Saturday, February 24, 2018

ვენესუელის შემდეგ საკუთარ კრიპტოვალუტას ირანიც გამოუშვებს

ირანული სახელმწიფო ბანკი Post Bank კრიპტოვალუტის შექმნას შეუდგა. ამის შესახებ, Bloomberg-ის ცნობით, ირანის კავშირგაბმულობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მჰამად ჯავად აზერი ჩეხრუმიმ განაცხადა.

ირანული კრიპტოვალუტის დასახელება ამ დროისთვის უცნობია. მინისტრის თქმით, ირანის ცენტრალური ბანკი სხვა სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს ციფრული ვალუტების გაკონტროლების მიზნით. ვენესუელამ გუშინ გამოუშვა ნაციონალური კრიპტოვალუტა El Petro, რომლის ფასიც $60–ს შეადგენს. ემისიის პირველსავე დღეს ვენესუელამ $735 მლნ მოიზიდა.

აშშ–ისა და ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკები ამის გამო კრიზისს განიცდიან, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ კრიპტოვალუტების წარმოების მიმართულებით. საკუთარი ელექტრონული ფულის გამოშვების საკითხს რუსეთშიც აქტიურად განიხილავვენ, რითაც სანქციების წნეხისგან თავის დაღწევა სურთ, თუმცა ამ პრინციპულ საკითხზე კონსესუსის მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალურ ბანკს შორის.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
ისრაელი კრიპტოვალუტას ქმნის, რომელიც ბრილიანტით იქნება გამყარებული
რუსეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს
ყაზახეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს
ისრაელმა შესაძლოა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას
ვენესუელა ფინანსური ბლოკადის დასაძლევად კრიპტოვალუტის სისტემას შექმნის

No comments:

Post a Comment