Saturday, December 30, 2017

Ripple-ი კრიპტოვალუტებში მხოლოდ ბიტკოინს ჩამორჩება



კრიპტოვალუტა XRP, რომელიც Ripple-ის სახელით არის ცნობილი, თავისი კაპიტალიზაციით, ბიტკოინის შემდეგ, პირველ ადგილზეა. 29 დეკემბერს მისი ტოკენების ღირებულება 50%-ით გაიზარდა და 85 მილიარდს მიუახლოვდა. მესამე ადგილზე, 72 მილიარდით Ethereum-ია.
2017 წელს Ripple-ის ტოკენების ფასის საერთო ზრდამ 30 000%.-ს გადააჭარბა. მისი საწყისი ფასი ცენტზე ნაკლები იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ბოლო სამ კვირაში მოხდა. 11 დეკემბერს მისი ფასი 25 ცენტი იყო, ახლა კი 2,17 დოლარია.
კრიპტოვალუტა Ripple-ი 2012 წლიდან არსებობს და სხვებისგან იმით განსხახვდება, რომ ერთადერთია, რომლის განვითარებასაც კომერციული ორგანიზაცია აკონტროლებს.

Friday, December 29, 2017

iPhone-ის დახმარებით ბიტკოინის მაინინგი შესაძლებელი გახდა

ჯეილბრეიკების შექმნელმა ელიას ლიმნეოსმა აპლიკაცია MobileMiner-ი გამოუშვა, რომლის ჩამოტვირთვის შემდეგ კრიპტოვალუტების მაინინიგი პირდაპირ iPhone-დანაც არის შესაძლებელი.
9to50mac-ის ცნობით, პროგრამა ფონურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ძალიან ტვირთავს სმარტფონს, რის შემდეგაც ის მალე ხდება დასამუხტი.
პროგრამა iPhone-ის ფართო წრისთვის არ არის ხელმისაწვდომი, რადგან ის ხანგრძლივ ფონურ მუშაობას ითვალისწინებს, რაც App Store-ს წესებით იკრძალება. ამიტომ მისი ჩამოტვირთვა App Store-ს გვერდის ავლით ხდება. თავად აპლიკაცია კი უფასოა.
მისი შექმნელის თქმით, MobileMiber-ი განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს iPhone 7-ის, iPhone 8-ის დაiPhone X-ის პროცესორებზე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თითქმის 27 პროცენტიანი კლების შემდეგ კრიპროვალუტის ფასი ისევ გაიზარდა.
ბიტკოინის კურსმა ზრდა 2017 წლის მეორე ნახევარიდან დაიწყო. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.

Thursday, December 28, 2017

რუსეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს

რუსეთის ცენტრალური ბანკის თანახმად, უწყებაში განიხილავენ ციფრული ვალუტის გამოშვებას რუსეთის ლიდერობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და „ბრიკსის“(ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის) ქვეყნებისათვის. ამის შესახებ CNN-ი წერს.
რუსეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პირველი მოადგილის, ოლგა სკორობოჰატოვას თქმით, ამ პრობლემის შესწავლა და რუსეთის პარტნიორებთან კონსულტაციები სავარაუდოდ 2018 წელს დაიწყება.
"არსებობს ბევრი ტექნოლოგიური და მაკროეკონომოიური ასპექტი ასეთი ზენაციონალური კრიპტოვალუტის შემოსაღებად“, - განუცხადა სკორობოჰატოვამ ჟურნალისტებს.
მანამდე რუსეთის ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ კრიპტოვალუტა არ იქნება გამოყენებული, როგორც ანგარიშსწორების მეთოდი. არამედ, როგორც ინვესტირებისათვის საჭირო უძრავი ქონება.
ბიტკოინის კურსმა ზრდა 2017 წლის მეორე ნახევარიდან დაიწყო. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.
შეგახსენებთ საკუთარი კრიპროვალუტის შექმნა ამა წლის ოქტომბერში ყაზახეთმა, დეკემბერში კი ისრაელმა დააანონსა.

Monday, December 25, 2017

Morgan Stanley: ბიტკოინის რეალური ფასი ზუსტად ნულის ტოლია

ბიტკოინის რეალური ფასი ზუსტად ნულის ტოლია, - Business Insider -ის ცნობით, ამ შინაარსის წერილი Morgan Stanley -ის ანალიტიკოსების ჯგუფმა თავის კლიენტებს მისწერა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია არგუმენტირებულად შეფასდეს რა ღირს რეალურად ამ დროისათვის ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა.

წერილში გუნდის ხელმძღვანელი ჯეიმს ფოსეტი კითხვებსაც პასუხობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბიტკოინი ტიპიური ვალუტა არ არის, ის არ არის დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთებთან და არ შეუძლია ოქროს შეცვლა. ამასთან, მისი გადახდის სისტემა რთულად განსავრცობია მთლიან ეკონომიკაზე. ამავე დროს კრიპტოვალუტების ვაჭრობის დღიური მოცულობა 1 000-ჯერ განსხვავდება Forex -ის ბაზრის მოცულობისგან. ასევე ტრანზაქციების მოცულობაც, რაც ბიტკოინის შემთხვევაში 300 მილიონს შეადგენს, Visa-ს დღიური ოპერაციების მოცულობა კი, 17 მილიარდია.
აღსანიშნავია, რომ 25 დეკემბერს ბიტკოინის კურსი 14 000 დოლარის ნიშნულზეა. ბოლო 1 კვირაში კრიპტოვალუტის ღირებულება მაქსიმალური ნიშნულიდან 25% -ით შემცირდა.

Bitcoin.com-ის დამფუძნებელმა ყველა ბიტკოინი გაყიდა

Bitcoin.com-ის დამფუძნებელი, შვედი ემილ ოლდენბურგი ბიტკონის მომავალს სკეპტიკურად უყურებს. „ჩემი აზრით, ბიტკოინში ინვესტიცია დღეს ყველაზე სარისკოა,“ განაცხადა მან შვედურ ტექნოლოგიურ ვებგვერდ Breakit-თან საუბრისას.

ოლდენბურგი გაცილებით იმედიანად უყურებს ბიტკოინ ქეშის მომავალს. „მე ყველა ბიტკოინი გავყიდე და სანაცვლოდ, ბიტკოინ ქეში შევიძინე,“ აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინ ქეში აგვისტოში, ბიტკონის გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა.

ოლდენბურგის თქმით, ბიტკოინთან დაკავშირებით ყველაზე დიდ პრობლემებს მაღალი საკომისიო და თანხის გადარიცხვისთვის საჭირო დრო წარმოადგენს. Business Insider-ის მიხედვით, ბიტკოინის ტრანზაქციისთვის საჭირო საკომისიო ყოველ 3 თვეში ორმაგდება, ხოლო ტრანზაქციის შესრულებისთვის საჭირო დრო კი საშუალოდ 4.5 საათს შეადგენს.
ოლდენბურგის მიხედვით, დღეს ბიტკოინში ინვესტირება სახიფათოა. თუმცა ბიტკოინ ქეშს იგი „მომავალს“ უწოდებს. მისი თქმით, ბიტკოინ ქეშის ბლოკის ზომა (8 მეგაბაიტი) ტრანზაქციების დაბალი ღირებულებისა და უფრო უსაფრთხო ინვესტიციის გარანტია. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ბლოკის ზომა 1 მეგაბაიტს შეადგენს.

Bitcoin.com 2015 წელს შეიქმნა და იგი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს. მათ შორისაა ბიტკოინ კაზინო, კრიპტოსამყაროში არსებული ახალი ამბები და სხვ. ოლდენბურგის თქმით, კომპანია „ძალიან დიდ ფულს გამოიმუშავებს,“ ხოლო თანამშრომლები ხელფასს ბიტკოინში იღებენ.

Sunday, December 24, 2017

ისრაელმა შესაძლოა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას

ისრაელის ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს. 
გამოცემის წყაროს ცნობით, მსურველს შეუძლია კრიპტოშეკელი საკუთარი მობილური მობილურის ანგარიშს მიაბან, რათა თავიდან აირიდონ გადასახადების თავიდან არიდების მაქინაციები.
როგორც მოსალოდნელია, კრიპტოშეკელის ღირებულება თავად ისრაელის ეროვნული ვალუტის იდენტური იქნება. ციფრულ ვალუტაზე კონტროლს კი ცენტრალური ბანკი განახორციელებს.
შეგახსენებთ საკუთარი კრიპროვალუტის შექმნა ამა წლის ოქტომბერში ყაზახეთმაც დააანონსა.

Saturday, December 23, 2017

ბელარუსში ბიტკოინი დააკანონეს!

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას "ციფრული ეკონომიკის განვითარების შესახებ", რომელიც ოფიციალურად უშვებს ყველა კრიპტოვალუტას, მაინინგს და მათზე განხორციელებულ ოპერაციებს. ამის შესახებ სააგენტო "ბელტა" წერს.
"ბელარუსი ფაქტობრივად პირველი სახელმწიფო ხდება მსოფლიოში, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიისთვის ფართო გზას ხსნის. ჩვენ გვაქვს ყველა შანსი გავხდეთ რეგიონში ყველაზე კომპეტენტური ქვეყანა ამ სფეროში", - განაცხადა ლუკაშენკომ.
განკარგულება ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 3 თვეში შევა.
დღეს ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ კრიპტოვალუტის ღირებულება 29%-ით შემცირდა - ბიტკოინის ფასი 14 000 დოლარამდე დაეცა.'
ბიტკოინის კურსმა ზრდა 2017 წლის მეორე ნახევარიდან დაიწყო. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.

Thursday, December 21, 2017

საჯარო რეესტრის ვებგვერდს ამონაწერის Blockchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდს ამონაწერის Blokchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა. უძრავ ნივთზე მომზადებული ამონაწერის ნამდვილობის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში გადამოწმებას მომხმარებელი დღეიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეესტრი ავრცელებს.
უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული მომსახურებას დაემატა ფანჯარა "ძიება ბლოკჩეინში", რომლის საშუალებითაც მომზადებული დოკუმენტის უტყუარობის შემოწმებაა შესაძლებელი.
მომხმარებელმა დოკუმენტის ჰეშ-კოდი სპეციალურ საძიებო ველში უნდა ჩაწეროს, აირჩიოს "ძებნა ბლოკჩეინში" ღილაკი და ძიების შედეგებს დაელოდოს.
ამონაწერის უტყუარობას ბიტკოინის ბლოკჩეინსა და საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული უნიკალური კოდების იდენტურობა მოწმობს.
გარდა საჯარო რეესტრის ვებგვერდისა, ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდებზე: www.blockchain.infowww.blocktrail.com, www.btc.com და სხვ. კვლავ შეუძლიათ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავ ქონებაზე მომზადებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში 2017 წლის 20 თებერვლიდან ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. მასში არსებული ჩანაწერები მთელ მსოფლიოში, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. ბლოკჩეინი ნებისმიერი ტრანზაქციის დაცულობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მასში მოხვედრილი მონაცმების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას იყენებს.

Wednesday, December 20, 2017

მილიარდერმა ძმებმა ბიტკოინის ფასის საიდუმლო ახსნეს

ძმებმა ტაილერ და კემერონ უინკლვოსებმა, რომლებიც მილარდ დოლარის ღირებულების ბიტკოინებს ფლობენ, განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტის რეზერვებს, მიუხედავად მათი ფასისას, არ შეელევიან. ისინი მათი გაყიდვის საკითხს მხოლოდ მაშინ განიხილავენ, როცა საერთო კაპიტალიზაცია მსოფლიოს ოქროს საერთო ღირებულებას გაუსწორდება. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც ერთი ბიტკოინის ფასი 450 ათასი დოლარი გახდება. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის ყველა ბიტკოინის ღირებულება ერთად 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.
 ინტერვიუში ძმებმა თქვეს, რომ საკუთარი ბიტკოინ საფულის გასაღები რამდენიმე ნაწილად გაყვეს და აშშ-ს სხვადასხვა ბანკში განათავსეს. ამით გასაღების ქურდობისგან თავი დაიზღვიეს.
უინკლვოსებმა ცუკერბერგს 2008 წელს Facebook-ის იდეის გამო 65 მილიონი დოლარი მოუეგს. ამ თანხის ერთი ნაწილით ბიტკოინები შეიძინეს. მაშინ ვირტუალური ვალუტა 10 დოლარზე ნაკლები ღირდა.
კემერონ უინკლვოსი იხსენებს, რომ ადვოკატები მათ შეშლილებს ეძახდნენ, რადგან Facebook-ის აქციების ნაცვლად ნაღდი ფული მოითხოვეს.
ბიტკოინის კურსი 2017 წლის მეორე ნახევარში უსწრაფესი ტემპებით იზრდება. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.

imedinews.ge

Tuesday, December 19, 2017

საფრანგეთი ბიტკოინზე რეგულაციების დაწესების მომხრეა

საფრანგეთი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ვირტუალურ ვალუტა ბიტკოინთან დაკავშირებით, რეგულაციების განხილვის ინიციატივით გამოდის. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შეხვედრა 2018 წელსაა ჩანიშნული. ამის შესახებ bitcoinist-ი წერს.
"არსებობს სპეკულაციების რისკი. ჩვენ უნდა განხვიხილოთ და შევისწავლოთ ეს საკითხი და დიდი ოცეულის სხვა წევრებთან ერთად ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავარეგულიროთ ბიტკოინი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მარიმ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დიდი ოცეულის სამიტი, არგენტინაში გაიმართება. ბიტკოინთან დაკავშირებით რეგულაციებს დაწესება მოითხოვეს ევროკავშირშიც.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები და კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ მკაცრი ზომები მიიღონ ბიტკოინთან დაკავშირებით, რათა ევროკავშირმა თავიდან აიცილოს კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.
ეს შეთანხმება იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ფინანსური დანაშაულებისა და გადასახადების თავიდან არიდების აღსაკვეთად არის შემუშავებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ.
ევროკავშირის კანონმდებლებმა ასევე მხარი დაუჭირეს წინასწარ გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოების აკრძალვას.
ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ბიტკოინის კურსის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. ახალი კანონის მიხედვით, კრიპტოვალუტით მოვაჭრე ვირტუალური პლატფორმები და ციფრული საფულის პროვაიდერები იძულებულნი ხდებიან მომხმარებლის იდენტიფიცირება მოახდინონ. 
კანონის თავიანთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ევროკავშირის ქვეყნებს 18-თვიანი ვადა აქვთ.
ბიტკოინის კურსი 2017 წლის მეორე ნახევარში უსწრაფესი ტემპებით იზრდება. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.

Monday, December 18, 2017

ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა კრიპტოვალუტა მოიპარეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა სამხრეთ კორეის ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტის ბირჟაზე Bitthumb-ზე შეტევა განახორციელეს და 7 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.
აღსანიშნავია, რომ მოპარული კრიპტოვალუტის ღირებულება ახლა უკვე 83 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ ჰაკერებმა 36 000 მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციაც მოიპარეს.
სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ჰაკერებმა გამოიყენეს იგივე ჰაკერული კოდი, რომელიც გამოიყენა ჰაკერთა დაჯგუფება Lazarus-მა 2014 წელს. სამხრეთკორეელები აცხადებენ, რომ მსგავსი შეტევა სექტემბერში, კრიპტოვალუტის სხვა სისტემა Coinis-ზეც განხორციელდა. ამიტომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოკორეელი ჰაკერები თავდასხმას ახორციელებენ.

Sunday, December 17, 2017

ბიტკოინით გამდიდრებულმა ანონიმმა საქველმოქმედო ორგანიზაცია დააარსა

ბიტკოინით გამდიდრებულმა ანონიმმა საქველმოქმედო ორგანიზაცია The Pineapple Fund-ი დაარსა, რაშიც უკვე 6,5 მილიონი დოლარი ჩადო. ამის შესახებ გამოცემა Gizmodo წერს. 
The Pineapple Fund-ის ყველა ტრანზაქცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე. ჯერჯერობით ორგანიზაციამ ჩადო ფული პლატფორმა Watsi-ში, რომელიც ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული, მოძრაობა Maps-ში, რომელიც მდმა-ნარკოტიკის ლეგალიზაციისთვის იბრძვის და ინტერნეტ-მოხმარებლების საავტორო უფლებების დამცველ ორგანიზაცია  Electronic Frontier Foundation-ში.
"დიდი ხნის წინ ბიტკოინი წარმატებულ ვალუტად ჩავთვალე და მაშინ რამდენიმე კრიპტოვალუტა შევიძინე. ახლა იმაზე მეტი ფული მაქვს, ვიდრე შემიძლია დავხარჯო", - განაცხადა ანონიმმა. მის ვებგვერდზე წერია, რომ მთლიანობაში 86 მილიონი დოლარის გაღებას აპირებს.

Saturday, December 16, 2017

ბიტკოინის კონკურენტების ფასები ორშაბათიდან სტაბილურად იზრდება

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოში მეხუთე კრიპტოვალუტის, ლაითქოინის ღირებულება, ორშაბათის შემდეგ, 122%-ით გაიზარდა. ბიტკოინის ერთ-ერთ კონკურენტად წოდებული ლაითქოინის ღირებულება, ხუთშაბათის დღის მეორე ნახევრის მონაცემებით, $300-ის ფარგლებში მერყეობს.

გამოსარჩევია ასევე რიპლის ზრდა, რომელიც ბაზარზე ძირითადად სტატიკური ფასით, $0.25-ით იყო წარმოდგენილი. მისი ღირებულება მიმდინარე კვირაში გაორმაგდა. მისი საბაზრო ღირებულება $22,121,446,317-ს აღწევს და ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ბიტკოინს, ითერიუმსა და ბიტკოინ ქეშს ჩამორჩება.

გასული 3-4 დღე წარმატებული იყო ითერიუმის მფლობელებისთვის, ვინაიდან ამ პერიოდში მოახერხა მისმა ფასმა სწრაფი ზრდა - ითერიუმი ორშაბათს $480 ღირდა, ხოლო დღეს კი მის შესაძენად $720-ის გადახდაა საჭირო.

commersant.ge

Thursday, December 14, 2017

მაიამიში პენტჰაუსი მხოლოდ ბიტკოინებზე იყიდება

უძრავი ქონების ამერიკული სააგენტოს ვებგვერდზე ვრცელდება განცხადება მაიამიში პენტჰაუსის გაყიდვის თაობაზე. ამ განცხადებაზე ყურადღებას, კონკრეტული მიზეზების გამო, ტელეარხი CNBC ამახვილებს. ამის მიზეზი გამყიდველის მოთხოვნაა, რომ საფასურის გადახდა ბიტკოინებით მოხდეს. უძრავ ქონებას ის 33 ბიტკოინად ასხვისებს.
ელიტარული სახლი ბისკეინის ყურის სანაპიროზე მდებარეობს. გასაყიდი ბინის ფანჯრებიდან კი, გამყიდველის თქმით, მაიამი-ბიჩის ხედი იშლება. პენტჰაუსი სულ ერთი საძინებლის, მისაღების და მოზრდილი სააბაზანოსგან შედგება. შეძენისთვის აუცილებელი პირობა მხოლოდ ბიტკოინის გადახდაა. დოლარი და სხვა ვალუტა არ მიიღება.
შესაბამისად, მიმდინარე კურსის მიხედვით ბინის ღირებულება 563 ათასი დოლარი გამოდის.

ბიტკოინის მაინერებით საქართველო მსოფლიო ტოპ სამეულშია

ბიტკოინის მოპოვების პროცესს მაინინგი ეწოდება, რომლის განმავლობაშიც, ურთულესი მათემატიკური ალგორითმების შედეგად, კომპიუტერი სისტემაში ახალ ბიტკოინებს უშვებს. დროთა განმავლობაში ბიტკოინის მოპოვება უფრო და უფრო მეტად რთულდება, წარმატებული მაინინგისთვის კი, შესაბამისად, უფრო მეტი ელექტროენერგია არის საჭირო.

მეტი ენერგორესურსი გაზრდილ ხარჯებს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მაინერების დიდი რაოდენობის განთავსება ისეთ ქვეყანაშია გონივრული, სადაც ელექტროენერგიას დაბალი ღირებულება აქვს.

კომპანია BitFury საქართველოში ოპერირებს და მას ბიტკოინის მაინინგის სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ მოიხსენიებენ. 2016 წლის მონაცემებით, BitFury არსებული ბიტკოინების 15%-ს მაინინგს ახორციელებდა.

მსოფლიოში ყველაზე მეტი ბიტკოინი ჩინეთში მოიპოვება - ამისი მიზეზი სწორედ ელექტროენერგიის დაბალი გადასახადია. ჩინეთში უმსხვილესი მაინინგ პულები   F2Pool, AntPool, BTCC და BW მდებარეობენ. ეს არის შენობები, სადაც მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობები უდიდესი რაოდენობით არის განთავსებული. აღნიშნული პულები კი ბიტკოინების დაახლოებით 60%-ს მოიპოვებენ.

რაც შეეხება ტოპ სამეულში მყოფ მესამე სახელმწიფოს: აშშ-ში, კალიფორნიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიტკონის მაინინგის კომპანია 21 Inc. მდებარეობს, რისი დამსახურებითაც აშშ რეიტინგის სამეულში მოხვდა.

ამასთან, როგორც on.ge წერს, საქართველოში დაფუძნებული BitFury ბიტკოინის მაინინგის ბიზნეს სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ის, ასევე, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. ტრეიდინგ-პლატფორმა  IQ Option-ის ცნობით, 2016 წელს, BitFury ბიტკოინების დაახლოებით 15%-ს მოიპოვებდა.

IQ Option-ის ინფორმაციით, ბიტკოინების დაახლოებით მხოლოდ 20 პროცენტის მომპოვებელი პატარა კომპანიები არ მდებარეობს ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში.

ბიტკოინის მოპოვების, ე.წ. მაინინგი არის პროცესი, რომელიც ერთდროულად ამატებს ტრანზაქციებს კრიპტოვალუტის ბლოკჩეინში და ასევე სისტემაში ახალ ბიტკოინებს გამოიმუშავებს. ასეთი ფულის მაინინგი კომპიუტერის მიერ მისთვის მიცემული "ამოცანების ამოხსნით", მათი გამოთვლით ხდება. ბიტკოინის მაინინგი მისი უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია - კომპლექსურობა და ძალისხმევა კრიპტოვალუტის სისტემას თავდასხმისგან ნაკლებად მოწყვლადს ხდის

ავტორი: გუგა როგავა

Wednesday, December 13, 2017

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია.

Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად დაფარულია.

„ჩვენ ვღელავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიტკოინის ფასის არამდგრადობა, როგორც ტენდენცია, მომავალ წელსაც გაგრძელდება და რომ ამას სისტემატურ სახეს ექნება,“  განაცხადა სლოკმა.

მომავალი წლის გლობალურ რისკებს შორის გამოსაყოფია Brexit-ის პროცესი, ინფლაცია აშშ-ში,და ბირთვული ცდები, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ატარებს. ცხადია, ბიტკოინ საზოგადოება მიიჩნევს, რომ ბიტკოინზე აღნიშნულ რისკებს გავლენა არ ექნება. მაგალითად, Hdac-ის მრჩეველი, მაიკ კოსტაში მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ეკონომიკური კრიზისის დროს გაცილებით უფრო მდგრადი იქნება, ვიდრე დოლარი.

13 დეკემბრის დღის მეორე ნახევრის მონაცემებით, 1 ბიტკოინის ფასი $17,000-$17,300-ის ფარგლებში მერყეობს.

რამდენიმე დღის წინ შვეიცარიულმა გლობალურმა საფინანსო სერვისების კომპანიამ, UBS-მ  ბიტკოინს და სხვა კრიპტოვალუტებს „სპეკულაციური საპნის ბუშტი“ უწოდეს. „საეჭვოა, რომ მათ რეალური ვალუტის ფუნქციები შეასრულონ,“ აღნიშნულია განცხადებაში.UBS-ის მიხედვით, ეკონომიკის არსებობისთვის არსებობს გადასახადი, რომელსაც მთავრობა აწესებს. შესაბამისად, ადამიანებს ყოველთვის დასჭირდებათ ფული, რომლის უკან მთავრობა დგას. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია გადახდის მეთოდად ბიტკოინს აღიარებს, მან გადასახადი იმ ვალუტით უნდა გადაიხადოს, რომლის უკანაც მთავრობა დგას.

შვეიცარიული საფინანსო კომპანია მიიჩნევს, რომ ვალუტა ღირებულებას მაშინ იძენს, როდესაც მიწოდება მოთხოვნას შეესაბამება. თუმცა როდესაც ბაზარზე დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტა ჩნდება, შესაძლოა, ღირებულების კოლაფსი მივიღოთ.

UBS საბანკო მსოფლიოში ერთადერთ კომპანიას არ წარმოადგენს, რომელიც კრიპტოვალუტების წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. ცოტა ხნის წინ JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, დეიმი დაიმონმა ბიტკოინს „თაღლითობა“ უწოდა, რომელსაც „კარგი დასასრული არ ექნება.“

ბიტკოინს სპეკულაციური „საპნის ბუშტი“ უწოდა იელის უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, სტივენ როუჩიმ. როუჩის აზრით, ბიტკოინის, როგორც საგადასახადო საშუალების ლეგიტიმიზაცია ინვესტორებისთვის საფრთხის შემცველია. მსგავს აზრს იზიარებს Bank of Canada-ს ხელმძღვანელი - მისი აზრით, ბიტკოინის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მას ეკონომიკური ფუნდამენტი არ გააჩნია. „ისევე როგორც ყველა საპნის ბუშტი, ბიტკოინიც გასკდება და ყველაზე მეტად ის ადამიანები დაზარალდებიან, რომლებიც ინვესტიციას მის გასკდომამდე განახორციელებენ,“ აღნიშნა როუჩმა.

ავტორი: გუგა როგავა

Tuesday, December 12, 2017

ბიტკოინის გამოყენება აკრძალულია 6 ქვეყანაში

ექსპერტების განცხადებით, 2017 წელს ინვესტორებიკრიპტოვალუტის წლად გამოაცხადებენ. კრიპტოვალუტების (ბიტკოინი, ითერიუმი, ლაითქოინი და სხვ.) ფასები მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და ინვესტორები მათში კვლავ დიდ პერსპექტივას ხედავენ. ინფორმაციას Commersan-ი ავრცელებს.
მსოფლიოში სულ 6 ქვეყანაა, რომელშიც ბიტკოინი იკრძალება. 2014 წელს ბოლივიის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა ყველა ვალუტა, რომლებზეც სამთავრობო რეგულირება არ ვრცელდება. სიაში ბიტკოინიც მოხვდა. ბოლივიის მაგალითი მალევე გაიზიარა ეკვადორმა. ეკვადორში ფულის ელექტრონული მიმოცვლა დაშვებულია, თუმცა კრიპტოვალუტების გამოყენება იკრძალება. 2014 წლის ივლისში ყირგიზეთის მთავრობამ ნათლად განმარტა, რომ ბიტკოინისა თუ სხვა კრიპტოვალუტის გადახდის ფორმად გამოყენება არალეგალურია. 
ბიტკოინის გამოყენება იკრძალება ასევე ბანგლადეშში, ნეპალსა და მაროკოში.
ამის საპირისპიროდ არსებობენ ქვეყნები რომლებიც ბიტკოინს ოფიციალურ საგადამხდელო სისტემად აღიარებენ ან აპირებენ შექმნან საკუთარი კრიპტო-ვალუტა მათ შორის არიან: იაპონიავენესუელაყაზახეთიამერიკის შეერთებული შტატები.

Monday, December 11, 2017

ჩიკაგოს ბირჟებზე ბიტკოინით დღეს პირველად ივაჭრეს

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სასოქონლო სავაჭრო კომისიამ ბიტკოინით ფიუჩერსების ვაჭრობის უფლება ოფიციალურად გასცა, დღეს კრიპტოვალუტით პირველი ვაჭრობა გაიმართა ჩიკაგოს ბირჟებზე. ამის შესახებ BBC წერს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის უარყოფითი პროგნოზის მიუხედავად, ვაჭრობის დაწყების შემდეგ ბიტკოინის ღირებულება გაიზარდა.
ბიტკოინით ფიუჩერსების ვაჭრობა 11 დეკემბრის ღამეს დაიწყო. BBC-ის ცნობით, ჩიკაგოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ვიზიტორთა იმდენად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, რომ სერვერებმა ვერ გაუძლო დატვირთვას და ვებგვერდზე წვდომა დროებით შეიზღუდა.
Coindesk-ის თანახმად, ბიტკოინის კურსი ბირჟაზე გაყიდვის დაწყების შემდეგ 14,5 ათასი დოლარიდან 16,4 ათას დოლარამდე ავიდა. 
მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. 2017 წლის იანვარში ამ კრიპტოვალუტის ფასმა 2013 წლის შემდეგ პირველად შეადგინა ათასი დოლარი. 
ბიტკოინის შესახებ ვრცლად ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
ფიუჩერსი - ვადიანი საბირჟო კონტრაქტი, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე - გაყიდოს ბაზისური აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. 

Sunday, December 10, 2017

Bitcoin-ი მილიონობით ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას მოიხმარს და გარემოს აბინძურებს

Bitcoin-ის ფენომენალური ზრდა მიმდინარე წელს მის მიმართ სპეკულაციასა და ინტერესს რა თქმა უნდა ზრდის, თუმცა ის ნამდვილად ცუდ როლს თამაშობს გარემოს დაბინძურების საქმეში. 
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის 800 დოლარიანი ნიშნულიდან ამჟამინდელ 17,000 დოლარამდე გაზრდილი კრიპტოვალუტის ღირებულება მსოფლიო მედიის მუდმივი ყურადღების ცენტრშია, ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ის გარემოზე და მის წვლილზე კლიმატის ცვლილების პროცესში.

მეტეოროლოგ ერიკ ჰოლტჰაუსის თქმით, ბიტკოინის მაინები (სუპერკომპიუტერები) ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს გარემოზე. დღეისათვის ბიტკოინი წლიურად 32 ტერავატ ენერგიას მოიხმარს, რაც საკმარისია სამი მილიონი ამერიკული ოჯახის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად. ბიტკოინის მიმართ ინტერესი კი მასზე დახარჯული ენერგიის ზრდას იწვევს. მათემატიკოსების გათვლებით, ამჟამინდელი ზრდადი ინტერესის შენარჩუნების პირობებში, უკვე 2019 წლის მეორე ნახევრისთვის, „ბიტკოინის მაინების“ მიერ მოხმარებული ენერგიის მოცულობა მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ელენერგიის მოხმარებას გაუტოლდება. ხოლო იმავე წლის ბოლოსკენ - მთელი მსოფლიოსი. გარემოს დაბინძურებაზე ასევე ცუდად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ბიტკოინების მაინების უმეტესობა ჩინეთშია განლაგებული, ეს ქვეყანა კი ისედაც რთულ ვითარებაშია ამ თვალსაზრისით. ციფრული ტექნოლოგიების სპეციალსტების განცხადებით, მაგალითად მონღოლეთში შესწავლილი ერთ-ერთი „მაინის“ შედეგად გაირკვა, 
რომ ის იმდენ ენერგიას მოიხმარდა, რამდენსაც მაგალითად Boeing 747 ფრენისას.
ეკონომისტების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ ბიტკოინის მაინებისთვის მისი მფლობელები განახლებად ელექტროენერგიას გამოიყენებენ და ის არ მოახდენს ასეთ გავლენას გარემოზე, თუმცა, მათი ნაწილი საერთოდაც პესიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ამის გაკონტროლება სამომავლოდ სულ უფრო გართულდება.

bpn.ge
-0:17

Saturday, December 9, 2017

მოპოვების სირთულე, კანონმდებლობა, ლიდერის არარსებობა - ბიტკოინის შესაძლო კრახის 10 მიზეზი

ბიტკოინის კურსი ყოველდღიურად იზრდება და უკვე რამდენიმე დღეა 10 000 დოლარს გადასცდა, თუმცა ექსპერტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, ამ ვირტუალურ ვალუტას ელის მარცხი. ამისთვის არსებობს როგორც მინიმუმ 10 მიზეზი.

10 - ბლოკჩეინ-ბიტკოინი

ბიტკოინში ყველაზე ფასეულია ის, რომ მან წარუდგინა მსოფლიოს ბლოკჩეინის ტექნოლოგია, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფი და დაცულია, ვიდრე ჩვეულებრივი ფულადი გზავნილები. ბიტკონებით ანგარიშსწორება შესაძლებელია ორ ადამიანს შორის ყოველგვარი შუამავლის გარეშე, და მათი ვინაობა იქნება დაშიფრული ასოების და ციფრების დიდი ჯაჭვით, რომელსაც ქვია „საფულე“. ბლოკჩეინს გააჩნია უდიდესი ტექნოლოგიური პოტენციალი, თუმცა, მას უკვე შეუძლია არსებობა ბიტკოინის გარეშე- დაახლოებით ისე, როგორც ინტერნეტი არსებობს იმის მიუხედავად, რომ პირველი ვებ-საიტი უკვე დიდი ხანია რაც არ არსებობს, და არავაინ არ იცის როგორი იყო ის. უკვე დღეს არსებობს ბლოკჩეინის უფრო სწრაფი და უფრო სრულყოფილი ვარიანტები, რომლებიც ქმნიან ახალ კრიპტოვალუტებს - მაგალითად, ისეთებს როგორც Ethereum და Ripple. ორივე ეს კრიპტოვალუტა უკვე ხელმისაწვდომია ბაზარზე.

9 - დიდი ძმა გვითვალთვალებს...

ბიტკოინის ერთ-ერთი უპირატესობა იყო ანონიმურობა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. ამას კარგად იყენებენ კრიმინალები, რამაც შეუქმნა კრიპტოვალუტებს ცუდი რეპუტაცია. ასევე ბევრი ამერიკელი განიხილავს ბიტკოინს როგორც გადასახადების დამალვის საშუალებას. თუმცა, ბევრი მომხმარებელი ვერ აცნობიერებს, რომ რთული კოდის მიუხედავად, ისინი მაინც ვერ იქნებიან სრულიად ანონიმურები, რადგანაც ბირჟები, რომლებიც ვაჭრობენ ბიტკოინით, ითხოვენ მყიდველებისგან პირადობის მოწმობას და სელფის - იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად არსებობს. ამერიკის გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ თვალს ადევნებს ბიტკოინის განვითარებას და შეუძლია იმ პირები იდენტიფიცირება, რომლებიც იყენებენ ვირტუალურ ვალუტას არაკანონიერ მიზნებში. შესაბამისად, ბიტკოინი უკვე არ არის 100%-ით ანონიმური კრიპტოვალუტა.

8 - ლიდერის არარსებობა

ბიტკოინი შექმნა იდუმალმა ადამიანმა სახელად სატოში ნაკამოტო. არსებობს მრავალი ვერსია მისი ვინაობის შესახებ, თუმცა არავინ არ იცის დანამდვილებით ვინ არის ის. პროექტის საწყის ეტაპზე ის ხელმღვანელობდა კოდების შემქნელების ჯგუფს და ყოველთვის პასუხობდა მათ კითხვებს, თუმცა ანონიმურად. მას ეძებდნენ მთელს მსოფლიოში, თუმცა, ის მაინც დარჩა უცნობი. ეს ქმნის გარკვეულ სირთულეებს, რადგანაც ბიტკოინის სხვადასხვა მომპოვებლებს უწევთ კონსენსუსის მიღწევა გარკვეულ საკითხებში, რაც ადვილი არაა - ზოგჯერ მათ არ შეუძლიათ შეთანხმება წვრილმანებზეც კი, მითუმეტეს, ისეთ გლობალურ საკითხში, როგორც ბიტკოინის სამომავლო განვითარებაა. სხვა კრიპტოვალუტებს ჰყავთ ლიდერები - მაგალითად, Ethereum-ის შემქნელია ვიტალი ბუტერინი, Ripple-ის - ბრედ გარლინგჰაუსი. 2017 წელს ისინი შეხვდნენ ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელებს 2017 წლის ოქტომბერში - ბიტკოინისგან არავინ მოსულა, რადგან მას არ ჰყავს წარმომადგენელი.


7 - კანონმდებლობა

ბევრმა სტარტაპმა დააპირა ბლოკჩეინის საშუალებით საკუთარი კრიპტოვალუტების შექმნა, თუმცა ძირითადად ამ ვალუტების უმრავლესობა იყო თაღლითური. ახალმა კომპანიებმა იშოვეს მილიონები იმ ადამიანების ხარჯზე, ვისაც სურდა ინვესტირება. ამჟამად ნიუ-იორკში ყველა კომპანია, რომელიც აპირებს ბიტკოინების ბაზარზე მუშაობს, ვალდებულია მიიღოს სპეციალური ლიცენზია BitLicense, რომელიც 5000 დოლარი ჯდება. 2014 წელს შტატების მთავრობამ დააყენა საკითხი, რომ ნებისმიერი კერძო ან იურიდიული პირი, რომელიც იღებს მოგებას ბიტკოინებით, ვალდებულია გადაიხადოს გადასახადები. არც არის გასაკვირი, რომ კრიპტოვალუტა, რომელმაც დაიმსახურა გადასახადებისგან თავის არიდების საშუალების რეპუტაცია, ხდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ყურადღების ობიექტი.


6 - გამოყენება

სილიკონის ველის ბევრი კომპანია იღებს ანაზღაურებას ბიტკოინებში, თუმცა მსხვილი კორპორაციები დღესაც ანიჭებენ უპირატესობას ჩვეულებრივ, ტრადიციულ ფულს, უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით. თუ კრიტპოვალუტებს არ მიიღებენ მსხვილი კორპორაციები, ისინი ვერასდროს ვერ ეღირსებიან ფართო გავრცელებას, რადგანაც, როგორც უკვე ითქვა, ბლოკჩეინის არსებობა არაა დამოკიდებული ვირტუალურ ვალუტებზე. ამჟამად ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომელიც მუშაობს ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან, არის Ripple. ასევე ამ ვალუტას ანიჭებს უპირატერსობას ბილ გეიტსი, რომელიც იყენებს მას სიღარიბის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო პროექტებში.


5 - მოპოვების სირთულე

რაც უფრო დიდხანს არსებობს ბიტკოინი, მით უფრო რთულია მისი მოპოვება, ანუ ახალი ერთეულების შექმნა. რიგითი ადამიანისთვის ბიტკოინის მაინინგი ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ძირითადი მომპოვებლები არიან გიგანტური საწყობები ჩინეთში. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, ელექტოენერგიის ღირებულება, რომელიც საჭიროა ბიტკოინის მოპოვებისთვის, უფრო მაღალია, ვიდრე მისი ფასი, ამიტომაც ხშირად ამის გაკეთებას აზრიც არა აქვს. რაც უფრო დიდხანს არსებობს ბიტკოინი, მით უფრო მეტი დრო სჭირდება კომპუტერებს მონაცემების გადამუშავებისთვის. არ არსებობს არანაირი წინაპირობა იმის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება. პირიქით, სავარაუდოდ, მომავალში ყველაფერი უფრო გართულდება.


4 - ეჭვები

ამ დროისთვის ბიტკოინების ბაზარი ხასიათდება უკიდურესი მერყეობით. მისი ფასი დღეში იცვლება რამდენიმე ასეული, ან სულაც ათასობით დოლარით. ამიტომაც მაინერებში ხშირია შიში და ეჭვები კრიტპოვალუტის მომავალთან დაკავშირებით. მითუმეტეს, თუ გაჩნდება მხოლოდ მინიშნება იმის, რომ ბიტკოინი შეიძლება გამოცხადდეს უკანონოდ, ეს გამოიწვევს ბაზრის სრულ ჩამოშლას.


3 - რა ბედი ელის რეალურ ბიტკოინს?

რადგანაც ბიტკოინის შემქმნელი სატოში ნაკანოტო უკვე დიდი ხანია არ აქვეყნებს საკუთარ აზრებს, კოდერებს დარჩათ მხოლოდ მისი დოკუმენტაცია. თუმცა, ერთმა ადამიანმა შეიძლება წაიკითხოს აბზაცი „ბიტკოინის თეთრ წიგნში“ და გაიგოს ის სხვანაირად, ვიდრე მეორემ. ბევრი მაინერი თვლის, რომ ბიტკოინის გადასარჩენად ის უნდა გადავიდეს სხვა პლატფორმაზე, რომელიც იქნება უფრო სწრაფი და საიმედო. შესაბამისად, შეიქმნა კრიპტოვალუტა Bitcoin Cash, რამაც ხელი შეუწყო ორიგინალური ბიტკოინის გაძვირებას. თავად სატოში ნაკამოტო, რომელიც ფლობს მილიარდობით დოლარის ბიტკოინებს არ ერევა არანაირ პროცესებში, ამიტომაც მაინერებს კიდევ დიდხანს მოუწევს კამათი იმაზე, თუ რომელი ბიტკოინია რეალური.


2 - ბანკირები და ბიტკოინი

მილიარდერმა, JP Morgan დირექტორმა ჯეიმს დაიმონმა განაცხადა, რომ ბიტკოინი არის თაღლითობა და მას ადრე თუ გვიან მოელის კრახი, და მისი აზრი არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ ბიტკოინის ფასი ავარდება 100 000 დოლარამდე. ყოველწლიურად ტორონტოში ტარდენა საბანკო კონფერენცია SIBOS (Swift International Banking Operations Seminar), რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ფინანსისტები. ღონისძიებას ატარებს კომპანია SWIFT. 2017 წლის ოქტომბერში ამ კონფერენიცაზე SWIFT-ის გენერალურმა დირექტორმა გოთფრიდ ლეიბრანდტმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ცდილობს შექნას უფრო უსაფრთხო, ანონინური და სწრაფი ტექნოლოგია, რაც თავისთავად გულისხმობს ბლოკჩეინს. Ripple იყო დარწმუნებული, რომ დაამარცხებდა SWIFT-ს, და მოიწვია პარალელურად თავისი კონფერენცია იმავე დროს და იმავე აგგილას რაც SIBOS-მა. ამ შეჯახებამ მოიტანა ძალიან საინტერესო შედეგი - გამოჩნდა ასობით ბანკი, რომელიც მზადაა გამოიყენოს Ripple-ს ტექნოლოგია. ეს კი ნიშნავს, რომ მათი კარები სამუდამოდ დაკეტილია ბიტკოინისთვის.


1 - ჩვეული სამყაროს დასასრული

ბიტკოინის ყველაზე გააფთრებული მომხრეები არიან რევოლუციონერები. მათ შორის ბევრს იმედი აქვს, რომ ადამიანები ერთ მშვენიერ დღეს აირჩევენ ბიტკოინს ტრადიციული ბანკების ნაცვლად. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკა უნდა დაინგრეს. ასეთ შემთხვევაში ადამიანები დაკარგავენ უძრავ ქონებას, სამსახურს, ბევრი - სიცოცხლესაც კი. მსოფლიოში არც თუ ისე ბევრია აქტიური რევოლუციონერი, რომელიც მზადაა გადაიხადოს ასეთი ფასი ბიტკოინის აღზევებაში.