Sunday, March 18, 2018

Google-ის და Facebook-ის შემდეგ კრიპტოვალუტის რეკლამა შესაძლოა Twitter-მაც აკრძალოს

Google-ის და Facebook-ის შემდეგ კრიპტოვალუტის რეკლამა შესაძლოა მიკრობლოგმა Twitter-მაც აკრძალოს. ამის შესახებ Sky News-ი წერს.

როგორც Sky News-ი იუწყება Twitter-ის ახალი სარეკლამო პოლიტიკა 2-კვირაში უნდა ამოქმედდეს. სწორედ ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტში ეს საკითხი უკვე გათვალისწინებული იყოს.

სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მოვლენებმა იქონია ზეგავლენა იმაზე, რო ბიტკოინის ღირებულება 1 დღე-ღამის განმავლობაში 7%-ით გაუფასურდა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ Google-ი 2018 წლის ივნისიდან ქსელში კრიპტოვალუტის რეკლამებს დაბლოკავს. ამის მიზეზი ინტერნეტში დაურეგულირებელი ფინანსური პროდუქტების შემცირებაა.

2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.

მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს.

ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.

imedinews.ge

მსგავსი სიახლეები:
FACEBOOK-ის შემდეგ კრიპტოვალუტების რეკლამას GOOGLE აკრძალავს

Friday, March 16, 2018

FACEBOOK-ის შემდეგ კრიპტოვალუტების რეკლამას GOOGLE აკრძალავს

Google თავის სივრცეში კრიპტოვალუტების, მათი გაცვლის პლატფორმების, კრიპტოსაფულეებისა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობის რჩევების რეკლამას ივნისიდან აკრძალავს.

ამის შესახებ გიგანტური კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგშია ნათქვამი.

„მიმდინარე წელს ჩვენ არარეგულირებადი და სპეკულაციური საფინანსო პროდუქტებთან მიმართებაში პოლიტიკის რამდენიმე აუნქტი განვაახლეთ, როგორებიცაა კრიპტოვალუტები, უცხოური ვალუტების ბაზრები და კურსთა შორის სხვაობებზე კონტრაქტები“, – ნათქვამია Google–ს ბლოგში.

კომპანიის მონაცემებით, აკრძალვა ძალაში ივნისიდან შევა. ზოგიერთი ზემოხსენებული პროდუქტი შეიძლება გახდეს რეკლამირებული, თუ კომპანიები სერტიფიცირებას გაივლიან, თუმცა ეს მხოლოდ განსაზღურულ ქვეყნებში იქნება შესაძლებელი. თუმცა, კომპანიის ცნობით, კრიპტოვალუტების სერტიფიცირება არ განიხილება.

Facebook-მა იანვრის ბოლოს აკრძალა კრიპტოვალუტების და ტოკენების პირველადი საჯარო განთავსების რეკლამირება.

m2b.ge

Wednesday, March 14, 2018

სლოვენიის ქალაქ კრანში ბიტკოინის ქანდაკება დადგეს

მსოფლიოში პირველად ბიტკოინის ქანდაკება დადგეს. ბიტკოინის ქანდაკებამ ადგილი სლოვენიის ქალაქ კრანში დაიკავა. ის ქალაქის ახალ მოედანზე განათავსეს. ამის შესახებ სააგენტო reuters-ი წერს.

კრიპტოვალუტის გიგანტური სიმბოლოს შერჩევაში, რომელიც მეტალისგანაა დამზადებული და სამ ტონას იწონის, სლოვენიის მოსახლეობაც იყო ჩართული.

მონუმენტი ქალაქში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარების აღმნიშვნელია. როგორც კრანის მერი აცხადებს, სლოვენიის ამ ნაწილში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებმა დიდი ქსელი შექმნეს და ბლოკჩეინის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

ამჟამად წამყვანი კრიპტოვალუტების ფასი ბაზარზე მცირდება.

2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.

მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს.

ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.

imedinews.ge

Saturday, March 10, 2018

კრიპტოვალუტა, როგორც ნავთობის ალტერნატივა

ამ ეტაპზე გლობალური ფინანსური სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ბიტკოინის კურსის ასეთ რადიკალურ დინამიკას.

ბიტკოინმა უკვე დაამტკიცა ერთი მთავარი რამ: ის უსაზღვროდ საინტერესოა ბაზრისთვის, მაღალი სპეკულიატიური ინტერესების (კარგი გაგებით) დასაკმაყოფილებლად.

რას ნიშნავს ეს? ნებისმიერი საქონლის ფასი, განსაკუთრებით კი საბირჟო პროდუქტის, განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით და სპეკულატური ინტერესების ფაქტორით. რაც უფრო მაღალია პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესი, ანუ რაც უფრო მაღალია ამ სპეკულატური ინტერესების დიაპაზონი საბირჟო ფასის ჩამოყალიბებისას, მით უფრო საინტერესოა ამგვარი პროდუქტი ბირჟაზე მოთამაშეებისთვის. პროდუქტი აბსოლუტურად იდეალური ხდება, როდესაც მისი ფასის მაქსიმუმი თეორიულად შეუზღუდავია და ეს თეორიული შანსები ობიექტურად რეალიზებადია. ზუსტად ამ ხიბლის დამამტკიცებელია ბიტკოინის კურსის უსაშველოდ დიდი დიაპაზონი, დროის ასე მცირე მონაკვეთში.

აღნიშნული გარემოების გამო, კრიპტოვალუტას და კონკრეტულად ბიტკოინს აქვს ძალიან დიდი შანსები დაიმკვიდროს საერთაშორისო ბირჟების მთავარი პროდუქტის ადგილი და ჩაანაცვლოს ნავთობი, რომელსაც როგორც ძირითად საბირჟო პროდუქტს გამოეცალა მთავარი ხიბლი სპეკულატური ინტერესების მიზნებისათვის - ღირებულების მაქსიმუმი პროგნოზირებადი და ზღვრული გახდა. ეს გამოწვეულია იმ კონკრეტული მიზეზებით, რასაც ჰქვია "ფიქალური ტექნოლოგიების" განვითარება. ანუ, ამ ტექნოლოგიებით მოპოვებული ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ჭარბად შემოსვლამ შექმნა ახალი მოცემულობა. ასეთი ნავთობის თვითღირებულება ამჟამად მნიშვნელოვნად ჩამოსულია 50 დოლარზე ქვემოთ. თუ არ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ ასპექტებს და ანალიზის სიმარტივისთვის მხოლოდ ეკონომიკურ და კომერციულ სეგმენტში ვიმსჯელებთ, ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს საქმე, მას შეიძლება ვუწოდოთ "მოჯადოებული ფიქალური მარყუჟი" (რომლის მსხვერპლიც გახდნენ, ან ახლო მომავალში აუცილებლად გახდებიან ის პეტროკრატიული ქვეყნები, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მოდერნიზაცია და დღემდე დიდწილად დამოკიდებული არიან ნავთობის ფასებზე, მაგ: რუსეთი და ვენესუელა).

ფიქალური ტექნოლოგიებით მოპოვებული ენერგო რესურსების მარაგები ფაქტობრივად ულევია, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ ნედლეულის დეფიციტს მსოფლიო ბაზარზე. ზოგადად ტექნოლოგიების განვითარება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ნავთობისა და გაზის მოხმარების მოცულობას. შესაბამისად, მოთხოვნა ნედლ ნავთობზე განუხრელად კლებადი იქნება, თუ არ მოხდა რევოლუციური ცვლილებები ნავთობქიმიის დარგში. მრეწველობის ეს დარგი ფაქტობრივად სტაგნაციის ხანგრძლივ ეტაპზე იყო ნავთობზე უსაზღვროდ მაღალი ფასების გამო, რაც არარენტაბელურს ხდიდა ამ დარგის განვითარებას. თუმცა, ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრი ვარდნის შედეგად ნავთობქიმიის დარგს ახალი, ძალიან მომხიბვლელი პერსპექტივები გაუჩნდა და მეცნიერება აუცილებლად ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დარგის განვითარებაში. მოცემულ ეტაპზე, ნავთობის გაიაფების გამო, მეცნიერული და კომერციული ინტერესები უკვე ემთხვევა ერთმანეთს. ხოლო, ნედლი ნავთობი, როგორც საწვავი საბოლოოდ დაემშვიდობა მაღალი ფასების ეპოქას, ზუსტად „ფიქალური მოჯადოებული მარყუჟის“ ფაქტორის გამო. რას ნიშნავს ეს? დღევანდელი მდგომარეობით ფიქალური ტექნოლოგიებით მოპოვებული ენერგო რესურსების (გაზი და ნავთობი) თვითღირებულება დაახლოებით 45 აშშ დოლარის მიდამოებში მერყეობს. მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ტექნოლოგიებით მომუშავე ჭაბურღილების რაოდენობა სამი ათასზე მეტია. თუმცა, ნავთობზე ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, როდესაც ფასი 50 დოლარს ჩამოსცდა, მუშა მდგომარეობაში დარჩა ხუთას ჭაბურღილზე ცოტათი მეტი. დანარჩენები დაკონსერვებულ რეჟიმში ელოდებოდნენ საბაზრო ფასების ზრდას. ამიტომ, საკმარისია, ნავთობის ფასები ასცდეს 50 აშშ დოლარს (რაც უკვე მოხდა), რომ დაკონსერვებული ჭაბურღილები კვლავ რენტაბელურები ხდებიან, ეს გამოიწვევს მათ ავტომატურ ამუშავებას და მსოფლიო ბაზარზე დამატებით დიდი რაოდენობის ნედლი ნავთობის შედინებას. ანუ, იზრდება მიწოდების მოცულობები, რაც ამუხრუჭებს ფასების ზრდას და იწყებს უკუპროცესებს. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ამ ტექნოლოგიით მომუშავე მომპოვებლებს ვერ აკონტროლებს OPEC-ი - ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია. ზუსტად ეს უმსხვილესი გაერთიანება იყო ნავთობის ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მანიპულატორი. ფიქალური ტექნოლოგიების რევოლუციამ მას დააკარგინა ფასებზე გავლენის ინსტრუმენტების უმრავლესობა, რამაც თავის მხრივ ფაქტობრივად განაიარაღა პუტინის რეჟიმი და შეუქმნა მას ეგზისტენციალური საფრთხეები, რადგან რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 70%-ზე მეტი პირდაპირ თუ ირიბად მთლიანად მიბმულია ნავთობის მსოფლიო ფასებზე. ამ ვითარების გათვალისწინებით გეოპოლიტიკაში აქცენტებმა ნავთობის ფასებიდან ობიექტურად გადაინაცვლა ენერგეტიკული ბაზრებისთვის ბრძოლის სეგმენტში. რუსეთი კი ამ ომსაც კატასტროფულად აგებს.

რადგან ნავთობის მაქსიმალური ფასი ზღვრული გახდა, მან დაკარგა მთავარი ხიბლი საბირჟო მოთამაშეებისთვის - დიდ წილად შემცირდა ნავთობთან დაკავშირებული სპეკულატიური ინტერესები. აქედან გამომდინარე, ამუშავდა ბაზრის ოქროს წესი - მოთხოვნისა და მიწოდების წესი. შესაბამისად, შეიქმნა ობიექტური პირობა იმისთვის, რომ ნავთობის როლი მსოფლიო ბირჟებზე ჩაანაცვლოს რაიმე სხვა საბირჟო პროდუქტმა, რომლის ფასწარმოქმნაში ზედა ზღვარი არ იარსებებს და მიახლოებული იქნება უსასრულობასთან, რაც ფართო ასპარეზს დაუბრუნებს ბირჟის მოთამაშეებს და დაუბრუნებს მათ ოპერირების გაცხოველებულ ინტერესებს. რეალობის ნეგატიურად აღქმა არამართებული იქნება, რადგან სწორედ ეს ფაქტორია მსოფლიოს ეკონომიკის მთავარი გენერატორი და კრიზისში შესული მსოფლიოს ფინანსური სისტემის რესტარტის ძირითადი შანსი. ეს აუცილებელია მსოფლიო ეკონომიკისთვის, მისთვის ახალი, ძლიერი იმპულსის მისაცემად და პოსტკრიზისული სტაგნაციის ეპოქიდან გამოყვანისთვის და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მალე განახლდება ფინანსური პოლიტიკის სტაბილურობის ეპოქა.

მიმდინარე პერიოდში მხოლოდ კრიპტოვალუტას აქვს ყველაზე მაღალი შანსები ზემოთ განხილული მისიის შესასრულებლად. ეს შანსები კი განუზომლად იზრდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ძალიან სწრაფი განვითარების ფონზე. კრიპტოვალუტა ხომ თავად არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების პროდუქტი. უბრალოდ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა ჯერ ჩვილი ბავშვის როლშია და მისი „ხასიათი“ ზუსტად ახლა ყალიბდება. მისი კურსის ასეთი არანორმალური დინამიკაც ზუსტად ამ ეტაპის ბრალია და მხოლოდ აძლიერებს მის „ინსტიქტებს“. შესაბამისად, აძლიერებს მის შანსებს ჩაანაცვლოს ნავთობი, როგორც მსოფლიოს ბირჟების მთავარი პროდუქტი და გახდეს ინვესტიციების მთავარი ობიექტი.

დაბოლოს, კრიპტოვალუტის მომავალის განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ინტერესები. უფრო ზუსტად კი რისკები, რომლებიც ამ ეტაპზე აშკარად ახლავს კრიპტოვალუტას, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში დოლართან და ფედერალური სარეზერვო სისტემის ჰეგემონიასთან მიმართებაში. დღეს კრიპტოვალუტა ერთადერთი ფულია, რომელსაც შეუძლია შორეულ პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეავიწროვოს ამერიკული დოლარი და დაანგრიოს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ჰეგემონია. შესაბამისად, თუ შეერთებული შტატები და ფედერალური სარეზერვო სისტემა თავად ჩაუდგება სათავეში რევოლუციურ პროცესებს და შეასრულებს კრიპტოვალუტის მშობლის როლს, მაშინ „ახალშობილი უფლისწული“ აუცილებლად გახდება მსოფლიო ფინანსური სისტემის მეფე. მაგრამ თუ შეერთებული შტატები ვერ მოახერხებს ამას და რისკები დაუშვებელ ზღვარს გადასცდება, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტის მომავალი უაღრესად პესიმისტური იქნება და თუ მთლიანად არ მოსპობენ, მნიშვნელოვნად დააზიანებენ, რომ აღარ არსებობდეს მისი გამეფების შანსები.

ავტორი: დავით ნებიერიძე, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის ექსპერტი.


მსგავსი თემები:

Wednesday, March 7, 2018

ჰარვარდის ეკონომისტი: „10 წელიწადში ბიტკოინის ზრდაზე მეტად მის ვარდნას უნდა ველოდოთ“

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორისა და ეკონომისტის, კენეტ როგოფის განცხადებით, იმისი ალბათობა, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი $100-მდე დავარდება, მისი ზრდის შანსებს გაცილებით აღემატება.

„თუკი გადასახადებისგან თავის არიდებასა და ფულის გათეთრებას გამოვრიცხავთ, ვნახავთ რომ ბიტკონით ტრანზაქციები იშვიათად ხორციელდება, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა.

ერთი მხრივ, ბიტკოინი არალეგალურ ტრანზაქციებთან ასოცირდება, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ბიტკოინით განხორციელებული არალეგალური ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია.

Blockchain Intelligence Group-ის თანადამფუძნებლისა და პრეზიდენტის, შონ ენსტის თქმით, 2016 წელს საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები 20%-ით შემცირდა. აღნიშნული ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა, აღნიშნა ენსტიმ.

კენეტ როგოფის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ვარდნაზე სამთავრობო რეგულაციები იქონიებს გავლენას. თუმცა მისივე თქმით, სათანადო რეგულაციების შემუშავებას ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდება.

commersant.ge

მსგავსი სიახლეები:
UBS: ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „სპეკულაციურ საპნის ბუშტს“ წარმოადგენენ
"უოლ-სტრიტის მგელი" კრიპტოვალუტის საფრთხეებზე ლაპარაკობს
„ბიტკოინი საშიში სპეკულაციური საპნის ბუშტია“
Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის
Morgan Stanley: ბიტკოინის რეალური ფასი ზუსტად ნულის ტოლია

Tuesday, March 6, 2018

ყაზახეთში პირველ კრიპტობირჟას წელს გახსნიან

ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველი კრიპტობირჟისა და კრიპტოგადამცვლელის გახსნას 2018 წელს ელიან.

ციფრული ტექნოლოგიებისა და კრიპტოინდუსტრიის ასოციაცია DIGITAL NETWORK–ის პრეზიდენტის ალჟას მურტაზინის თქმით, ასოციაცია 2018 წელს ყაზახეთის პირველი კრიპტობირჟის და პირველი ოფიციალური კრიპტოგადამცვლელის გახსნის ცერემონიებში მიიღებს მონაწილეობას.

მისივე თქმით, ასოციაციას ყაზახეთის ნაწიონალურ კომპანიებთან, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილე მსხვილ და მცირე ბიზნესთან, მეწარმეთა ეროვნულ პალატასთან „ატამეკენი“ თანამშრომლობის იმედი აქვს.

ასოციაციის პრეზიედნტი დასახული გეგმების თემებზე შეხვედრებსა და კონსულტაციებს გამართავს ქვეყნის ფინანსთა მინისტრთან, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან და სხვა დარგობრივი უწყებების პირველ პირებთან.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
ყაზახეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს

Monday, March 5, 2018

SegWit-ის დახმარებით წამყვანმა ბიტკოინბირჟებმა საკომისიო შეამცირეს

რამდენიმე ბირჟამ პრაქტიკულად ერთდროულად განაცხადა, რომ Segregated Witness (SegWit) პროტოკოლის დანერგვის შემდეგ თანხის გატანისას მათ საგრძნობლად შეამცირეს საკომისიო. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.

1 მარტს, ოთხშაბათს, საკომისიოს შემცირების შესახებ ინფორმაცია Bitfinex-მა გამოაქვეყნა. ჰონკონგის ბირჟის განცხადებით, მათ შეძლეს 0,0006 BTC-მდე შეემცირებინათ მაჩვენებელი, მაგრამ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და მომავალშიც შეამცირებენ გადასახადს. კომისიის შემცირების შესახებ საუბრობს Kraken-ის წარმომადგენლებიც – ბიტკოინისთვის ეს არის 0.0005, ხოლო Bitcoin Cash-ისთვის – 0.0001.

იგივე საკომისიო დაანონსდა Binance-ზე, თუმცა Bitfenex-ისგან განსხვავებით ცვლილებამ 50% შეადგინა.

SegWit პროტოკოლის მხარდაჭერა Bitfinex-მა 20 თებერვალს აამოქმედა. მალევე მას მიყვა Coinbase და GDAX. ახლა უკვე SegWit ტრანზაქციების წილმა 30% გადააჭარბა Bitcoin-ის ქსელში.

ახალი წლის შემდეგ დაწყებული ვარდნის შემდეგ, ბიტკოინის ფასი ისევ იწევს.

imedinews.ge