Friday, April 10, 2020

გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის გამოშვება შესაძლოა, დააჩქაროს

კორონავირუსული პანდემიის მიმდინარე პროცესი აჩქარებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებას. ფულადი სახსრების გავრცელების რისკი ხელისუფლებას ციფრული ალტერნატივის განსახილველად უბიძგებს.

ამის შესახებ Deutsche Bank-ის მრჩეველი, მერიონ ლაბუერი აცხადებს.

მერიონ ლაბუერი ირწმუნება, რომ მთავრობები ფულადი სახსრების მიღებას განიხილავენ, როგორც ინფექციის რისკის პოტენციურ ფაქტორს. ეს კი ალბათ, ციფრული ვალუტებზე მოთხოვნას გაზრდის.

2019 წლის სექტემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა და გერმანიის ცენტრალური ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხებთან დაკავშირებით.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადებაც.

განცხადების გამოქვეყნება ბუნდესტაგის დემოკრატიული პარტიის მოთხოვნას ეხებოდა. პარტია ითხოვდა კაბინეტს პასუხი გაეცა ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კაბინეტმა უპასუხა ჯგუფის ყველა კითხვას. დოკუმენტში ასევე მოყვანილი იყო ძირითადი ანგარიშები და გამოკითხვები.

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ცენტრალური ბანკების 70% დაკავებული იყო ციფრული ვალუტის გამოშვებით.

cryptoworld.ge

მსგავსი სიახლეები
ვენესუელის შემდეგ საკუთარ კრიპტოვალუტას ირანიც გამოუშვებს
ისრაელი კრიპტოვალუტას ქმნის, რომელიც ბრილიანტით იქნება გამყარებული
რუსეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს
ყაზახეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს

Tuesday, April 7, 2020

კანადური კომპანია Blockchain-ს კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებს

კანადაში დაფუძნებული კომპანია ლათინურ ამერიკაში კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს.

კომპანიის სათაო ოფისი ტორონტოშია. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კომპანია იწყებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის პროგრამას, სახელწოდებით Civitas. პროგრამა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებისა და სამედიცინო სისტემის დასახმარებლად არის შექმნილი. პროგრამა მიზნას ისახავს თავშეყრის ადგილების შემცირებას.

მაგალითად, თუ მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ აქვთ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები, აპლიკაციას შეუძლია განსაზღვროს რომელი დღეები მათთვის ყველაზე უსაფრთხო სურასათისა და მედიკამენტების შესაძენად.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსხვილ ტექნიკურ და Blockhain კომპანიებთან ერთად პლატფორმას ქმნის, რომელიც კოროვირუსის პანდემიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პლატფორმა MiPasa ექიმებს COVID-19 გადატანისა და ინფექციური წერტილების ადრეული გამოვლენის საშუალებას მისცემს.

MiPasa შეიქმნა ტექნოლოგიურ კომპანია IBM-ის, კომპიუტერული ფირმა Oracle-ის, Blockhain პლატფორმა Hacera-სა და Microsoft-ის თანამშრომლობის შედეგად.

cryptoworld.ge

მსგავსი სიახლეები:
Ripple Lab–მა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 200.000 დოლარის დონაცია განახორციელა

Wednesday, April 1, 2020

Ripple Lab–მა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 200.000 დოლარის დონაცია განახორციელა

Ripple Lab–მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 200.000 აშშ დოლარის დონაციას განახორციელებს. შემოწირულობა ორი სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციისთვის არის განკუთვნილი.

დონაციის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის წინააღმდებ ბრძოლა.

ლაბორატორიის “ტვიტერის” პოსტის მიხედვით, 100.000 აშშ დოლარი Tipping Point გადაუდებელი რეაგირებისა და Silicon Valley Community Foundation–ის ფონდებს გადაეცა.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით კრიპტოვალუტით დონაციას არაერთი ორგანიზაცია იღებს. მაგალითად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების “წითელი ჯვარი” კრიპტოვალუტას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის “წითელი ჯვარი” შემოწირულობებს ბიტკოინით მიიღებს.

ნიდერლანდების გარდა, კრიპტოვალუტის დონაციის მიღებას იტალიის “წითელი ჯვარიც” დაეთანხმა. ამჟამად, როგორც ცნობილია, იტალიის “წითელ ჯვარში” უკვე 20.000 აშშ დოლარი არის მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 150.000-ს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსი 156 931 ადამიანს დაუდგინდა, 2828 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5579 კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი და ჩინეთი.

cryptoworld.ge