Friday, February 26, 2021

YouTuber-ი ნანობს, რომ 4 წლის წინ ბიტკოინები ავტომობილების შეძენაზე დახარჯა

 

ერთ-ერთმა YouTuber-მა 37 ბიტკოინი ორი ავტომობილის შეძენაში გადაიხადა. თუმცა ახლა აღნიშნული ბიტკოინების ოდენობის ღირებულება დაახლოებით 1,8 მილიონი დოლარია. 

YouTuber-ი, რომელიც ცნობილია, როგორც “NSXTRA”, (ნამდვილი სახელი – კრის კატი) სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა სახელწოდებით “იდიოტი 1,8 მილიონ დოლარს ხარჯავს ბიტკოინით ავტომობილების შეძენაზე”. 

ვიდეო ცხადყოფს, თუ როგორ წუხს იგი დღევანდელი ფასების მიხედვით, უკვე დახარჯულ ბიტკოინებზე. პირველი მანქანა არის Honda NXS Targa, რომელიც მან 2017 წელს შეიძინა 30 500 დოლარად. 

იმ დღეს, როდესაც მან იყიდა Targa 2017 წელს, ბიტკოინს ფასს მაღალი ნიშნული არ ეჭირა. კრის კატს აღნიშნული ავტომობილი 30.5 ბიტკოინი დაუჯდა. 

ამჟამინდელი ბიტკოინის ფასებით, მან 1,773,000 აშშ დოლარის ექვივალენტი დახარჯა ორ ავტომობილზე, რომლის ფასიც დღეს არ შეცვლილა, მაგრამ ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაუმჯობესდა. NSXTRA-ს მიერ განთავსებულ ვიდეოში იგი მოუწოდებს ბიტკოინის მომხმარებლებს, რომ შეინახონ თავიანთი ციფრული ვალუტები და გარკვეული დროის განმავლობაში დახარჯვისგან თავი შეიკავონ.


Cryptoworld.ge

Monday, February 15, 2021

კრიპტოვალუტების ფასები გაუმჯობესებას განაგრძობს

 

ხუთშაბათს, 11 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტის ბაზარმა გაუმჯობესების მაჩვენებელი 12 თებერვალსაც შეინარჩუნა. 

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული. ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ღირებულება 47.311 დოლარს შეადგენს. 

ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ახლო მომავალში ბიტკოინი 50.000 დოლარის ზღვარს გადალახავს. უკვე რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტის კურსი 45.000-დან 48.400 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. 

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის ფასის გაუმჯობესებასთან ერთად ეთერიუმის კურსიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. უკვე რამდენიმე დღეა ალტკოინის ღირებულება 1.686-დან 1.806 დოლარამდე მერყეობს. 

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი 1.757 დოლარია. შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 1 ტრილიონ 440 მილიარდ დოლარს შეადგენს.

cryptoworld.ge

Saturday, February 13, 2021

ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს გამოშვების გადაწყვეტილებას 2021 წელს მიიღებს


 ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) განაცხადა, რომ ის ციფრული ევროს გამოშვების შესახებ 2021 წლის შუა პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას. 

ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელმა წევრმა, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ ECB–ს შეუძლია მხოლოდ ციფრული ევრო ჰოლდინგის დაშვება გარკვეულ ზღვრამდე. თუმცა დასძინა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გაშვებამ, სავარაუდოდ, ბანკების დეპოზიტების დაკარგვა არ უნდა გამოიწვიოს. 

კერძოდ, ფაბიო პანეტამ აღნიშნა, რომ ეს ბარიერი შეიძლება იყოს 3000 ევრო, რაც დაახლოებით 3600 დოლარია. ეს კი სრულიად აკმაყოფილებს საზოგადოების უმრავლესობის ფინანსურ მოთხოვნილებებს. 

მან ასევე დასძინა, რომ ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და რომ, ECB–ს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ციფრული ევროთი გადასახადების გადაფარვის შესახებ. 

ფაბიო პანეტამ ხაზი გაუსვა, რომ ECB-ს კონკურენცია კომერციულ ბანკებთან არ ექნება. ციფრული ევროს მიზანია ბანკმა მომხმარებელს ფინანსური მომსახურეობის ციფრული ვარიანტი შესთავაზოს. 

”ციფრული ევრო ვერ მოახდენს დესტაბილიზაციას ფინანსურ სისტემასა და ბანკებში. თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ ფულის ნაწილი ციფრულ ევროდ გადააქციოს, ბანკები არ დაკარგავენ დეპოზიტებს”,- განაცხადა ფაბიო პანეტამ.


cryptoworld.ge

Friday, February 12, 2021

Mastercard-ი ციფრული ვალუტის ინტეგრაციას გეგმავს


 MasterCard–მა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის გეგმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

2021 წელს კომპანია ერთ მილიარდამდე მომხმარებელს საშუალებას მისცემს დახარჯოს კრიპტოვალუტა 30 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში. თუმცა, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის რომელი კრიპტოვალუტა იქნება მხარდაჭერილი. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გადასახადების გიგანტმა განაცხადა, რომ აპირებს სტაბილური მონეტების მხარდაჭერას, მათი საიმედოობისა და უსაფრთხოების გამო, Mastercard–მა კონკრეტული კრიპტოვალუტების დასახელებისგან თავი შეიკავა. 

MasterCard– ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხმარებლებს შორის იზრდება ციფრული ვალუტის მოთხოვნა. 

”ციფრული აქტივები ხდება საგადახდო სამყაროს უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, საქმე ეხება არჩევანს: MasterCard-ი არ არის იმისთვის შექმნილი, რომ გირჩიოთ კრიპტოვალუტების გამოყენება. თუმცა ჩვენ აქ ვართ, რათა მომხმარებლებს, სავაჭრო ობიექტებს და ბიზნესს კრიპტო სექტორში ინტეგრაცია შეეძლოს”,-აღნიშნულია განცხადებაში. 

ამასთან, Mastercard–ი მომხმარებელს ოთხ ძირითად კრიტერიუმს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც იგი შეაფასებს სავარაუდო აქტივებს. ეს კრიტერიუმებია: მომხმარებელთა ძლიერი დაცვის სისტემა, მათ შორის კლიენტთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების, KYC–ის მკაცრი დაცვა, ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების გათვალისწინება. 

MasterCard–მა ასევე აღნიშნა, რომ იგი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს რამდენიმე მთავარ ცენტრალურ ბანკთან სტაბილკოინის მხარდაჭერის მიზნით. 

ამასთანავე, MasterCard–მა უკვე გამოყო მნიშვნელოვანი რესურსები, განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგიის შესასწავლად. ამჟამად კომპანიას აქვს 89 Blockchain პატენტი. 

შეგახსენებთ რომ, გასულ წელს, კომპანიამ გამოუშვა ციფრული “სავარჯიშო ინსტრუმენტი” იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას სტაბილკოინი MasterCard-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.


cryptoworld.ge

Thursday, February 11, 2021

ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ რუსული რუბლის მთლიან საბაზრო ზღვარს გადააჭარბა


 ციფრული ვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდილია.

მას შემდეგ, რაც 9 თებერვალს ბიტკოინმა კვლავ მიაღწია ბოლო დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს და 48.000 დოლარი შეადგინა, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ რუსული რუბლის მთლიან საბაზრო ზღვარს გადააჭარბა.

 AssetDash– ის მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო ზღვარი 871 მილიარდი დოლარია. ეს აღემატება რუსული რუბლის ფულის მასას, რომელიც იანვრისთვის შეფასებული იყო 58,6 ტრილიონი რუბლად, რაც დოლარებში 791,1 მილიარდი იქნება. კრიპტოვალუტამ Tesla Motors-საც გაუსწრო საბაზრო კაპიტალიზაციაში. ავტომობილების მწარმოებლის საბაზრო ზღვარი 813 მილიარდია, რაც 1,8%-ით დაეცა ბოლო 24 საათის განმავლობაში. 

რამდენიმე დღის წინ Tesla-მ შეიძინა 1.5 მილიარდი ერთეული ბიტკოინი. ამ ფაქტმა ბიტკოინზე იქონია გავლენა და მისი ღირებულება ერთ ღამეში გაიზარდა. თუმცა ამის შემდეგ მოხდა დარეგულირება და ბიტკოინმა ისევ გაუსწრო Tesla-ს და Facebook-ის საბაზრო ღირებულებასაც. 

ამჟამად კვლავ ჩინეთის მრავალეროვნული კონგლომერატი, Tencent-ი ლიდერობს, რომლის საბაზრო ღირებულება 911 მილიარდ დოლარს შეადგენს.


cryptoworld.ge

Sunday, February 7, 2021

ეთერიუმის ქსელში შესაძლოა, ახალი ვალუტა გამოჩნდეს

ეთერუმის ბაზარზე დამყარებული მიწოდების ქსელები, რომლებიც გაზმომარაგებას უკავშირდება, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შეიცვლება.

ეს კი მოხდება მაშინ, როდესაც ახალი ღირებულების ციფრული ვალუტის (EIP-1559) დამტკიცება მოხდება. აღნიშნული გამოიწვევს ეთერუმის მოხმარების ზრდას და საერთო დინამიკის აჩქარებას, რაც ფასისათვის შეიძლება ცვლილების მიზეზი გახდეს.

Grayscale–ის მოხსენებაში, ეთერიუმის შეფასებისას, კომპანიამ განიხილა ახალი კრიპტოვალუტის როლი ეთერიუმის ეკოსისტემაში, როგორც „სახარჯო საქონელი“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ EIP-1559– ს გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქსელის ეკონომიკაზე.

ინივიატივა ეკუთვნის ეთერუმის დამფუძნებელს, ვიტალიკ ბუტერინს და Ethhub-ის თანადამფუძნებლეს, ერიკ კონერს. მათ 2019 წლის აპრილში აღნიშნული საკითხი საჯარო განხილვის საგნად აქციეს. მათ მტკიცებულებები წარადგინეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ წარმოებისა და მოხმარების შეუსაბამობა ანუ მიწოდება და ხარჯვა მკვეთრად ცდება ხოლმე ერთმანეთს, რაც მომხმარებლისთვის ეთერიუმს ნაკლებადმიმზიდველ ბუნებრივი აირის გადასახადად აქცევს.

ახალი ინიციტიავა კი მაქსიმალურად არეგულირებს დინამიკას, რომლის მიხედვითაც ეთერუმის მარაგი ყოველთვის იქნება მომხმარებლებისათვის.


Cryptoworld.ge