთესო პირობებს კრიპტოვალუტების მაინინგისთვის და საქართველო არის ამ რბოლის ერთ-ერთი ფავორიტი - იაფი ენერგიით და ბიზნესის წარმოების კარგი პირობით.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
ბიტკოინის მაინერებით საქართველო მსოფლიო ტოპ სამეულშია

Thursday, February 15, 2018

ისლანდიაში მაინერები უფრო მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ვიდრე მთელი კუნძულის მოსახლეობა

კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდის გამო, ისლანდიას მოულოდნელი პრობლემა გაუჩნდა: 2018 წელს ენერგოდანახარჯები, რომელიც მაინინგს მოჰყვება, ქვეყნის საერთო საშუალო ენერგომოხმარებაზე მეტია.

ისლანდიაში სიდიდით მესამე ენერგოკომპანია HS Orka-ს მენეჯერის იოჰან სნიგურბეგსონის დათვლებით, 2018 წელს მაინინგის ცენტრებს 840 გიგავატი ელექტროენერგია დასჭირდებათ. ისლანდიის მოსახლეობა, რომელიც 340 ათას ადამიანს მოიცავს, წელიწადში მხოლოდ 700 გიგავატ ელექტოენერგიას იყენებს.

შედარებისთვის, გასული წლის ბოლოს, ექსპერტებმა მაინინგზე მსოფლიოს საერთო საშუალო ენერგოდანახარჯები 30 ტერავატად შეაფასეს რაც მაგალითად, მთელი ირლანდიის მოსახლეობის ენერგომოხმარებას აღემატება (ირლანდიაში ისლანდიაზე 13-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს).

ბოლო წლების განმავლობაში ისლანდიაში უფრო და უფრო მეტი კომპიუტერული ცენტრები იხსნება. ქვეყანა ბიზნესმენებს იზიდავს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მისი ელექტროენერგიის ფაქტობრივად 100% იაფი განახლებადი წყაროებიდან მოდის (ძირითადად გეოთერმული სითბო და წყლის ნაკადები). ამავდროულად ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით შეუძლებელია - ამისათვის ზღვის ფსკერზე ძვირადღირებული კაბელის გაჭიმვაა საჭირო.

ახალი მონეტების შექმნის და ტრანზაქციების განხორციელებისთვის აუცილებელია მაინინგი. ამისთვის ბიტკოინი იყენებს სქემას, რომელიც გულისხმობს უამრავ გამოთვლით ოპერაციას, რაზეც ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება. კრიპტოვალუტის ფასის ზრდასთან ერთად, მაინერები ზრდიან თავიანთი სისტემების სიმძლავრეს და სულ უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ. ბიტკოინის მუშაობაზე დღეს იმდენი ენერგია იხარჯება, რომ ის ზოგიერთი ქვეყნის ენერგომომარაგებას ეყოფოდა. მალე კრიპტოვალუტა ამ მაჩვენებლით გაასწრებს სერბეთის, დანიის და შემდეგ ბელარუსის ენერგომოხმარებასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭიროა უამრავი ნავთობის, გაზის და სხვა ნედლეულის ხარჯვა. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტა ეს ფასი არ ღირს.

imedinews.ge

მსგავსი სიახლეები:
Bitcoin-ი მილიონობით ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას მოიხმარს და გარემოს აბინძურებს
ქვეყნები, რომლებიც „ბიტკოინზე ნაკლებ“ ელექტროენერგიას მოიხმარენ

Friday, February 9, 2018

ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?

IV ინდუსტრიული რევოლუცია და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები კაცობრიობას რევოლუციურ ცვლილებებს პირდება, თუმცა არსებობს დროებითი ჩავარდნის საფრთხე, ეს საფრთხე კი ტექნოლოგიების გაუმართაობას სულაც არ უკავშირდება.

პროგრესს ყოველთვის ჰყავდა გულანთებული მომხრეები, რომლებიც სიცოცხლესაც კი დასთმობდნენ მისთვის და ასევ მოწინააღმდეგეები, რომლებიც საღ აზრს ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ. ვინც შეწინააღმდეგებას გაბედავდა წვავდნენ.

მართალია ცოდნამ ინკვიზიციაზე გაიმარჯვა. მაგრამ გამარჯვებას ხშირად მარცხიც თან სდევდა. ლეონარდო და ვინჩის მიერ შემუშავებული მრავალი კონსტრუქციის ნახაზის აწყობა მხოლოდ XX საუკუნეში მოხერხდა. უმეტესმა მათგანმა, მათ შორის მფრინავმა მოწყობილობამაც კი იმუშავა. XV საუკუნეში თვითმფრინავი ვერ აეწყობოდა, მას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნდა, ვერც პასკალის გამომთვლელი მანქანა იმუშავებდა XVII საუკუნეში, მაგრამ თუ რამდნიმე ასეთმა გამოგონებამ დროს გაუსწრო და მისი რეალიზაცია ამის გამო ვერ მოხერხდა, იყო ისეთებიც, რომლებიც უყურადღებობის გამო ან განზრახ შეაჩერეს.
1878 წელს, 1 წლით ადრე ვიდრე ედისონი ვავრვარების ნათურას დააპატენტებდა, პარიზში მსოფლიო ტექნოლოგიურ გამოფენაზე, ოგუსტინ მუშომ მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატურა წარადგინა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. მსგავსი გამოგონება 1913 წელს ეგვიპტეში ფრენკ შუმანმაც წარადგინა. ორივე უარყვეს. დღესაც კი, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ელექტროენერგიის წარმოებაში მზის ენერგიის წილი მხოლოდ 1%-ს აღწევს, ეს მაშინ, როცა, 1 საათში დედამიწამდე მოღწეული მზის ენერგია, 7.5 მილიარდი ადამიანის მიერ ყველა სახის ენერგიის მთელი წლის მოხმარებას აღემატება. დედამიწამდე კი მზის ენერგიის მემილიარდდზე ნაკლები აღწევს.

ავტომობილი და ელექტრომობილი ერთი ასაკის არიან. პირველი ავტომობილი რომელმაც 100 კმ/სთ-ს გადააჭარბა ელექტრო იყო. საფრანგეთში გამართულ რბოლაზე, La Jamais Contente-მა 105.8 კმ/სთ განავითარა. პირველ მსოფლიო ომამდე მისი წილი 1/3-ს შეადგენდა დღეს კი 0.3%-ზე ნაკლებს.

XIX საუკუნის ბოლოს, ნიკოლა ტესლამ მიაგნო ელექტროენერგიის უასადენოდ გადაცემის ტექნოლოგიას. XXI საუკუნეში მასზე ჯერ ისევ ექსპერიმენტები ტარდება, მათ შორის საქართველოშიც.

ისტორიის მსსვლელობის ალტერნატიულ განვითარებაში ელექტროენერგია მზისგან მიიღება. ქუჩებში ელექტრომობილები გადაადგილდებიან, რომლებიც ენერგიას მზისგან იღებენ და თუ სადმე კლიმატის გამო პროცესი შეფერხდა, რომელიმე სხვა წაყრო ენერგიას დისტანციურად აწვდის. წელიწადში 6 მილიონი ადამიანი დაბინძურებული ჰაერით და წყლით აღარ იღუპება, ომების რიცხვიც შემცირებულია, რადგამ მზე ყველგან ანათებს, არათანაბარი ინტენსიობით მაგრამ მაინც. ის გონებრივი და ფულადი რესურსი, რაც ტრადიციული ენერგიის მისაღებად იხარჯება ხმარდება ცერნზე უფრო ძლიერ ლაბაორატორიას და კოსმოსურ კვლევებს.

დღეს გადატრიალებას ცხოვრების არაერთ სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგია გვთავაზობს. რა არის და რა უპირატესობა გააჩნია მას?

ბლოკჩეინი ესაა კრიპტოგრაფიულად დაცული ჩანაწერების ჯაჭვი. მონაცემების შეცვლა ან წაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამისთვის საჭიროა ბლოკჩეინ ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერში შეღწევა, რაც ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. 1 ან რამდენიმე კომპიუტერზე თავდასხმა შესაძლებელია, მაგრამ ინფორმაციის ასლები ინახება სხვაგან და ამ ასლებს ზუსტად ისეთივე იურიდიული ძალა აქვს როგორც სხვა დანარჩენს. რაც უფრო დიდია ქსელი მით მეტად რთულდება მისი განადგურების ალბათობა.

გამოყენების სფეროები:

1) უძრავი ქონების რეგისტრაცია. საკუთრებაზე უფლების მოპოვება მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ ძნელია, ან სულაც შეუძლებელი. ისტორიული დავები მცირე მიწის ნაკვეთზე ან ნაგებობაზე ათწლეულები გრძელდება. ეს ფაქტი ბიზნესის განვითარებას ამუხრუჭებს. ქვეყანა ინვესტორთა მხრიდან შეუმჩნეველი რჩება, ვერ ვითარდება ვერც ადგილობრივი წარმოება. ბლოკჩეინში ჩაწერილი საკუთრების უფლების დარღვევა კი უკვე შეუძლებელი გახდება.

2) კრიპტოვალუტები. სახელმწიფოთა უმრავლესობას საკუთარი ვალუტა გააჩნია. მის მასას თავის შეხედულებისამებრ განაგებს. ძლიერი სახელმწიფოები ცდილობენ საკუთარი ვალუტის საერთაშორისო ვალუტად ქცევას. ინფლაცია ეკონომიკის თანამდევ პროცესადაა ქცეული. სხვადასხვა დროს ჰიპერინფლაცია მოხდა გერმანიაში, საქართველოში, ვენესუელაში. ქაღალდის ფულის საბარათე ფულით ჩანაცვლებამ სისწარაფე და უსაფრთხოება გაზარდა, მაგრამ საჭირო გახდა შუამავალიც. ადგილობრივი ბანკები, VISA, MASTERCARD, SWIFT… საერთაშორისო გადარიცხვების საკომისიო საკმაოდ მაღალია და მის დადასტურებას მინიმუმ 3 დღე სჭირდება. ამის საპირისპიროდ საიმედო კრიპტოვალუტის რაოდენობა ცნობილია და მისი გაზრდა შეუძლებელი.გადარიცხვები სწრაფი და იაფი, მას შეიძლება „ელექტრონული ქეშიც“ კი ვუწოდოთ.

3) დაფინანსების მოპოვების გამარტივება. უტყუარი ინფორმაცია კერძო პირზე და კომპანიაზე სურვილის შემთხვევაში ყველასათვის ხელმისაწვდომია. მისი ისტორიის, გამოცდილების, რეპუტაციის გაანალიზების შემდეგ თანხის მსესხებლისა და გამსესხებლის მსურველის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება შესაძლებელი. შუამავლის გარეშე კი ხარჯი ბევრად დაბალია. შუამავლისათვის მისაცემი თანხა კი რეინვესტირებას ხმარდება.

4) სმარტ კონტრაქტები. ანაზღაურება ხდება მხოლოდ მაშინ როცა 1 პიროვნება მეორის მომსახურებით სარგებლობს, უსმენს მის მიერ დაწერილ ან შესრულებულ მუსიკას, ნახულობს მის ფოტოს, კითხულობს მის სტატიას, სარგებლობს მისი უპილოტო ელექტრომობილით როცა თავად სამსახურში ან სახლშია.

5) ბიუროკრატიის შემცირება. ბიუროკრატია ადამიანებს ართმევს დროსა და ფულს, წარმოსობს კორუფციის რისკს. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, მართვის მოწმობის, დაზღვევის პოლისის, საბანკო ბარათისა თუ კრიპტო საფულის, მაღაზიების, აფთიაქების, სავაჭრო ცენტრების, სპორტდარბაზის ფასდაკლების ბარათების, სხვადასხვა სახის საშვის, თეატრისა თუ თვითმფრინავის ბილეთის 1 საბუთში ბარათში ჩატევა ხდება შესაძლებელი. რომელიც მხოლოდ წამკითხველი იქნება და არა რეალურად ამ ინფორმაციის მატარებელი, რაც მისი დაკარგვის შემთხვევაში აღდგენას ამარტივებს. იმავე ბარათში შესაძლებელია სისხლის ჯგუფის, სამედიცინო ისტორიის, განათლების, სამუშაო გამოცდილების, საკრედიტო ისტორიის, ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის დატევა. ბარათის მფლობელი კი საკუთარი სურვილისამბერ მესამე პირს ინფორმაციის ნაწილს გაუზიარებს.

XIX საუკუნის ბოლოს ტერმინი „გლობალური დათბობა“ არ არსებობდა. ატმოსფეროს დაბინძურების შესახებაც არავის სმენოდა. ნავთობის ინდუსტრია სისწრაფეს კრეფდა, რომელმაც მზის ენერგიის გამოყენება დიდი ხნით დაასამარა.

დღეს კი ბლოკჩეინში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები საკუთარი გავლენის შემცირების რისკს ხედავენ და მას რეგულაციებით უპირისპირდებიან. ტექნოლოგია ადრე თუ გვიან თავის ადგილს დაიმკვიდრებს მთავარი ინტრიგა ისაა თუ როდის. ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის ფასის მერყეობამ სკეპტიკოსთა რიცხვი გაზარდა, თუმცა ასეთები ყოველთვის იყვნენ. 1996 წელს პრესაში ინტერნეტს კრახს უწინასწარმეტყვლებდნენ.


 ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი
m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
მოპოვების სირთულე, კანონმდებლობა, ლიდერის არარსებობა - ბიტკოინის შესაძლო კრახის 10 მიზეზი
„ბიტკოინი საშიში სპეკულაციური საპნის ბუშტია“
"უოლ-სტრიტის მგელი" კრიპტოვალუტის საფრთხეებზე ლაპარაკობს


რუსეთის ბირთვული ცენტრის სუპერკომპიუტერს მაინინგისთვის იყენებდნენ

რუსეთის დახურული ბირთვული ცენტრის ორი თანამშრომელი ობიექტის სუპერკომპიუტერზე მაინინგის ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას SecurityLab ავრცელებს.

აღნიშნულ პირებს თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ჰქონდათ წვდომა სუპერკომპიუტერზე. კომპიუტერი არ იყო ქსელზე მიერთებული და მათ თვითნებურად მიაერთეს ინტერნეტი. უსაფრთხოების სისტემამ მომხდარის შესახებ შეტყობინება უშიშროების ფედერალურ სამსახურში გაგზავნა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

რუსეთის ექსპერიმენტული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ქალაქ სეროვშია განთავსებული, ბირთვული იარაღის შემუშავებასა და წარმოებას ახორციელებს. ცენტრი სუპერკომპიუტერით 2011 წელს აღჭურვეს. მისი სიმძლავრე 1 პეტაფლოპსს შეადგენს. გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის მისi სიმძლავრე 1 ეკსაფლოპსამდე (1 მლნ ტერაბაიტი) გაიზრდება. რუსეთში სულ ორი სუპერკომპიუტერი არსებობს.

m2b.ge

Thursday, February 8, 2018

ისრაელი კრიპტოვალუტას ქმნის, რომელიც ბრილიანტით იქნება გამყარებული

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, ისრაელის ბრილიანტების საფონდო ბირჟა, საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს, რომელიც ბრილიანტით იქნება გამყარებული. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბირჟა ორი სახის კრიპტოვალუტას გამოუშვებს - Carat-ს და Cut-ს. ისინი ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, მაისიდან იქნება.

Carat-ი განკუთვნილი იქნება ინვესტორებისა და საზოგადოების ფართო წრისთვის, ხოლო Cut-ი ბრილიანტებით მოვაჭრეებისთვის.

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ.

ბოლო პერიოდის განმავლობასი ბიტკოინის კურსი მკვეთრად ცვალებადია და არამდგრადობით ხასიათდება. 2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო. მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს. ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.

imedinews.ge

მსგავსი სიახლეები:
ისრაელმა შესაძლოა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას
რუსეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს
ყაზახეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს

Wednesday, February 7, 2018

Wall Street-ის გიგანტები საკრედიტო ბარათებით ბიტკოინის ყიდვას კრძალავენ

3 უმსხვილესი ამერიკული საფინანსო და საბანკო სერვისების კორპორაციის, Bank of America-ს, JP Morgan Chase-სა და Citigroup-ის მომხმარებლები ბიტკოინის შეძენას საკრედიტო ბარათით ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა.

აღნიშნულმა კორპორაციებმა Bloomberg-ს დაუდასტურეს, რომ მათი მომხმარებლები საკრედიტო ბარათებით ტრანზაქციების განხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მოახერხებენ, როდესაც საქმე ციფრული ვალუტების შეძენას შეეხება.

თუმცა Bank of America-ს მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ბეტი რისმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის შესაძენად, სადებეტო ბარათით ტრანზაქციების განხორციელებას მომხმარებლები კვლავ შეძლებენ.

გასულ წელს ბიტკოინის ფასი 700%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა გასულ თვეში მისი ღირებულება 40%-ზე მეტით შემცირდა. Business Insider-ის თანახმად, ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიტკოინთან დაკავშირებით საპნის ბუშტის თეორია აღსრულებას იწყებს.

commersant.ge

მსგავსი სიახლეები:
დიდ ბრიტანეთში საკრედიტო ბარათებით ბიტკოინის ყიდვა აკრძალეს
"უოლ-სტრიტის მგელი" კრიპტოვალუტის საფრთხეებზე ლაპარაკობს

Tuesday, February 6, 2018

დიდ ბრიტანეთში საკრედიტო ბარათებით ბიტკოინის ყიდვა აკრძალეს

ბრიტანულმა ფინანსურმა კონგლომერატმა Lloyds Banking Group-მა განაცხადა, რომ მის მიერ ემისირებული საკრედიტო ბარათით ბიტკოინის შეძენას აკრძალავს.

Euronews-ის ცნობით, ეს ქვეყანაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საფინანსო ინსტიტუტი კრიპტოვალუტის შეძენას კრძალავს.

ექსპერტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში ბიტკოინის რეკორდულ გაუფასურებას უკავშირდება. თუ გასული წლის ბოლოს კრიპტოვალუტის კურსი $20000-ს აღწევდა, ბოლო მომაცემებით მისი ღირებულება თითქმის $6000-მდე დაეცა.

ბიტკოინის ფასის ვარდნას უკავშირებენ, მათ შორის, იმ შეზღვუდებსაც, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს. ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი, ასევე ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა გადაწყვიტა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.

m2b.ge

Friday, February 2, 2018

ვენესუელამ თავისი კრიპტოვალუტის „პეტრო“ საწყისი ღირებულება შეაფასა

ვენესუელის კრიპტოვალუტის ფასი 1 „პეტროზე“ 60 აშშ დოლარს შეადგენს და წინასწარ ვაჭრობაზე 38,4 მლნ ერთეული ნაციონალური კრიპტოვალუტა განთავსდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Globovision ავრცელებს.

ნავთობით გამყარებული ვენესუელის კრიპტოვალუტის ფასი 1 ბარელი ნავთობის ღირებულებასთან მიახლოებით დადგინდა, ხოლო მომავალში „პეტროს“ კურსს უკვე ბაზარს მიანდობენ.

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვების შესახებ დეკემბრის დასაწყისში განაცხადა. მისი თქმით, ამ გზით ქვეყანა ფინანსური ბლოკადის გარღვევას შეძლებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მთლიანი ემისიის მოცულობა 100 მლნ „პეტროს“ შეადგენს. კრიპტოვალუტის პირველი ნაკადი 20 თებერვლიდან 19 მარტამდე პერიოდში გაეშვება.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
ვენესუელა ფინანსური ბლოკადის დასაძლევად კრიპტოვალუტის სისტემას შექმნის

Thursday, February 1, 2018

ბიტკოინი გიორგი მღებრიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშიც აღმოჩნდა

29 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზისების მართვის მდივანს, გიორგი მღებრიშვილს კაპიტალი კრიპტოვალუტაშიც აქვს დაგროვებული. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მღებრიშვილმა 12 ბიტკოინი 2017 წელს იყიდა, როდესაც თითო ერთეულის ღირებულება 870$ იყო. ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $9 314 არის. შესაბამისად, მღებრიშვილი 111 768$ ღირებულების ბიტკოინს ფლობს.
2017 წლის დეკემბერში ამ კრიპტოვალუტის ფასმა პიკს მიაღწია და მისი ღირებულება 19 ათას დოლარზე მეტი იყო. შესაბამისად, საბჭოს მდივანს იმ დროისთვის 228 ათას დოლარზე მეტი ექნებოდა. მოგვიანებით ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა.
მღებრიშვილი არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც დეკლარაციაში კრიპტოვალუტის ფლობა მიუთითა. პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა დეკლარაცია 2017 წლის 2 ოქტომბერს შეავსო და მასში აღნიშნულია, რომ დეპუტატი და მისი ქმარი კაპიტალს ელექტრონულ ვალუტაში აბანდებენ. დეკლარაციის მიხედვით, ნადირაშვილის ქმარს, დავით დაღელაშვილს, 15 ბიტკოინი და 107 ათასი Onecoin-ი აქვს, პირადად ოპოზიციონერ დეპუტატს კი - 100 ცალი Etherium-ი.


მსგავსი სიახლეები: