Tuesday, December 22, 2020

Quantum Economics–ის დამფუძნებელი: ბიტკოინის ფასი შეიძლება 23,800-დან 1 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს

 

მეთ გრინსპანი აცხადებს, რომ ბიტკოინის ზრდა მხოლოდ ახლა იწყება.

”არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ჩვენ შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახოთ 250% -იანი მოგება, ან კიდევ მეტიც”,- განაცხადა Quantum Economics–ის დამფუძნებელმა.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, Quantum Economics–ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიტკოინის ბოლოდროინდელი აქცია 23000 დოლარს აჭარბებს. ერთ კვირაში დაახლოებით 29%–იანი მოგება სულაც არ ნიშნავს, რომ ბაზარი “გადახურდა” და ისეთი პოზიციისკენ მიემართება, როგორიც იყო 2017 წლის დეკემბერში.

”ჩვენი აზრით, ყველაფერი ახლა იწყება. ჩვენ ალბათ არ უნდა გამოვიყენოთ ძველი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება იმის განსაზღვრას, თუ რა სახის პროცენტული მოგებაა შესაძლებელი. თუკი მოთხოვნა გააგრძელებს მსგავსი ტემპით ზრდას და მომარაგება გააგრძელებს შეზღუდვას, არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ შეიძლება ვიხილოთ რამდენიმე დღის განმავლობაში 250%-იანი მოგება, ან კიდევ მეტი”,- აღნიშნა მეთ გრინსპენმა.

მან თქვა, რომ პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეეძლება პროგნოზირება მოახდინოს, როდის შეიცვლება ბიტკოინის ფასი, მაგრამ კურსი ნებისმიერ დროს შეიძლება 23,800-დან ერთ მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.


cryptoworld.ge

Wednesday, December 16, 2020

ბიტკოინის ფასმა 20.500 დოლარის დონე დასძლია

 

ბიტკოინის ფასმა 2020 წლის 16 დეკემბერს 20,000 დოლარი შეადგინა.


ამავე დროს, ეს აქცია განსხვავდება 2017 წლისგან, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში ბიტკოინის ფასის მატება ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან მზარდ მოთხოვნას უკავშირდება.

2017 წლის დეკემბერში კი ბიტკოინის კურსის მატება დაკავშირებული იყო საცალო და ძირითადი ინვესტორების მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებზე.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ინსტიტუციური ინვესტორები ბიტკოინში გრძელვადიან ინვესტიციებს ჩადებენ. ამავე დროს ექსპერტები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად უწოდებენ ბიტკოინს ციფრულ ოქროს.

ძმები უინკლევოსების აზრით, ბიტკოინის ფასი საბოლოოდ 500 000 დოლარის ზღვარს გადააჭარბებს. ეს კი კრიპტოვალუტას საშუალებას მისცემს გადაუსწროს ოქროს ყველა დროის ყველაზე დიდ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ფასის მონაცემებს: CoinMarketCap-ის თანახმად, გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 19.246 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 19.525 დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 19.079 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 19.417 დოლარზე დაიხურა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ციფრული ვალუტის კურსი 6.83%-ით გაუმჯობესდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის კურსის ნიშნული 20.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.