Sunday, March 28, 2021

ბიტკოინების ფერმები არგენტინაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ


 კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ ბიტკოინების წლიურ მაინიგზე მეტი ელექტროენერგია იხარჯება ვიდრე, მაგალითად არგენტინა მოიხმარს, საკმაოდ დიდი ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 45 მილიონს აჭარბებს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კრიპტოვალუტების მოპოვება კომპიუტერების აქტიურ მუშაობას მოითხოვს და ამ პროცესში, ძალიან ბევრი ელექტროენერგია იხარჯება. „ძალიან ბევრი“ - ეს წელწადში 121,1 ტერავატი საათია და ეს, მხოლოდ ბიტკოინის მოპოვებას ეხება. სხვა კრიპტოვალუტები, ცალკე თემაა.

 

სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი არ შემცირდება თუ, რა თქმა უნდა, თავად ბიტკოინი არ ჩამოიშალა, რისი ალბათობაც დღევანდელ რეალობაში საკმაოდ დაბალია.


ბიტკოინის სასარგებლოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად ის, რომ Tesla-მ მთავარ კრიპტოვალუტაში 1,5 მლრდ. დოლარი ჩადო და მომავალში კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებასაც დაუშვეს.

 

მთავარი კრიპტოვალუტის გაძვირება მაინერებს ქსელებში სულ უფრო მეტი კომპიუტერის ჩართვისკენ უბიძგებს, რაც, თავის მხრივ, ენერგომოხმარებას კიდევ უფრო ზრდის. კრიპტოვალუტის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მისი მოპოვების ალგორითმი სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რაც ასევე მაინინგს აძვირებს.


commersant.ge

Saturday, March 27, 2021

აშშ-ში ბიტკოინით Tesla-ს შეძენა უკვე შესაძლებელია

 

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, მომხმარებლებს Tesla-ს ელექტრომობილების შეძენა ბიტკოინის საშუალებით შეეძლებათ, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კრიპტოვალუტების არსებობის ისტორიაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მასკის თქმით, Tesla-ს მანქანების ბიტკოინით შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ აშშ-ში იქნება შესაძლებელი, ხოლო წლის ბოლოსკენ სიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც დაემატება.

ამასთან მასკი აღნიშნავს, რომ Tesla მიღებულ ბიტკოინს ტრადიციულ ვალუტაში არ დააკონვერტირებს და მას კრიპტოვალუტის სახით მიიღებს.

2021 წლის თებერვლის მონაცემებით, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. ამჟამინდელი მდგომარეობით, კომპანია Tesla თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინს ფლობს.

შეგახსენებთ, დროებითი ფასის ვარდნის მიუხედავად, ბიტკოინის ღირებულება წლის დასაწყისიდან რეკორდულად მაღალია, ხოლო 2021 წლის მარტში კრიპტოვალუტის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს - 62,000 აშშ დოლარს მიაღწია.


Bm.ge

Friday, March 26, 2021

კარდანოს მიმართ მომხმარებლის ინტერესი გაზრდილია

 

კრიპტოვალუტა კარდანომ გასული კვირის მონაცემებით ფასის რეკორდი გაიმეორა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისდამი ინტერესი კვლავაც მზარდია. 27 თებერვალს პირველად მიაღწია კარდანომ 1.48 დოლარის დონეს. იგივე ღირებულება კი 18 მარტსაც დააფიქსირა.

Kraken-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს კარდანოს ფასის მაჩვენებლის დიაგრამა, რომლის მიხედვითაც, ზოგადი ზრდის ტენდენციაა გამოყოფილი და ის აშკარად სტაბილურია.

თუმცა 23 მარტის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის ფასი შემცირებულია და ის 1.12 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

უნდა აღინიშნოს, რომ კარდანოს ფასი ცალსახად ბიტკოინზეა დამოკიდებული. ბიტკოინის კურსის მცირედი ცვლილებაც კი დიდ გავლენას ახდენს.

მაგალითად, ბოლო დროინდელი ბიტკოინის ფასის მერყეობამ კარდანოზე იმოქმედა, რა დროსაც ფასი 1.38-დან 1.18-ზე დაეცა. კარდანოს ფასის ზრდა კი, როგორც ჩანს, გამოიწვია Coinbase–ის განცხადებამ, სადაც ნათქვამია, რომ ბირჟა კარდანოს დამატებას Coinbase Pro პლატფორმაზე აპირებს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 მარტს, დღის მეორე ნახევარში, კარდანოს საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 35.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

Cryptoworld.ge

Monday, March 22, 2021

„ტესლასთვის“ ავტომობილებზე მეტი მოგება ბიტკოინს მოაქვს

 

„ტესლას“ მიერ ბიტკოინის ფლობას შესაძლოა კომპანიისთვის უფრო მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე ავტომობილების გაყიდვას. ციფრული ვალუტის გაძვირებით მიღებული მოგება დაახლოებით, 860 პროცენტით სჭარბობს იმ მოგებას, რასაც ამერიკული კომპანია ელექტრომობილების გაყიდვით ღებულობს.

„ტესლას“ მიერ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინების ყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნების პერიოდში, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 29-37 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დასახელებული ფასიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, „ტესლამ“ 40 000 ბიტკოინი შეისყიდა.

ბიტკოინის ამჟამინდელი ფასის შესაბამისად, „ტესლას“ ხელთ არსებული ციფრული ვალუტის ჯამური ფასი 2.2 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება. ანუ, კომპანიამ დაახლოებით 700 მილიონი დოლარი მოიგო. ოღონდ, ეს მოგება ჯერაც გაუნაღდებელია, რადგან „ტესლა“ ბიტკოინებს არ ყიდის.

ასეა თუ ისე, მის ხელთ არსებულ ბიტკოინებს ყოველდღიურად 19 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს. ეს გათვლა, განცხადების გამოქვეყნებიდან 37-დღიან პერიოდს ეხება.


Commersant.ge

Sunday, March 14, 2021

ბიტკოინის კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს, შედეგად კი, მისი კაპიტალზაიცია ტრილიონ დოლარს უახლოვდება. CoinDesk-ის მონაცემებით, თბილისის დროით 16:45 საათზე ბიტკოინის ფასმა 52 682 დოლარი შეადგინა, რაც წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე 1,2%-ით მეტია. 

ბიტკოინის კაპიტალზიაცია 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე 440 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი და CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 979,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, Bloomberg-ის მიერ აღრიცხვადი 4 კრიპტოვალუტის ინდექსის - Galaxy Crypto Index-ის მონაცემებით, ბიტკოინის კაპიტალიზაცია მხოლოდ წელს ორჯერაა გაზრდილი. 

ბიტკოინის ღირებულების ასეთი მძლავრი ზრდა განპირობებულია მზარდი ინტერესით ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან, ასევე, იმ კომპანიებისგან, რომლებიც განიხილავენ ამ კრიპტოვალუტას როგორც ინსტრუმენტს, ინფლაციური რისკების ჰეჯირებისთვის. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც შეეძლო ბიტკოინის ნახტომის გამოწვევა ეს არის - ინვესტორების შიში, ხელიდან გაუშვან ბაზრის ზრდაში მონაწილეობის შესაძლებლობა. 

ცნობისთვის, ამ თვეში Tesla-მ განაცხადა, რომ შეიძინა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი. ბიზნეს-ანალიტიკის სფეროში მომუშავე კომპანიამ MicroStrategy-მ კი განაცხადა, რომ აპირებს 900 მილიონის ღირებულების კონვერტირებადი ბონდების გაყიდვას, რათა მოიზიდოს სახსრები ბიტკოინებში ინვესტირებისთვის.

www.bpn.ge


Saturday, March 13, 2021

რიპლისა და YouTube–ის სასამართლო პროცესი სრულდება


 რიპლისა და YouTube–ს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა.

მანამდე კი კრიპტო კომპანიამ საჩივარი YouTube-ის წინააღმდეგ 2020 წლის აპრილში შეიტანა. რიპლი ამტკიცებდა, რომ პლატფორმას თავად ჰქონდა მოგება თაღლითური საქმიანობისგან. პლატფორმამ კი არ გამოიყენა ადმინისტრაციული უფლებამოსილებები ამის შესაჩერებლად.

თაღლითობები ეყრდნობოდა ფიშინგის შეტევებს, რა დროსაც მომხმარებლის ანგარიში და მისი შინაარსი იშლებოდა. შემდეგ კი იქმნებოდა ახალი ანგარიშები ისე, რომ განახლებულ ანგარიშებში ჩნდებოდა კრიპტოვალუტის მფლობელი საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურა, მაგალითად თავად ბრედ გერლინგჰაუსი.

ამის შემდეგ იწყებოდა ყალბი XRP საჩუქრის გაცემა, რომელიც მომხმარებლებისაგან ითხოვდა 5,000-დან 1 000 000 XRP– მდე თანხებს იმ პირობით, რომ თავდაპირველი თანხა ხუთჯერ გაზრდილი დაუბრუნდებოდათ. რიპლი და გერლინგჰაუსი ამტკიცებდნენ, რომ YouTube–მა შეგნებულად ისარგებლა ამგვარი სქემით.

ამჟამად სასამართლო პროცესი დასრულების ფაზაშია. კომპანიებმა მოლპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლეს, რათა ცხადი გახადონ სქემა და შეიმუშაონ გზები მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.


cryptoworld.ge

Wednesday, March 3, 2021

ილონ მასკი ბიტკოინს უფრო სარფიან ფინანსურ აქტივად მიიჩნევს, ვიდრე ნაღდ ფულს

Tesla-ს გენერალური დირექტორი, ილონ მასკი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სულელი თუ იტყვის უარს ინვესტიციის ალტერნატიულ შესაძლებლობებზე. 

ილონ მასკმა უპასუხა Binance-ის გენერალური დირექტორის, Changepeng Zhao-ს მიერ Bloomberg-სთვის გაკეთებულ კომენტარს. Changepeng Zhao-მ გაკვირვება გამოხატა Tesla-ს აღმასრულებლის განცხადებაზე, რომელიც Dogecoin-ს შეეხებოდა. 

მან იგულისხმა, რომ ილონ მასკის მხრიდან კომპანიის 7,7% ბიტკოინში დაბანდება მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ის არის ბიტკოინის გულმხურვალე გულშემატკივარი და მხარდამჭერი. 

ილონ მასკმა კი აღნიშნულ კომენტარს “ტვიტერის” საშუალებით უპასუხა და განაცხადა, რომ კომპანია Tesla-ს ინვესტიცია მთლიანად არ გამოხატავს მის აზრს და დამოკიდებულებას. 

ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ აქტივების ლიკვიდურობის მეტი შესაძლებლობაა. მისი თქმით, ბიტკოინში ინვესტიციის განხორციელებით ის მეტ სარგებელს ხედავს, ვიდრე ნაღდი ფულის ფლობით. 

შეგახსენებთ, რომ 1.5 მილიარდის ინვესტიციის განხორციელების შემდეგ Tesla-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც აღნიშნა: “2021 წლის იანვარში განვაახლეთ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა. ეს კი უფრო მეტ მოქნილობას მოგვცემს ფულადი სახსრების შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ 1.5 მილიარდის ინვესტიცია ბიტკოინის შესყიდვის მიზნით. ამასთანავე, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროდუქცია ბიტკოინით გაიყიდოს”.


cryptoworld.ge