Tuesday, October 31, 2017

ბილ გეიტსი: ბიტკოინი ნაღდ ვალუტაზე უკეთესია

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი უილიამ ბილ გეიტსი უპირატესობას ბიტკოინს ანიჭებს. მისი თქმით, ბიტკოინი ნაღდ ვალუტაზე უკეთესია, რადგან არის ელექტრონული, უფრო სწრაფი, მარტივი და იაფი. 

"მე ვალუტას ელექტრონული ფული – ბიტკოინი მირჩევნია", - განაცხადა ბილ გეიტსმა გამოცემა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში.

დღევანდელი მონაცემებით, 1 ბიტკოინი 6 123.17 აშშ დოლარი ღირს.

2016 წლის 1-ელ ნოემბერს 1 ბიტკოინის ფასი 729,27 აშშ დოლარი იყო.

Bloomberg

Monday, October 30, 2017

$6,306.58 - ბიტკოინის ფასის ახალი რეკორდი

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება კვლავ იზრდება. CoinDesk-ის მიხედვით, 1 ბიტკოინის ღირებულებამ $6,306.58 შეადგინა - მას $6000-იანი ზღვრის გადალახვის შემდეგ 300 დოლარით მომატებისათვის მხოლოდ 10 დღე დასჭირდა.

როგორც ბაზრის დინამიკა აჩვენებს, ინვესტორებზე ბიტკოინთან დაკავშირებით გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაცია გავლენას არ ახდენს. ბიტკოინი ცოტა ხნის წინ მეორედ გაიყო, რის შედეგადაც ბაზარზე მორიგი კრიპტოვალუტა, bitcoin gold წარმოიშვა.

პირველად ბიტკოინი აგვისტოში გაიყო, რასაც bitcoin cash-ის შექმნა მოჰყვა. ანალიტიკოსები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ გაყოფა ბიტკოინს დიდ დარტყმას არ მიაყენებდა და იგი ციფრულ ბაზარზე დომინირებას კვლავ განაგრძობდა. მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით არის გაზრდილი.

როგორც სტატიაში აღინიშნა, ბიტკოინთან დაკავშირებით მსოფლიოში არაერთი ნეგატიური შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება. JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა ბიტკოინს „თაღლითობა“ უწოდა, ხოლო თავის ანგარიშში შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა ბიტკოინის შესაძლებლობები სკეპტიკურად შეაფასა.

Wednesday, October 25, 2017

Royal Bank of Canada: ბიტკოინი საზოგადოებას არ სჭირდება

შთამბეჭდავი ზრდის პარალელურად, საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოვალუტაზე მსოფლიოს ყველა წერტილში საუბრობენ. მსოფლიო მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო ბიტკოინთან დაკავშირებით JPMorgan-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის მოსაზრებებს, რომელიც commersant.ge-მ ასევე შემოგთავაზათ.

ბიტკოინთან დაკავშირებით საინტერესო აზრი ასევე გამოთქვა კანადური მულტინაციონალური ფინანსური სერვისების კომპანიის, Royal Bank of Canada-ს გენერალურმა დირექტორმა, დევიდ მაკკეიმ. „ბიტკოინის მთავარ იდეას დღეს ფულის დამალული გზით გადაადგილება და კრიმინალური აქტივობის ხელშეწყობა წარმოადგენს. ზოგიერთი ადამიანი ბიტკოინს თაღლითობას უწოდებს, მე მათ არ ვეთანხმები. თუმცა მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ახლა ბიტკოინი არ სჭირდება,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.

როდესაც ხელში დოლარი, ფუნტი, ან ევრო მიჭირავს, მე მზად ვარ იგი სასურველი საქონლისა თუ სერვისისთვის გადავიხადო. ასეთ დროს ფულის სიმყარეში დარწმუნებული ვარ, რადგან მას ზურგს პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკის სიმყარე და ცენტრალური ბანკის რეზერვები უმაგრებენ.“

„როდესაც ამ მახასიათებლებზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია მათი კრიპტოვალუტაზე მისადაგება? აღნიშნული კრიტერიუმების უმეტესობას ციფრული ვალუტა არ შეესაბამება: მის უკან მთავრობა და ქვეყნის ეკონომიკა არ დგანან, იგი არ რეგულირდება, მის წინააღმდეგ რეზერვები ვერ მოქმედებენ - მის მოსაპოვებლად მხოლოდ მაინინგია საკმარისი,“ განაცხადა მაკკეიმ.

უკანასკნელ პერიოდში ბიტკოინის წინააღმდეგ კრიტიკული შეფასებები ხშირად ისმის. შვეიცარიული გლობალური საფინანსო სერვისების კომპანიის, UBS-ის მიხედვით, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „სპეკულაციურ საპნის ბუშტს“ წარმოადგენენ და საეჭვოა, რომ მათ რეალური ვალუტის ფუნქციები შეასრულონ. ხოლო ამერიკული მულტინაციონალური საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანია JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმი დაიმონმა ბიტკოინს „თაღლითობა“ უწოდა. მისი თქმით, JPMorgan Chase-ს დატოვებს ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ბიტკოინით ვაჭრობს.

Monday, October 23, 2017

"უოლ-სტრიტის მგელი" კრიპტოვალუტის საფრთხეებზე ლაპარაკობს

"სახსრების მოზიდვა ICO-ს საშუალებით (IPO-ს ანალოგი კრიპტოვალუტისთვის) თაღლითობაა." ამის შესახებ ყოფილმა ბროკერმა ჯორდან ბელფორტმა The Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს ისტორიაში ყველაზე დიდი აფერა და უდიდესი თაღლითობაა, რომელიც უამრავ ადამიანს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს. ეს იმაზე გაცილებით უარესია, რაც მე გავაკეთე", - თქვა ბელფორტმა და დასძინა, რომ ICO-ს მომხმარებელთა უმრავლესობას ბოროტი მიზნები არ აქვს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თაღლითების 5-10%-ის მოქმედებამაც კი შესაძლოა ეკონომიკურ სფეროებსა და თითქმის ყველა სისტემას დიდი ზიანი მიაყენოს. 
ჯორდან ბელფორტი 1998 წელს დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში, რისთვისაც მან 2 წელი ციხეში გაატარა. ბელფორტის ცხოვრების ისტორია უდევს საფუძვლად ფილმს "უოლ-სტრიტის მგელი".
სექტემბერში ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აიკრძალა და ბირჟებს 20 სექტემბრამდე მომხმარებლებისთვის თანხების განაღდება და ინვესტორთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა დაევალათ. ამასთან, ჩინეთის ხელისუფლებამ ბიტკოინის ბირჟების მფლობელებსა და მენეჯერებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

Saturday, October 21, 2017

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის განმავლობაშ $10,000-ს გადააჭარბებს.

გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $6000-8000-ის ფარგლებში იმერყევებს. დაახლოებით 35% კი JPMorgan Chase-ის გენერალურ დირექტორს, ჯეიმი დაიმონს ეთანხმება, რომელმაც ბიტკოინს „თაღლითობის საშუალება“ უწოდა. „თუ თქვენ იმდენად სულელი ხართ, რომ დღეს ბიტკოინი შეიძინოთ, იცოდეთ რომ ერთ დღეს ამას ინანებთ,“ განაცხადა დაიმონმა.

მიმდინარე წელს ბიტკოინის ღირებულება 470%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტების ვებგვერდის, CoinDesk-ის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში ბიტკოინმა თავისი ღირებულების რეკორდი დაამყარა - $5,856.10. ბიტკონის ბუმის პარალელურად, მის მიმართ კრიტიკაც ხშირად ისმის. ჯეიმი დაიმონის გარდა, ბიტკოინთან დაკავშირებით ნეგატიური ინფორმაცია შვეიცარიულმა საფინანსო სერვისების კომპანია UBS-მაც გაავრცელა. UBS-ის ანგარიშის მიხედვით, ბიტკოინი „სპეკულაციურ საპნის ბუშტს წარმოადგენს, რომელიც რეალურ ვალუტად ვერ ჩამოყალიბდება.“

Friday, October 20, 2017

ბიტკოინით უკვე ქვეყნის მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება

წყნარი ოკეანის პატარა კუნძული ვანუატუ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის მოქალაქეობის ყიდვაც ბიტკოინებით შეიძლება. ინფორმაციას ამის თაობაზე, თავად Bitcoin-ი ავრცელებს.
ვანუატუს მოქალაქეობის გაფორმება სულ რაღაც 44 ბიტკოინი ეღირება, რაც  220 000 დოლარის ეკვივალენტია კრიპტოვალუტის დღევანდელ კურსთან მიმართებით. ქვეყანაში მოქმედი კანონის თანახმად, მოქალაქეობის მქონე პირს ქვეყანაში ცხოვრების არანაირი ვალდებულება არ აქვს. 
ვანუატუს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ბევრი უცხოელი დაინტერესდება მოქალაქეობის ყიდვით, რადგან ქვეყანაში საგადასახო პოლიტიკა ძალიან ლიბერალურია და შესაბამისად, ბიზნესის კეთებისთვის მიმზიდველი პირობებია.

Goldman Sachs: ბიტკოინი ახალი ოქრო არ არის

ამერიკული მულტინაციონალური საფინანსო კომპანიის, Goldman Sachs-ის განცხადებით, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „ახალ ოქროს“ არ წარმოადგენენ. ამით Goldman Sachs-ი ინვესტორებს მიუთითებს, რომ ძვირფასი მეტალები კვლავ მნიშვნელოვან აქტივებს წარმოადგნენ.

"ძვირფასი მეტალები ქონების დიდხანს შენახვის ყველაზე საიმედო შესანახ საშუალებას წარმოადგენენ. „ამჟამინდელი პოპულარობის მიუხედავად, კრიპტოვალუტების ახალ ოქროდ მიჩნევა არასწორია,“ აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის განცხადებაში.

ანალიტიკოსები მიიჩვენენ, რომ „ციფრული საფულეები,“ სადაც ადამიანები კრიპტოვალუტებს ინახავენ, ჰაკერების მსხვერპლი მარტივად შეიძლება გახდნენ და რომ ციფრული ვალუტები „მარეგულირებლების მხრიდან საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.“ მაგალითად, ჩინეთში ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტით ფულის მიმოცვლა და ICO პლატფორმის გამოყენება აიკრძალა.

ICO „ქრაუდფანდინდის“ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით, დიდი რაოდენობის ადამიანების მხრიდან ფულის მოზიდვას ითვალისწინებს. აღნიშნული მეთოდი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

მეორე მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში ბიტკოინი გადახდის ლეგალურ მეთოდად არის მიღებული.

Goldman Sachs-ის მიხედვით, ოქრო ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება, მაშინ როდესაც ბიტკოინს სხვა ვირტუალური ვალუტები უწევენ კონკურენციას, როგორებიც, მაგალითად, მონერო და დეში არიან. მსოფლიოში ამ ეტაპზე 1000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს.

მიმდინარე წელს ოქროს ღირებულება 10%-ით, ხოლო ბიტკოინის ფასი კი 400%-ით გაიზარდა.

Thursday, October 19, 2017

ყაზახეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს

ყაზახეთი კრიპტოვალუტების ბაზარზე შესასვლელად ემზადება. მთავრობის მხარდაჭერის ქვეშ მყოფი „ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის“ (AIFC) განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა მალტურ კომპანია Exante-სთან მიმდინარეობს.

Exante საკუთარ თავს „მომავალი თაობის საინვესტიციო კომპანიას უწოდებს.“ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის ბაზარზე შესასვლელად, Exante მზადაა AIFC-ისთან ერთად იმუშავოს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩაეშვება ყაზახური კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდ სამყაროში.

„ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას წარმოადგენენ. გვჯერა, რომ AIFC-ს შეუძლია, გახდეს ბლოკჩეინ-ოპერაციების საერთაშორისო ჰაბი. უახლოეს მომავალში, ციფრული აქტივების ბაზარი ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს,“ განაცხადა „ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, კაირატ კელიმბეტოვმა.

ცხადია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომელიმე ქვეყანა საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნასთან დაკავშირებით ინტერესს გამოთქვამს. გასულ თვეში იაპონიამ საკუთარ ციფრულ ვალუტაზე, J-Coin-ზე პირველად ისაუბრა. აგვისტოში კი ესტონეთმა ICO პლატფორმაზე estcoin-ის გამოშვებასთან დაკავშირებით ინიციატივა წარმოადგინა.

ICO „ქრაუდფანდინდის“ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით, დიდი რაოდენობის ადამიანების მხრიდან ფულის მოზიდვას ითვალისწინებს. აღნიშნული მეთოდი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამსახურების რაოდენობა გაორმაგდა

საიდუმლო არ არის, რომ კრიპტო სამყარო სწრაფად ვითარდება. AngelList ბოლო რეპორტის მიხედვით, გაორმაგდა დისტანციური სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტასთან. კომპანიები ეძებენ ახალ ნიჭს, რათა შეავსონ საჭიროებების მზარდი ბაზარი.
რეპორტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში, მეტი თანხის ინვესტიცია განხორციელდა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სტარტაპებში, ვიდრე 2016 წელს ჯამურად. სტარტაპების გაზრდილი რაოდენობა ასევე დაემთხვა AngelList ვაკანსიების გაზრდის რაოდენობას.
რეპორტში ნათქვამია:
“კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანიების ზრდასთან ერთად, იზრდება მათი ფულადი კაპიტალის ბრუნვაც, შესაბამისად ეძებენ ტოპ კადრებს. AngelList-ის მონაცემებით, მოთხოვნა 2017 წელს 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე წინა წელს.

უკეთესი სამსახურირეპორტის მიხედვით, ბევრი მიზეზია, თუ რატომ უნდა შევუერთდეთ კრიპტო ვალუტის, სამსახურში აყვანის ბუმს. პირველ რიგში, AngelList-ის ფარგლებში, არატექნიკური და ტექნიკური კრიპტოვალუტის სამუშაო ადგილები საშუალოდ 10-20% -ით მეტია, ვიდრე ინდუსტრიის ნორმა. გარდა ამისა, ისინი უკეთეს სარგებელს სთავაზობენ. 
ასევე, კრიპტოვალუტის კომპანიებს ბევრად უფრო მოქნილ დისტანციურ სამუშაოს სთავაზობს კადრებს. სინამდვილეში, კრიპტოვალუტის კომპანიებში, თანამშრომლებს, 22 პროცენტით მეტი შანსი აქვთ, რომ დისტანციური სამუშაო თავისუფლება ჰქონდეთ.  ასევე, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიები უფრო მეტად გადახდისუნარიანები არიან.
ტექნიკური და არატექნიკურისაიტზე გავრცელებულია 2,500-ზე მეტი ტექნიკური როლის პოზიციები და 1,000+ არატექნიკური პოზიციები. გარდა ამისა, იმისთვის, რომ კომპანიებმა იპოვონ არსებითი ტექნიკური უნარების მქონე თანამშრომლები, ეძებენ კადრებს, ვისაც სურვილი აქვს რომ მეტი გაიგოს ამ სფეროს შესახებ.
“ბლოკჩეინის ღრმა ცოდნა არ არის მთავარი მოთხოვნა. კომპანიები ეძებენ ადამიანებს, სწავლის უნარით და სურვილით“.
მთლიანობაში, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი იზრდება სწრაფად და ის გააგრძელებს ზრდას, რადგანაც ბაზარი აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების რევოლუციას.

Wednesday, October 18, 2017

UBS: ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „სპეკულაციურ საპნის ბუშტს“ წარმოადგენენ


შვეიცარიული გლობალური საფინანსო სერვისების კომპანიის, UBS-ის მიხედვით, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „სპეკულაციურ საპნის ბუშტს“ წარმოადგენენ. „საეჭვოა, რომ მათ რეალური ვალუტის ფუნქციები შეასრულონ,“ აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიოში 1000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს. მათ შორის ბიტკონს ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაცია გააჩნია. ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წელს მასშტაბურად იზრდება: 1–ელ იანვარს მისი ფასი $997.69-ს შეადგენდა, ხოლო 15 ოქტომბერს კი ბიტკოინის ღირებულება $5844,14-მდე გაიზარდა.

UBS-ის მიხედვით, ეკონომიკის არსებობისთვის არსებობს გადასახადი, რომელსაც მთავრობა აწესებს. შესაბამისად, ადამიანებს ყოველთვის დასჭირდებათ ფული, რომლის უკან მთავრობა დგას. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია გადახდის მეთოდად ბიტკოინს აღიარებს, მან გადასახადი იმ ვალუტით უნდა გადაიხადოს, რომლის უკანაც მთავრობა დგას.

შვეიცარიული საფინანსო კომპანია მიიჩნევს, რომ ვალუტა ღირებულებას მაშინ იძენს, როდესაც მიწოდება მოთხოვნას შეესაბამება. თუმცა როდესაც ბაზარზე დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტა ჩნდება, შესაძლოა, ღირებულების კოლაფსი მივიღოთ.

„ბიტკოინის ფასი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში 20-ჯერ გაიზარდა, ისე რომ, მის უკან ფუნდამენტური ეკონომიკური საყრდენი არ არსებობს. კრიპტოვალუტები საპნის ბუშტს წარმოადგენენ,“ აღნიშნულია განცხადებაში.

UBS საბანკო მსოფლიოში ერთადერთ კომპანიას არ წარმოადგენს, რომელიც კრიპტოვალუტების წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. ცოტა ხნის წინ JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, დეიმი დაიმონმა ბიტკოინს „თაღლითობა“ უწოდა, რომელსაც „კარგი დასასრული არ ექნება.“

Saturday, October 14, 2017

$5,856.10 - ბიტკოინის ღირებულების ახალი რეკორდი

ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდებს ამყარებს: პარასკევს მისმა ღირებულებამ $5,856.10 შეადგინა, რის შედეგადაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია Goldman Sachs-ზე და Morgan Stanley-ზე მაღლა ავიდა.

კრიპტოვალუტების ვებგვერდის, CoinDesk-ის მიხედვით, ბიტკოინის ფასი პარასკევს დილით გაიზარდა. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ, რაც ცირკულაციაში მყოფი ბიტკოინის ღირებულებას გულისხმობს, $96.7 მილიარდს მიაღწია.

ცხადია, ბიტკოინი აქციონერულ კაპიტალს არ წარმოადგენს. თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ ასეა - ამ შემთხვევაში ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია უმსხვილეს კომპანიებზე მაღლა დადგებოდა, როგორებიცაა:

1. BHP Billiton - საბაზრო კაპიტალიზაცია: $96.6 მილიარდი.
2. Goldman Sachs საბაზრო კაპიტალიზაცია: $92.9 მილიარდი.
3. Morgan Stanley საბაზრო კაპიტალიზაცია: $89.1 მილიარდი.
4. Netflix საბაზრო კაპიტალიზაცია: $84.5 მილიარდი.

Friday, October 13, 2017

ლაგარდი ცენტრალურ ბანკებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აფრთხილებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტინ ლაგარდმა ლონდონში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას ცენტრალურ ბანკებს მოუწოდა, რომ კტიპტოვალუტებთან მიმართებაში მეტი დაფიქრება გამოიჩინონ და უფრო „ბრძნული გადაწყვეტილებები“ მიიღონ. მისი განმარტებით, ვირტუალური ვალუტები უკვე დაარსებულია და ბანკებისა და მთავრობების მონაწილეობის გარეშე მიმოქცევაშია. 

ლაგარდი მიიჩნევს, რომ ბევრი ქვეყნის ისტორიულად ჩამოყალიბებული არასტაბილური ეკონომიკური ვითარება ოფიციალურად თუ არაოფიციალურად აშშ დოლართან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში, როგორც ლაგარდი ფიქრობს, შესაძლოა ციფრული ვალუტები ქაღალდის ბანკნოტისთვის საუკეთესო ალტერნატივა გახდეს. 

’’არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება ვირტუალურმა ვალუტებმა უკვე არსებულ ვალუტებს და მონეტარულ პოლიტიკას კონკურენცია გაუწიონ. საუკეთესო პასუხი, რომელიც ცენტრალურ ბანკების მხრიდან ეფექტური მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება და ამავე დროს, ახალი იდეებისა და ეკონომიკის გასავითარებლად ახალი მოთხოვნებისთვის ღიად ყოფნაა“, - აღნიშნა ლაგარდმა.

Thursday, October 12, 2017

ბიტკოინის ფასმა $5000-ს პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ბიტკონის ღირებულება რეკორდულ ზღვარზეა: მისმა ფასმა $5,186 შეადგინა. ცნობისთვის, წლის დასაწყისში 1 ბიტკოინის შეძენა $966-ად შეიძლებოდა. ახლა კი 1 ბიტკოინის ფასი ოქროს ღირებულებას 4-ჯერ აღემატება.

ბიტკოინის ღირებულებას მერყეობა ახასიათებს. მაგალითად, სექტემბერში მისი ფასი $3000-ს ჩამოსცდა, როდესაც ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტების აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ბიტკოინის გამოყენების შედეგად ადამიანები საქონლისა თუ სერვისის შესაძენად ტრადიციული გადახდის მეთოდებს აღარ იყენებენ. საბანკო და ფინანსური ინსტიტუციები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბიტკოინი ონლაინ კრიმინალებისთვის გადახდის უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიტკოინის აღზევება დროებითია. ბიტკოინთან დაკავშირებით ყველაზე ხმაურიანი განცხადება JP Morgan-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმი დაიმონმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბიტკოინი თაღლითობის ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც საბოლოოდ გაქრება. მისი თქმით, ბიტკოინს ყველაზე მეტი სარგებელი ნარკობარონებისთვის, მკვლევებისთვის და იმ ადამიანებისთვის მოაქვს, რომლებიც ჩრდ. კორეის მსგავს ქვეყნებში ცხოვრობენ.

„კრიპტოვალუტების უკან არსებული ტექნოლოგიები არსებობას განაგრძოვენ, თუმცა ბიტკოინის ფასი კოლაფსს აუცილებლად განიცდის,“ განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა უფროსმა ეკონომისტმა კენეტ როგოფმა.

Guardian

Thursday, October 5, 2017

რატომ დავაბანდოთ ფული რიპლში

დღეს ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა:
მოგების ზრდა 2017 წლის მონაცემებით:
Ethereum 2,000%-ს უტოლდება
Bitcoin 744,233%-ს უტოლდება
Litecoin 750%-ს უტოლდება
რადგან კრიპტოვალუტების პოპულარობა იმატებს, ინვესტორებისთვისაც იზრდება შემოსავალი, თუმცა ვალუტებს , რომლებიც ზემოთ არის ჩამოთვლილი, უკვე დიდი რაოდენობით ყიდულობენ მსხვილი ინვესტორები. გარკვეული ვალუტები გააგრძელებენ შემოსავლების გენერირებას, მაგრამ ვეღარ შეძლებთ შეიძინოთ ისინი $ 1-ის ფარგლებში, სწორედ ამიტომ, ბევრი ციფრული ვალუტის მფლობელი ნადირობს მომდევნო დიდ ალტკოინზე, იმ იმედით, რომ იპოვონ ახალი ბითქოინი სწორ ფასში. საუკეთესო კანდიდატი კი ამისთვის რიპლია.
რიპლი არ არის ჩვეულებრივი ვალუტა; დღეს, რიპლით ხორციელდება საბანკო ტრანზაქციები; მალე ის შეცვლის ბანკებისა და ბიზნესის მიმოქცევას მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მალე არ გაქრება საბანკო სისტემა, როგორც ბითქოინის გულშემატკივრები ფიქრობენ. მათ სჯერათ, რომ მსოფილიოში პირველ კრიპტოვალუტას აქვს იმის ძალა, რომ აღადგინოს ჩვენი ფინანსური სისტემა რამოდენიმე წელიწადში. რეალობა განსხვავებულია, ეჭვი არ არის, რომ ციფრული ვალუტა აქტიური დარჩება, მაგრამ უფრო სავარაუდოა ის, რომ მასში ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურ ფინანსურ ცხოვრებას, ფინანსური სამყაროს მსხვილი მოთამაშეების საშუალებით: მსხვილი ბანკები, ეს კარგი მიზეზია ინვესტიციისთვის.
 აპრილში 10-მა ბანკმა უკვე მოაწერა ხელი რიპლთან და ის ინტეგრირებულია, როგორც ერთ-ერთი გადახდის საშუალება.
  • MUFG
  • BBVA
  • SEB
  • Akbank
  • Axis Bank
  • YES Bank
  • SBI Remit
  • Cambridge Global Payments
  • Star One Credit Union
  • eZforex
    ეს რიპლს აქცევს პირველ ციფრულ ვალუტად, რომელიც მიიღება მეინსტრიმ ფინანსურ ინსტიტუტების მიერ. ის მხოლოდ ახლა იძენს პოპულარობას. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი არ ცდილობს, რომ ორიენტირებული იყოს მომხმარებლის კმაყოფილებაზე, ამჟამად, თუ ბანკი იყენებს რიპლს, ისინი აკეთებენ ფულს. ეს მათ უზოგავს $ 3.76 თითო გადახდაზე, რაც წელიწადში ჯამში არის $ 564,000. თუმცა მომავალში ფინანსური ინსტიტუტები შესთავაზებენ საბანკო ტრანზაქციებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც ცვლიან თანხას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ან იყენებენ სხვადასხვა ბანკებს. ეს გაამარტივებს ფინანსურ სისტემას. თქვენ შეძლებთ ფულის გაგზავნას ნებისმიერისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა ბანკებით ან საგადახდო საშუალებებით სარგებლობენ ისინი.