Friday, April 6, 2018

სეული სოციალური პროგრამებისთვის საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

სამხრეთ კორეის დედაქალაქი საკუთარ კრიპტოვალუტას – S-Coin ქმნის, რომელსაც სეულის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამებისთვის გამოიყენებს.

ამის შესახებ გამოცემა CoinDesk სეულის მერზე პარკ ვონ–სუნზე დაყრდნობით წერს.

მერის თქმით, ქალაქის მთავრობა სპეციალურ ფონდს ქმნის, რომლის მიზანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და შესაბამისი სტარტაპების მხარდაჭერა. მერი იმედოვნებს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიები დედაქალაქის ადმინისტრირებაში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრულად დაინერგება.

კრიპტოვალუტა S-Coin შესაძლოა გამოიყენონ დედაქალაქის სოციალური უწრუნველყობის პროგრამების გადახდებისვის გამოიყენონ, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სამუშაოს მაძიებლებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც გარემოზე ზრუნავე ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის ეკონომიის გზით, აღნიშნა სეულის მერმა.

თუმცა, მისი თქმით, ამისათვის აუცილებელია კრიპტოვალუტების მარეგულირებელი კანონმდებლობის შეცვლა. „S-Coin–ის შემოღებამდე აუცილებელია საამისოდ ინსტიტუციური და იურიდიული ფონის შექმნა“, – განაცხადა მერმა.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
ვენესუელის შემდეგ საკუთარ კრიპტოვალუტას ირანიც გამოუშვებს
ისრაელი კრიპტოვალუტას ქმნის, რომელიც ბრილიანტით იქნება გამყარებული
რუსეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს
ყაზახეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს