Tuesday, January 30, 2018

პირველად ფეხბურთში - მოთამაშეში ბიტკოინი გადაიხადეს

თურქეთში უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა.

ერთ-ერთმა ქვედა დივიზიონის გუნდმა, "ჰარუნუსტასპორმა" ტრანსფერი განახორციელა და ფეხბურთელის სანაცვლოდ კრიპტოვალუტა გადაიხადა.

კერძოდ კი მათ ფარუკ კიროღლუ დაიმატეს და მის ნაცვლად მეორე გუნდს 0.0524 ბიტკოინი გადაუხადეს, რაც 384 ფუნტს უდრის.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელის სანაცვლოდ კლუბმა კრიპტოვალუტა გადაიხადა.

goal.ge

მსგასი სიახლეები:
მაიამიში პენტჰაუსი მხოლოდ ბიტკოინებზე იყიდება

Sunday, January 28, 2018

ჰაკერებმა 530 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს

იაპონური ნკრიპტოსავალუტო ბირჟის Coincheck-ის პრეზიდენტმა კოიტირო ვადამ აღიარა, რომ ჰაკერებმა 530 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა NEM-ი მოიპარეს. ამის შესახებ Euronews-ი წერს. 
მოპარული თანხა კლიენტებს ეკუთვნოდათ, რომელსაც დანაკარგი ახლა ბირჟამ უნდა აუნაზღაუროს.
Coincheck-მა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შეაჩერა.


მსგავსი თემები:

Saturday, January 27, 2018

Apple-ის თანამფლობელმა სტივ ვოზნიაკმა ბიტკოინები გაყიდა

კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა ბიტკოინები გაყიდა. როგორ მან თავად განაცხადა სტოკჰოლმში ბიზნეს-ფორუმზე, დაიღალა კრიპტოვალუტის კურსის არასტაბილურობაზე ნერვიულობით. ამის შესახებ Business Insider-ი წერს. 
ვოზნიაკის განცხადებით, მან ბიტკოინები მაშინ შეიძინა, როდესაც ვალუტის ფასი 700 დოლარი იყო. გაყიდვის გადაწყვეტილება კი გასული წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა 20 000 დოლარს მიაღწია. როგორც პროგრამისტი ამბობს, ბიტკოინები ექსპერიმეტისთვის იყიდა. 
„როდესაც კურსი ძალიან გაიზარდა, გადავწყვიტე, არ ვყოფილიყავი იმ ადამიანთა რიცხვში, ვინც კურსს უყურებს და ნერვიულობს,“- განაცხადა ვოზნიაკმა. მან დასძინა, რომ ის მაშინ არის ბედნიერი, როდესაც სანერვიულო არ აქვს, ამიტომ გაყიდა კრიპტოვალუტა. 
ბიტკოინს გაუფასურებას უწინასწარმეტყველებენ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ნობელის პრემიის ლაურეატმა, ეკონომისტმა რობერტ შილერმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე კი, ინვესტორმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ფინანსური საპნის ბუშტია. 
2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა. 2017 წლის 20 დეკემბრის პიკის შემდეგ, როცა მისმა ღირებულებამ 20 ათას დოლარს მიაღწია, იანვრის შუა რიცხვებში ის განახევრდა.

მსგავსი თემები:

Tuesday, January 23, 2018

სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტებით ანონიმური ვაჭრობა აკრძალა

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ანონიმური საბანკო ანგარიშებიდან კრიპტოვალუტის ტრანზაქცია აკრძალა. განკარგულება ძალაში 30 იანვრიდან შევა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 
ვირტუალური საფულის მქონეებმა კრიპტოვალუტები თავიანთ რეალურ საბანკო ანგარიშებს უნდა მიამაგრონ და დაადასტურონ ვინაობა. გარდა ამისა, უცხოელებსა და არასრულწლოვნებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტების ბაზარზე ინვესტირება აეკრძალებათ.
11 იანვარს, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყანაში ბიტკოინის გამომუშავება აკრძალოს.
ბიტკოინის რამდენიმე ქვეყანაში დააკანონეს, თუმცა ევროკავშირი კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე გარკვეული რეგულაციების დაწესების მომხრეა.
ჯერ კიდევ 17 დეკემბერს ბიტკოინის ფასი ისტორიული მაქსიმუმის ფარგლებში იყო - ერთი ბიტკოინი 20 ათასი დოლარი ღირდა. მას შემდეგ ის 13 ათას დოლარზე ქვემოთ დაეცა, შემდეგ კი ოდნავ მოიმატა.

მსგავსი თემები:

Wednesday, January 17, 2018

რუსეთში კერძო ინვესტორებმა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ელექტროსადგური შეიძინეს

რუსმა კერძო ინვესტორებმა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის პირველად შეიძინეს ელექტროსადგური, წერს თავის წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა „კომერსანტი“.

გაზეთის წყაროების თქმით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე თბოელექტროსადგური დეკემბრის ბოლოს გაიყიდა.

გაზეთის მონაცემებით, თბოსადგურის ახალი მფლობელები კრიპტოვალუტის მაინინგის დაწყებას მანამდე არ დაიწყებენ, ვიდრე არ დამტკიცდება კანონი ციფრული ვალუტის შესახებ.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ციფრული ფულის, მათ შორის კრიპტოვალუტის რეგულირების კანონპროექტი დეკემბრის ბოლოს მოამზადა, თუმცა ამჟამად მასში ცვლილებები შედის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, რომლის თანახმად, აღნიშნული კანონი ძალაში წლის პირველ ნახევარში უნდა შევიდეს.

m2b.ge

მსგავსი თემები:
რუსეთი კრიპტოვალუტის რეგულირების კანონს ამზადებს
რუსეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს


Tuesday, January 16, 2018

ხუმრობით შექმნილი კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება მილიარდი დოლარი გახდა

ბიტკოინის ანალოგი დოგკოინი თავის დროზე ხუმრობით შეიქმნა, ამ წლის იანვრის მონაცემებით კი მისი საბაზრო ღირებულება 2 მილიარდი დოლარი გახდა. მისი შემქმნელი ჯექსონ პალმერიც კი ფიქრობს, რომ ეს არ არის ნორმალური პროცესი. მისი განცხადებით, როცა კრიპტოვალუტაზე მსჯელობას ტაქსის მძღოლებიც იწყებენ, ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია “სპეკულაციური კრიპტომანიის ფაზაში“ შედის.

დოგკოინი 2013 წლის დეკემბერში პორტლენდელმა პროგრამისტმა, ბილი მარკუსმა და სიდნეელმა მარკეტოლოგმა ჯექსონ პალმერმა შექმნეს. მათი მუზა ინტერნეტ-მემე Doge-ი, სიბა-ინუს ჯიშის ძაღლი გახდა.

დოგკოინი სწრაფად გახდა პოპულარული, განსაკუთრებით Reddit-ის მომხმარებელთა შორის. ვალუტის ვებგვერდზე ორჯერ “დაკლიკება“ საკმარისია იმისთვის, რომ ჩამოიტვირთოს საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა, გაიხსნას ონლაინ-საფულე, დაიწყოს გაცვლის პროცესი და მოხერხდეს მათი საშუალებით კონკრეტული მომსახურებების ანაზღაურება.

Reddit-ზე სპეციალური თემატური საზოგადოებაც არსებობს, სადაც ამ ვალუტაში ტრანზაქციების ისტორიები გროვდება და საქველმოქმედო აქციებიც კი იგეგმება.

 ვალუტის შემქმნელები დასაწყისში ფიქრობდნენ, რომ ემისიის ოდენობა 100 მილიარდ დოგკოინს შეადგენდა, თუმცა ამ ზღვარს კრიპტოვალუტამ ჯერ კიდევ 2015 წლის შუაგულს მიაღწია. დღეის მდგომარეობით მიმოქცევაში 113 მილიარდი დოგკოინია.

ამ წლის 7 იანვრის მდგომარეობით ვალუტის კაპიტალიზაცია 2 მილიარდს შეადგენდა, თუმცა 15 იანვარს ის 1,2 მილიარდამდე დაეცა.

პალმერი, რომელიც პროექტიდან 2015 წელს გავიდა, დღევანდელ მდგომარეობას აფასებს, როგორც ირაციონალური ენთუზიაზმის შედეგს - საბაზრო მანიას.

imedinews.ge

მსგავსი თემები:
DOGECOIN - კიდევ ერთი ალტერნატიული ციფრული ვალუტა

ციფრული დოლარი ბიტკოინის წინააღმდეგ

აშშ-მ შესაძლოა კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდის ფონზე, მის ალტერნატივად ციფრული დოლარი წარადგინოს.

დონალდ ტრამპის სახაზინო მდივანმა, სტივ მუნჩინმა აღნიშნა რომ აშშ-ს მთავრობა გულდასმით აკვირდება კრიპტობაზრის ზრდას. მან ასევე განაცხადა ციფრულ დოლარზე კონვერტაციის გეგმის წარდგენის შესახებ.

მუნჩინის თქმით ბოროტმოქმედებმა ვეღარ უნდა შეძლონ ფულის უკანონო მიზნით გამოყენება. სახაზინო მდივანი მიიჩნევს რომ ბიტკოინის წინააღმდეგ საჭიროა გარკვეული პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, რათა არ მოხდეს გადასახადების დამლვა.

პირველი ციფრული ვალუტა, ბიტკოინი ინტერნეტმიმოქცევაში 2009 წელს გაეშვა. თავდაპირველად მისი ფასი 1 ცენტზე ნაკლებს შეადგენდა და ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა. 2017 წელს მისმა ფასმა 20 000 დოლარს მიაღწია. ბიტკოინის გარდა 1000-ზე მეტი სხვა კრიპტოვალუტაც გამოჩნდა. დღეს მათი ჯამური კაპიტალიზაცია 700 მილიარდ დოლარს აჭარბებს. სახელმწიფოები კრიპტოვალუტის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის რეგულაციებს იღებენ. ძირითადადამ რეგულაციების გავლენით, ბოლო პერიოდში ცნობილი კრიპტოვალუტების ფასი საგრძნობლად შემცირდა.

m2b.ge

Monday, January 15, 2018

ერთადერთი ქართველი პარლამენტარი, რომელმაც დეკლარაციაში ბიტკოინის ფლობა მიუთითა

პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი ერთადერთია, რომელმაც დეკლარაციაში 15 ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფლობის შესახებ შესაბამისი მონაცემები ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა.

ნადირაშვილმა განმარტა, რომ კანონი ასეთ ვალდებულებას არ ითვალისწინებს, დეკლარაციაში ელექტრონული ფულის მითითება კი მისი პირადი სურვილი იყო.

ფლობს თუ არა პარლამენტის სხვა წევრი რომელიმე კრიპტოვალუტას ჯერჯერობით უცნობია, რადგან დეკლარაციაში ელექტრონული ფულის მითითებას კანონი არ ითვალისწინებს.

დღეის მონაცემებით, 1 ბიტკოინის ფასი 13,700 დოლარს შეადგენს, შესაბამისად, დღევანდელი ფასით, 15 ბიტკოინის ჯამური ღირებულება 205 500 დოლარი გამოდის.

შეგახსენებთ, რომ სამმა უკრაინელმა დეპუტატმა შარშან, ქონებრივ დეკლარაციებში ბიტკოინები მიუთუთა, რომელთა ღირებულება იმ დროისთვის 50 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

Friday, January 12, 2018

შეიქმნა კრიპტოვალუტა, რომელსაც ნაბიჯების რაოდენობით გამოიმუშავებენ

შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტის გამომუშავებაა შესაძლებელი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაინინგის ნაცვლად ადამიანმა ფეხით უნდა იაროს. საუბარია მობილურ აპლიკაცია Sweatcoin-ზე. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

აპლიკაცია Sweatcoin-ი iOS და ანდროიდის სისტემებზეა გათვლილი და დღის განმავლობაში ადამიანის მიერ გავლილ ნაბიჯებს ითვლის. ნაბიჯების რაოდენობას კი შემდეგ ციფრული ვალუტის ახალ სახეობაში, Sweatcoin-ში ახურდავებს.
აპლიკაციით კრიპტოვალუტის გამომუშავება შემდეგნაირად ხდება: ადამიანს, რომელსაც აპლიკაცია აქვს ჩამოწერილი ქუჩებში უნდა იაროს, ამასთან აპლიკაცია დაკავშირებული უნდა იყოს GPS-სისტემასთან, რათა აღიქვას რომ ადამიანი ნამდვილად მოძრაობს. ამასთან, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ აპლიკაციას ვერ მოატყუებენ სარბენ ბილიკზე, სახლში ან სამსახურში გადადგმული ნაბიჯებით. ყოველ 1000 ნაბიჯზე 1 Sweatcoin-ი ირიცხება.
ახალი კრიპტოვალუტის მეშვეობით შესაძლებელია Delta-ს, PayPal-ის სასაჩუქრე ბარათის და iPhone X-ს შეძენაც კი. აპლიკაცია მომხმარებლებისთვის უფასოა.


ჩინეთში მაინინგი იკრძალება

ჩინეთი ბიტკოინის მაინინგის აკრძალვას გეგმავს. მიზეზად გაზრდილი ფინანსური რისკები და ელექტროენერგიის დიდი ოდენობით მოხმარება სახელდება.

ბიტკოინის წარმოების გამო, მოთხოვნა ელექტროენერგიაზე სულ უფრო მეტად იზრდება, რასაც გენერაციის ზრდის ტემპი ჩამორჩება, რის შედეგადაც დეფიციტის საფრთხე იქმნება.

ჩინეთი ამ დრომდე მსოფლიოში წარმოებული ბიტკოინების 3/4-ს გამოიმუშავებს. მიზეზი ბიტკოინის საწარმოებლად საჭირო „ნედლეულის“-ელექტროენერგიის ხელმისწავდომობაა, რასაც თავის მხრივ იაფი ქვანახშირი და ჰიდრორესურსების სიმრავლე განაპირობებს.

ჩინეთის მთავრობა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და რობოტიზაცია საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს, მაგრამ როგორც ჩანს კრიპტოვალუტის მიმართ განსხვავებული მიდგომის გამოყენებას აპირებს. კრიპტოვალუტა განსაკუთრებული პოპულარობით აზიაში სარგებლობს, თუმცა ბოლო პერიოდში ევროპის მსგავსად აზიის ქვეყნებმაც რეგულაციებზე დაიწყეს ფიქრი.

m2b.ge

მსგავსი თემები:
რუსეთი კრიპტოვალუტის რეგულირების კანონს ამზადებს
ეგვიპტის მთავარმა მუფთმა ბიტკოინით ვაჭრობა აკრძალა
საფრანგეთი ბიტკოინზე რეგულაციების დაწესების მომხრეა
ბიტკოინის გამოყენება აკრძალულია 6 ქვეყანაში



Thursday, January 11, 2018

რუსეთი კრიპტოვალუტის რეგულირების კანონს ამზადებს

რუსეთის ფედერაციაში ციფრული ფინანსური აქტივების, მათ შორის კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ კანონპროექტს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო სათათბიროში თებერვალში შეიტანს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალეკსეი მოისეევმა დღეს განუცხადა.

„თებერვალში ვგეგმავთ“, – თქვა მოისეევმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ამჟამად შენიშვნებზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლებიც დეკემბერში მომზადებულ კონონპროექტზე წარმოიშვა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა რუსული სახელმწიფო კრიპტოვალუტის შემუშავების შესახებ. ამ გზით პუტინი დასავლური სანქციების თავიდან არიდებას გეგმავს.

m2b.ge

Wednesday, January 10, 2018

ბელარუსში ავტომობილის ფასი ბიტკოინში განისაზღვრება

ბელარუსში ავტომობილებს ბიტკოინში გაყიდიან. სააქციო საზოგადოება „ბელაზი“ საკუთარი პროდუქციის კრიპტოვალუტაში გაყიდვის წინადადებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბელტა“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ნაღდი ფული წარსულს ბარდება და მას საბანკო ბარათები და ელექტრონული საფულეები ანაცვლებენ. კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ რამდენიმე წლის წინ შემოღებული სიახლე – კრიპტოვალუტა საფინანსო სამყაროს თავდაყირა დააყენებს. „ბელაზი“ ყოველთვის ფეხდაფეხ მისდევს დროს და, ამასთან, უფრო ხელმისაწვდომს ხდის საკუთარ პროდუქციას. კომპანია უკვე იანვარში განიხილავს კრიპტოვალუტაში პროდუქციის რეალიზაციას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ბელაზი ბელორუსიული ავტომწარმოებელია, რომელიც საბჭოთა მმართველობის დროს 1948 წელს დაარსდა. კომპანია მსოფლიოში უდიდეს სატვირთო ავტომობილებს აწარმოებს, რომელთაგანაც, ზოგიერთის ტვირთამწეობა 300 ტონას აღემატება. ავტომობილი ძირითადად ღია კარიერზე ტვირთების გადასაზიდად გამოიყენება.


m2b.ge

Friday, January 5, 2018

DOGECOIN - კიდევ ერთი ალტერნატიული ციფრული ვალუტა

კრიპტობაზარზე 1000-ზე მეტი ციფრული ვალუტაა წარმოდგენილი. კაპიტალიზაციით 1 მილიარდიან ზღვარს მხოლოდ 40 აჭარბებს, მათ შორის ერთერთია Dogecoin.

დოგკოინის კაპიტალიზაცია ამ დროისათვის $1.229 მლრდს შეადგენს და 36-ე ადგილზე იმყოფება. მისი ღირებულება გასული 24 საათის განმავლობაში 17.4%-ით, ხოლო ბოლო 1 კვირაში 29.3%-ით გაიზარდა.

დოგკოინი 2014 წელს შეიქმნა, თავდაპირველად 1 დოგკოინის ღირებულება ცენტის მეასედზე ნაკლებს შეადგენდა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 6 მილიონ დოლარზე ნაკლებს. საკმაოდ მოკლე დროში -1.5 თვეში კაპიტალიზაციამ 90 მილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა მალევე ისევ 6-ჯერ შემცირდა და 2017 წლის აპრილამდე აღარც გაზრდილა. დღეს მისი ფასი 1 ცენტია, რაც 1 წლის წინანდელს 50-ჯერ აღემატება, 1 თვის წინანდელს კი 4-ჯერ.

მიმოქცევაში 112 მილიარდი დოგკოინია გაშვებული, ვაჭრობის მოცულობამ 24 საათში 163 მილიონი დოლარი შეადგინა.

m2b.ge

Thursday, January 4, 2018

ცუკერბერგი Facebook-ის სერვისებში კრიპტოვალუტის გამოყენებას არ გამორიცხავს

სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება მომსახურებებში შესაძლოა დასაშვები გახდეს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
“არსებობს ორი მნიშვნელოვანი კონტრტრენდი - შიფრვა და კრიპტოვალუტები - რომლებიც ხელისუფლებას ართმევს ცენტრალიზებულ სისტემას და აბრუნებს მას ხალხის ხელში. თუმცა თან ახლავს მათი კონტროლის შეუძლებლობის გარკვეული რისკები. დაინტერესებული ვარ, ჩავუღრმავდე ამ საკითხს და გავეცნო ამ ტექნოლოგიების პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებს და ასევე, როგორ შეიძლება მათი გამოყენება ჩვენს მომსახურებებში“, - წერს ცუკერბერგი.
თავის ანგარიშში მან განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ის ამერიკის ყველა შტატს ესტუმრა, წაიკითხა 25 წიგნი, საკუთარი სახლისთვის ხელოვნური ინტელექტი შექმნა და შეისწავლა მანდარინული ჩინური (ჩრდილო ჩინური დიალექტი).

CNNMoney: დაივიწყეთ ბიტკოინი: დღეს ყველა რიპლზე საუბრობს

გასულ წელს, ბიტკოინის ზრდის პარალელურად, მსოფლიოს ყურადღების ობიექტში არაერთი კრიპტოვალუტა მოექცა - მაგალითად, ითერიუმი და ლაითქოინი. ახლა კი, ყველაზე დიდ ინტერესს რიპლი იწვევს - კრიპტოვალუტა, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე პოზიციას იკავებს.

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში რიპლის ფასი საშუალოდ $0.25-ს შეადგენდა. მისი ღირებულება, 3 იანვრის მონაცემებით, $2.75-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $100 მილიარდს გადააჭარბა.

ბიტკოინისგან განსხვავებით, რიპლს სან-ფრანცისკოში არსებული კომპანია Ripple აკონტროლებს. CNNMoney-ის მიხედვით, არსებობს Ripple-ში აღმასრულებელ პოზიციაზე მომუშავე არაერთი ადამიანი, რომელიც რიპლის ზრდის შედეგად მილიარდერი გახდა.
რიპლი 2012 წელს გლობალური ფინანსური ტრანზაქციების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. იგი არაერთ მსხვილ ბანკთან ასოცირდება, რაც მის უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს წარმოადგენს. კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც რიპლის პლატფორმას იყენებენ, შემდეგია: Santander, Bank of America და UBS. გასულ კვირების მანძილზე, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში არსებულმა კომპანიებმა თავის სისტემაში რიპლი შეიტანეს, რაც კრიპტოვალუტის ღირებულების განმაპირობებელი მიზეზი გახდა.

ბიტკონისგან განსხვავებით, რიპლის მოპოვება, იგივე „მაინინგი“ არ ხდება. კომპანია Ripple-მა თავდაპირველად 100 მილიარდი რიპლი შექმნა და ამ მომენტისთვის მიმოცვლაში 38 მილიარდი რიპლი იმყოფება.

Wednesday, January 3, 2018

ეგვიპტის მთავარმა მუფთმა ბიტკოინით ვაჭრობა აკრძალა

ეგვიპტის მთავარმა მუფთიმ კრიპტოვალუტით ვაჭრობა აკრძალა. მუფთის თქმით, ბიტკოინი "ისლამით აკრძალულია". ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მუფთი განმარტავს, ბიტკოინით ვაჭრობა "თაღლითობა და ტყუილია". მუფთის გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა მუსლიმებში მის მოსაზრებას დიდი გავლენა აქვს.
2015 წლის შემდეგ პირველად, ბიტკოინის ფასმა ახალი წელი გაუფასურებით დაიწყო. 
ბიტკოინის რამდენიმე ქვეყანაში დააკანონეს, თუმცა ევროკავშირი კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე გარკვეული რეგულაციების დაწესების მომხრეა.
ეკონომისტების რჩევაა, რომ მოემზადონ იმ ფინანსური დანაკარგებისთვის, რომელსაც ბიტკოინში ჩადებული ინვესტიციების გამო მიიღებენ.
შეგახსენებთ ბიტკოინზე რეგულაციების დაწესებას საფრანგეთი უჭერს მხარს, ასევე არის ქვეყნები რომელიც საერთოდ კრძალავს ბიტკოინის გამოყენებას.
ამის საპირისპიროდ არსებობენ ქვეყნები რომლებიც ბიტკოინს ოფიციალურ საგადამხდელო სისტემად აღიარებენ ან აპირებენ შექმნან საკუთარი კრიპტო-ვალუტა მათ შორის არიან: იაპონიავენესუელაყაზახეთიამერიკის შეერთებული შტატები.