Tuesday, November 28, 2017

ბიტკოინის ფასმა 10 000 დოლარს გადააჭარბა!

ზოგიერთ ბირჟაზე ბიტკოინის ფასმა 10 000-ს დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ პორტალი Coinmarketcap-ი წერს.
აშშ-ში კრიპტოვალუტის მაქსიმალურმა ფასმა 10085,5 დოლარი შეადგინა, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ 165,85 მილიარდ დოლარს მიაღწია.
25 ოქტომბერს საინვესტიციო კომპანია Standpoint Research-ის დამფუძნებელმა რონი მოასმა განაცხადა, რომ 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი 50 ათას დოლარამდე გაიზრდებოდა. 
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა.

Monday, November 27, 2017

ქვეყნები, რომლებიც „ბიტკოინზე ნაკლებ“ ელექტროენერგიას მოიხმარენ

ბიტკოინის გამომუშავებაზე დახარჯული ელექტროენერგიის წილი მსოფლიოს მიერ წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 0.13% -ა, რაც დაახლოებით 29.05 ტერავატ საათს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 0,13% ბევრი არაა, ეს მაინც ნიშნავს, რომ ბიტკოინის გამომუშავებაზე უფრო მეტი ელექტროენერგია იხარჯება, ვიდრე მსოფლიოს 159 ქვეყნის წლიური მოხმარებაა.

თუკი წამოვიდგენთ რომ ბიტკოინი ქვეყანაა, მსოფლიოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილით ის მსოფლიოში 61-ე ადგილზე იქნებოდა.

მხოლოდ გასულ თვეს ბიტკოინის მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 29%-ით გაიზარდა.

Digiconomist’s Bitcoin Energy Consumption Index-ის მიხედვით, ირლანდია წლიურად 25 ტერავატ საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც 16%-ით ჩამოუვარდება ბიტკოინ მაინერების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას.

გაერთიანებული სამეფო წლიურად 309 ტერავატ საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, ბიტკოინ მაინერებისმიერ მოხმარებული ელექტროენერგია კი ბრიტანეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 9,4%-ია.

მსოფლიოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ჩინეთი მოიხმარს და ბიტკოინის მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ქვეყნის მთლიანი მოხმარების მხოლოდ 0,49%-ია. სიაში მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები.

მოროკო წლიურად 29,000,000,000.00 კილოვატ საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც თითქმის ტოლია ბიტკოინ მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და შესაბამისად ქვეყანა სიაში 61-ე ადგილზეა. სლოვაკეთი, რომელიც სიაში 62-ე ადგილს იკავებს მხოლოდ 2.43%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე ბიტკოინის შექმნაზე იხარჯება.

საქართველო სიაში 93-ე ადგილს იკავებს. ქვეყანა წლის განმავლობაში ბიტკოინის შექმნისთვის საჭირო ელექტროენერგიაზე 196%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი სიაში 70-ე ადგილზეა, ქვეყნაში წლიური მოხმარება 20,000,000,000.00 კილოვატ საათია, რაც 45.25%-ით ჩამოუვარდება ბიტკოინის შესაქმნელად დახარჯულ ელექტროენერგიას. სომხეთი სიაში 119-ე ადგილზეა, - ქვეყანა წლიურად 469%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ვიდრე ბიტკოინ მაინერები.

Saturday, November 25, 2017

ბიტკოინის ფასი 8700 დოლარამდე გაიზარდა

ბიტკოინის ფასი 8700 დოლარამდე გაიზარდა. ასეთი მონაცემები Coindesk-ის ბირჟამ გამოაქვეყნა. ნოემბრის შუა რიცხვებში ბიტკოინის კურსი თითქმის 30%-ით დაეცა და 7 882 დოლარი შეადგინა. 
25 ოქტომბერს საინვესტიციო კომპანია Standpoint Research-ის დამფუძნებელმა რონი მოასმა განაცხადა, რომ 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი 50 ათას დოლარამდე გაიზრდებოდა. 
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.

Imedinews.ge

Friday, November 17, 2017

1 ბიტკოინის ფასმა 8000 დოლარს გადააჭარბა

24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა დაახლოებით 9,03%-ით მოიმატა და 17 ნოემბრისთვის 8000 დოლარს გადააჭარბა. ამ ეტაპისთვის ბიტკოინში დაბანდებული თანხა 132 მილიარდ დოლარს აღწევს.

ცოტა ხნის წინ ბაზარზე კრიპტოვალუტის ფასი მოულოდნელად 7882 დოლარიდან 5605 დოლარამდე დაეცა. ექსპერტებმა პროცესი ბაზარზე ბიტკოინის მსგავსი კიდევ ერთი ვალუტის გამოჩენას დაუკავშირეს. Bloomberg-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შემცირების მიზეზი არის ის, რომ ინვესტორებმა სხვა კრიპტოვალუტა - Bitcoin Cash-ზე გადასვლა ამჯობინეს.

მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.

Monday, November 13, 2017

„ციფრული ოქრო“ ძვირდება - ბიტკოინის კაპიტალიზაციამ შესაძლოა, Mastercard-ის მაჩვენებელს გადააჭარბოს

კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინის ტექნოლოგია უკვე მსოფლიოს იპყრობს. ბლოკჩეინი გამოიყენება მრავალ სხვადასხვა სფეროში - ავიაციაში, ხელოვნურ ინტელექტში, ბიოტექნოლოგიებში, აგრომრეწველობაში.

კრიტპოვალუტების კაპიტალიზაცია ერთი წლის განმავლობაში 15-ჯერ - 130-დან 198 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა. შემდგომი 3-5 წლის განმავლობაში სავარაუდოდ, მოსალოდნელია ბლოკჩეინთან დაკავშირებული ყველა ტექნოლოგიის ნახტომისებრი ზრდა.

პირველი კრიპტოვალუტა იყო და ამჟამადაც რჩება ბიტკოინი. ის ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა როგორც ანარქიული და ექსპერიმენტალური საგადამხდელო საშუალება, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფოების და ცენტრალური ბანკებისგან.

თავიდან გაურკვეველი იყო, გაუმკლავდებოდა თუ არა ის ამ როლს და გახდებოდა თუ არა პოპულარული, თუმცა 2010 წლიდან ბაზარმა დააფასა ტექნოლოგიის პერსპექტივა. 2010-დან 2013 წლამდე ბიტკოინი გაძვრიდა 10-ჯერ -1 დან 1000 დოლარამდე 1 ბიტკოინში - ამ პერიოდში მის შესახებ გაიგეს იმათაც კი, ვისაც შეხება არა აქვს ფინანსებთან.

2014 წელს კურსი შემცირდა 200 დოლარამდე, თუმცა 2016 წელს კვლავ დაიწყო ზრდა და ამჟამად 7000 დოლარზე მეტს შეადგენს.

ამ წლების განმავლობაში ბიტკოინს გაუჩნდა არაერთი კონკურენტი, თუმცა ის მაინც ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს.

როგორც პირველ ექსპერიმენტალურ კრიპტოვალუტას, მას გააჩნია ბევრი ნაკლი - გადახდის დაბალი ტემპები, არასრული ანონიმურობა, ემისიის დროს ენერგიის დიდი დანახარჯი. ბიტკოინის უპირატესობაა კურსის ზრდის მრავალწლიანი ისტორია და რეალური გამოყენების დიდი გამოცდილება.

ბიტკოინს იღებენ მსხვილი ბანკებიც, რომელთა შორის არის ბრიტანული Barclays. ამიტომაც, ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნებიდან კრიპტოვალუტებს შორის ირჩევენ ბიტკოინს, რომელიც არის შედარებით ნაკლებად პოპულარული როგორც საგადამხდელო საშუალება, მაგრამ ფართოდ გავრცელებულია როგორც კაპიტალის დაგროვების საშუალება - „ციფრული ოქრო“. თანაც ამ ოქროს კურსი იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე რეალურის.

ბიტკოინის პოპულარულობაზე მეტყველებს მისი კაპიტალიზაციის ზრდა - 2013 წელს ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა 1 მლრდ. დოლარს, 2017 წელს 80 მლრდ., ამჟამად უკვე 120 მლრდ. და სავარაუდოდ, 2018 წელსდ მიაღწევს 150-160 მლრდ. დოლარს.

ბიტკოინის კაპიტალიზაციის ზრდის ტემპები შეიძლება შევადაროთ სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური კომპანიების ზრდას

1.ბიტკოინი

კაპიტალიზაცია - 120 მლრდ. დოლარი
წლიური ზრდა - 887%
ზრდა 5 წლის განმავლობაში - 65496%

2.NVIDIA, ჩიპების, მიკროსქემების, კომპიუტერული თამაშების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი

ბირჟა: NASDAQ
კაპიტალიზაცია: 117 მლრდ. დოლარი
წლიური დივიდენდი: 0.3%
წლიური ზრდა: +187%
ზრდა 5 წლის განმავლობაში +1217%

NVIDIA ფლობს რამდენომე ბრენდს, მათ შორის GeForce, nForce, Quadro, Tesla, ION, Tegra. კომპანია ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული კრიპტოვალუტებთან. კომპანიის ძირითადი სპეციალიზაციაა კომპიუტერული თამაშები, თუმცა ბოლო წლებში მისი ზრდა დიდწილად დაკავშირებულია კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის საჭირო პლატების წარმოებასთან.

3. Netflix

სწორეს Netflix-ს, და არა Youtube-ს, უწინასწარმეტყველებენ ტელევიზიის მკვლელის როლს მომავალში.
ბირჟა: NASDAQ
კაპიტალიზაცია: $86 მლრდ.
წლიური ზრდა +97%
ზრდა 5 წლის განმავლობაში +2223%
ვიდეოპროდუქციის მსხვილი მიმწოდებელი, შეიქმნა 1997 წელს, თუმცა დიდ პოპულარობას 2000-ანი წლების ბოლოს მიაღწია. ამჟამად კომპანიას ჰყავს 50 მლნ.-ზე მეტი კლიენტი 41 ქვევანაში. თუმცა კომპანიის მოგების შეფარდება კაპიტალიზაციასთან იმდენად მაღალია, რომ აუცილებელია გარკვეული სიფრთხილე მასში ინვესტირების დროს.

4.Paypal, სწრაფი გზავნილების სისტემა

ბირჟა: NASDAQ
კაპიტალიზაცია: 83 მლრდ. დოლარი
წლიური ზრდა 74%
ზრდა 5 წლის განმავლობაში 84%
მსოფლიოს უმსხილესი ელექტრონული გზავნილების სისტემა 1998 წელს შეიქმნა. 2002 წელს ის შთანთქა eBay-მა, თუმცა მას შემდეგ მისი პოპულარობა და ცნობადობა მხოლოდ გაიზარდა. ჰყავს 200 მლნ. კლიენტი, 2013 წლიდან გასცემს მცირე ბიზნეს-კრედიტებს.

5.Christian Dior. მოდების სახლი

ბირჟა: Euronext Paris
კაპიტალიზაცია: 60 მლრდ. დოლარი
წლიური დივიდენდი 1.1%
წლიური ზრდა 74%
ზრდა 5 წლის განმავლობაში 136%
მსოფლიოში განთქმული კონცერნი, რომელშიც შედის მოდების სახლი და პარფიუმერული წარმოება. Christian Dior არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელი ბიზნესის და ხელოვნების ისტორიაში.

6. Airbus, თვითმფრინავების წარმოება

ბირჟა Euronext Paris
კაპიტალიზაცია: $71B
წლიური დივიდენდი 1.7%
წლიური ზრდა +57%
ზრდა 5 წლის განმავლობაში +168%
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიამწარმოებელი 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში Airbus-მას გამოუშვა 1000-ზე მეტი თვითმფრინავი.

7. Morgan Stanley, საბანკო ჯგუფი

ბირჟა: New York Stock Exchange (NYSE)
კაპიტალიზაცია: $89B
წლიური დივიდენდი: 2.1%
წლიური ზრდა: +52%
ზრდა 5 წლის განმავლობაში: +188%
ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული საბანკო ჰოლდინგი, ასევე მსოფლიოს უმსხვილესი საბროკერო კომპანია. 1935 წელს გამოეყო ბანკ JP Morgan როგორც მხოლოდ საინვესტიციო კომპანია, თუმცა 2008 წლიდან დაიწყო მუშაობა მათ შორის როგორც ტრადიციულმა ბანკმა. აქვს 1300 ოფისი 42 ქვეყანაში.

სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს ბიტკოინის კურსი მიაღწევს 9000 დოლარს, მისი კაპიტალიზაციი კი - 150 მლრდ. დოლარს. მაშინ მისი კაპიტალიზაცია შეედრება კიდევ უფრო მსხვილ კომპანიებს:

Siemens ($121მლრდ.)

L’Oreal ($122 მლრდ.)

McDonalds ($134 მლრდ.)

IBM ($137მლრდ.)

Walt Disney ($150 მლრდ.)

Boeing ($154 მლრდ.)

Mastercard ($157 მლრდ.)

Pepsico ($160 მლრდ.)

Philip Morris ($177მლრდ.)

Intel ($186 მლრდ.)

Coca Cola ($197 მლრდ.)

Toyota Motor ($201 მლრდ.)

Tuesday, November 7, 2017

ბიტკოინის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა

ბიტკოინის ოფიციალური ღირებულებამ დღეს 7599.29 შეადგინა, რითიც მან ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ CoinDesk-ი წერს.
30 ოქტომბერს ერთი ბიტკოინის ფასი 6,306.58 დოლარი იყო. 
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.

Thursday, November 2, 2017

1 ბიტკოინის ფასმა 7000 დოლარს გადააჭარბა

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი თავისი რეკორდული მაჩვენებლის გაუმჯობესებას განაგრძობს. CoinDesk-ის ცნობით, დღეს 1 ბიტკოინის ღირებულება უკვე 7058,39 დოლარს შეადგენს. 1 ნოემბერთან შედარებით კრიპტოვალუტის ფასმა 460 დოლარამდე მოიმატა, რაც პროცენტულად 3%-იანი ზრდაა.
30 ოქტომბერს ერთი ბიტკოინის ფასი 6,306.58 დოლარი იყო.

Wednesday, November 1, 2017

1 ბიტკოინის ფასმა 6600$ გადააჭარბა

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიკტოინის ღირებულებამ ისევ მოიმატა და ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. CoinDesk-ის ინფორმაციით, 1 ნოემბერს 1 ბიტკოინის ფასმა 6.600.43 დოლარი შეადგინა. 30 ოქტომბერს ერთი ბიტკოინის ფასი 6,306.58 დოლარი იყო. 
ფასის ზრდის შედეგად ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ (ცირკულაციაში მყოფი ბიტკონის ჯამური ღირებულება) $110 მილიარდი შეადგინა.