Monday, July 24, 2017

როგორ იქცა რიგითი ნორვეგიელის 27 დოლარიანი ინვესტიცია 886 ათასად

კაცმა $27-ის ბიტკოინები იყიდა, მერე მათ შესახებ გადაავიწყდა. გავიდა დრო და აღმოაჩინა, რომ ახლა ისინი $886 ათასი ღირს.
ბიტკოინების ღირებულების უსწრაფესმა ზრდამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნორვეგიელი კრისტოფერ კოხის 27 დოლარიანი ინვესტიცია 886 000 აქცია.
კოხმა 2009 წელს 5000 ბიტკოინში 150 ნორვეგიული კრონა ($26,60) გადაიხადა. მათ შესახებ კი დაშიფვრის მეთოდებზე ნაშრომის წერისას შეიტყო და გადაწყვიტა უბრალოდ, საცდელად შეეძინა. რამდენად სპონტანურადაც შეიძინა, იმდენად მალე მიავიწყდა კიდეც თავისი ბიტკოინები და მხოლოდ 2013 წლის აპრილში გაახსენდა, როცა მედაში კრიპტოვალუტის გაშუქება ფართომასშტაბიანი სახე მიიღო.
ბიტკოინი ანონიმური, დეცენტრალიზებული ციფრულ ვალუტაა და განსხვავებით ელექტრონული ფულის მოძველებული ფორმებისაგან, ბიტკოინებს ვერცერთი კომპანია ან ფინანსური ინსტიტუტი ვერ აკონტროლებს და ვერც შეძლებს: ამ კრიპტოვალუტის ფუნქციონირების ყველა წესი მხოლოდ უშუალოდ ვაჭრობის ოპერაციისას წარმიქმნება, რთული მათემატიკური პროცესების შედეგად. გარდა ამისა, კრიპტოვალუტის გადარიცხვა სპეციალური დაცული სერვერებით ხორციელდება და ყოველი გადარიცხვისას ანონიმურობის დასაცავად მომხმარებელი 33 სიმბოლოიანი გასაღებით სარგებლობს, რაც ნორვეგიელ კოხს დავიწყებული ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ბევრი იწვალა იმის გახსენებაზე თუ რა შეიძლებოდა ყოფლიყო გასაღები და ბოლოს, როგორც იქნა გაიხსენა, კოხს სასიამოვნო სურპირზი დახვდა: ”საიტი მეუბნებოდა, რომ 5 000 ბიტკოინი მქონდა, რომლებიც მიმდინარე კურსით 5 მილიონი ნორვეგიული კრონა ღირდა ($886,000)”, განუცხადა მედიას უეცარი გამდიდრებით თავბრუდახვეულმა კოხმა.
2013 წლის აპრილში ბიტკოინის ღირებულებამ 226 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი უცებ $50-მდე დაეცა. ზოგადად თავისი არსებობის განმავლობაში (ბიტკოინები კონცეფციის სახით ქსელში 2008 წელს გამოჩნდა) ბიტკოინის ღირებულება რყევებს განიცდიდა, თუმცა ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც FBI-მ ონლაინ ნარკობაზრის, Silk Road-ის დამფუძებლის დაჭერის შემდეგ 3.6 მილიონი დოლარის ღირებულების 26,000 ბიტკოინი ამოიღო, კრიპტოვალუტის ფასმა თვალის დახამხამებაში $30-დან $197-მდე მოიმატა.
სწორედ ამ მოვლენების დამსახურებით, ნორვეგიელმა კოხმა თავისი ბიტკოინების ერთი მეხუთედის ვალუტაში გადაცვალის შედეგად საკმარისი თანხა მიიღო იმისთვის, რომ ტოიენში, ნორვეგიის დედაქალაქის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში ბინა ეყიდა.
ბიტკოინების მისაღებად ორი გზა არსებობს. როგორც წესი, ბიტკოინებს ტრადიციული ვალუტით არალეგალური ბიტკოინ ”გადამცველელთან” ივაჭრება, თუმცა ფულის გათეთრებაზე გამკაცრებული კონტროლის გამო, პროცესი გართულებულია. სხვა შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ნაღდი ფულის სანაცვლოდ ბიტკოინები ისეთი ტიპის გადამცვლელის საშუალებით მიიღოს, როგორიც ყველაზე ცნობილი ბიტკოინ გადამცვლელი Mt Gox-ია.
თუმცა, ბიტკოინი სულ უფრო მეტ მიმზიდველობას იძნეს ფიზიკურ რეალობაშიც. უკვე შესაძლებელია ბიტკოინების დახარჯვა მათი ნაღდ ფულში გადაცვლის გარეშე. მაგალითად, რამდენიმე ბრიტანულ პაბში, ლონდონში. ასევე, 29 ოქტომბერს, მსოფლიოში პირველი ბიტკოინ ATM-ის ტიპის ბანკომატმა დაიწყო ფუნქციონირება კანადაში, ვანკუვერში, რომელიც მომხმარებლის ხელის ანაბეჭდის სკანირებას ახდენს, სანამ ნაღდი ფულით ბიტკოინის ყიდვის ან გაყიდვის საშუალებას მისცემს.
გარდა ამისა, ძალიან გათვითცნობიერებულ მომხმარებელთა მცირე ჯგუფი, თავადაც ახერხებს დამატებითი ბიტკოინების გენერირებას (”მაინინგი”), რაც რთული კომპიუტერული კალკულაციების შედეგად ციფრულ ვლუტას აცოცხლებს. თუმცა ბიტკოინ ”მაინინგი” ხანგრძლივი და ძვირი საქმიანობაა. თან, ყოველი შემდგომი ბიტკოინ ”მაინინგი” კიდევ უფრო რთულია ვიდრე წინამორბედის, მეტ კალკულაციას და დროს მოითხოვს.
იმის გამო, რომ ბიტკოინი არ გაიცემა რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის ან ცენტრალიზებული ორგანიზაციის მიერ, დამატებითი ბიტკოინების ბაზარზე გამოჩენით ვალუტის გაუფასურების საფრთხე არ ჩნდება. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გერმანიამ ბიტკოინი აღიარა როგორც ”ანგარიშსწორების ერთეულად”
წყარო:  www.bpn.ge

Tuesday, July 18, 2017

რა არის ბიტკოინი? როგორ შეიძლება ვირტუალური ფულის პრაქტიკაში გამოყენება?

როგორ შეიძლება ვირტუალური ფულის პრაქტიკაში გამოყენება

კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდი კატეგორიაა, რომელიც ეფუძნება კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს. ბიტკოინი ამ ტიპის ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებიდან პირველია. ტრადიციული ვალუტისაგან განსხვავებით, იქნება ეს ევრო, დოლარი, იენი თუ ლარი, ბიტკოინი არსად იბეჭდება, მას არავინ აკონტროლებს. “მომავლის ფულის” ემისია დამოკიდებულია მსოფლიოს მასშტაბით სისტემაში ჩართულ მრავალ კომპიუტერზე, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ამუშავებენ მონაცემებს.

რით განსხვავდება ბიტკოინი ჩვეულებრივი ფულისგან?

ელექტრონულ მიმოქცევაში არსებული ტრადიციული ვალუტების მსგავსად, ბიტკოინიც გამოიყენება სხვადასხვა საქონლის და მომსახურების შესაძენად.
ბიტკოინის, როგორც სისტემის, უპირველესი უპირატესობა მისი დეცენტრალიზებაა. არ არსებობს კონკრეტული ინსტიტუცია, რომელიც მის ქსელს გააკონტროლებს. მაშასადამე, მომხმარებელს ენიჭება უპრეცედენტო დამოუკიდებლობა მსხვილი ბანკებისგან.

ვინ არის შემქმნელი?

სატოში ნაკამოტო – პროგრამისტი, რომელმაც წარმოადგინა ბიტკოინი, როგორც მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა. მთავარი იდეა იყო ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტებისგან დამოუკიდებელი ვალუტის შექმნა. ბიტკოინების ტრანზაქცია სრულდება ელექტრონულად, ძალზე დაბალი საკომისიოთი.


როგორ მოიპოვება ბიტკოინი?
ეროვნული ბანკი სახელმწიფოს დავალიანების დასაფარად ბეჭდავს ფულს, რითაც აუფასურებს საკუთარ ვალუტას. ცენტრალური ბანკი აწესებს თამაშის საკუთარ წესებს, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია. ბიტკოინები კი ფიზიკურად არსად იბეჭდება და არავის შეუძლია მათი რაოდენობის ხელოვნური მართვა.
კრიპტოვალუტა იქმნება ციფრულად, ყველასათვის ღია პრინციპით, რომელსაც ეწოდება “მაინინგი” (მინინგ). ბიტკოინები “მოიპოვება” მომხმარებელთა კომპიუტერების გამოთვლითი სიმძლავრის საშუალებით – სატრანზაქციო მონაცემების დამუშავების სანაცვლოდ.
მაშასადამე, ბიტკოინის უსასრულო რაოდენობის შექმნა შეუძლებელია?
დიახ. ბიტკოინის პროტოკოლის თანახმად, ოდესმე “მოპოვებული” ბიტკოინების რაოდენობა ვერ გადააჭარბებს 21 მილიონს, თუმცა ერთი მონეტა იყოფა უფრო მცირე ერთეულებად: ცენტიბიტკოინი – 0.01, მილიბიტკოინი – 0.001, მიკრობიტკოინი – 0.000001 და “სატოში” – უმცირესი ნაწილი – ბიტკოინის ას მემილიონედი.

რას ემყარება ბიტკოინი?

ჩვეულებრივი ვალუტა დამყარებულია ოქროსა და ვერცხლზე. თეორიულად, ბანკში, ერთი დოლარის სანაცვლოდ, შესაძლებელია ექვივალენტური ოდენობის ოქროს მიღება (თუმცა ეს პრაქტიკულად არ ხდება). ბიტკოინი კი ეფუძნება არა ოქროს, არამედ მათემატიკას.
ბიტკოინი მიიღება სპეციალური მათემატიკური ფორმულით. მოცემული ფორმულა და პროგრამა თავისუფალ წვდომაშია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა და დარწმუნება პროცესის ეფექტურობასა და გამჭვირვალობაში.
რა ახასიათებს ბიტკოინს?
ბიტკოინს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა სახელმწიფოს მიერ მართვად ვალუტებთან შედარებით:
დეცენტრალიზება

ბიტკოინის ქსელი არ იმართება ცენტრალური სერვერით. თითოეული მოწყობილობა, რომელიც ამუშავებს ტრანზაქციებს და მოიპოვებს ბიტკოინებს, ჩართულია საერთო ქსელში და დაკავშირებულია სხვებთან. თეორიაში ეს ნიშნავს, რომ არცერთ სახელმწიფო სარეგულაციო ინსტიტუტს არ შესწევს ძალა აკრძალოს “ელექტრონული მონეტები”. ფული რჩება მიმოქცევაში მაშინაც კი, როცა ქსელის რომელიმე მონაწილე ითიშება.

სისტემაში ჩართვის სიმარტივე
ჩვეულებრივი ბანკები უბრალო ანგარიშის გახსნას ზოგჯერ ნამდვილ “ბიუროკრატიულ თავგადასავლად” აქცევენ, ბიტკოინის მისამართის შექმნა კი რამდენიმე წამის საქმეა და არ მოითხოვს არავითარ საკომისიოს.
დაცულია ანონიმურობა
მომხმარებელს შეუძლია ფლობდეს ბიტკოინის რამდენიმე მისამართს. ის არაა დაკავშირებული რეალურ მისამართთან, სახელსა და გვართან, ტელეფონის ნომრებსა თუ სხვა პირად ინფორმაციასთან.
გამჭვირვალობა
ბიტკოინის სისტემა ინახავს თითოეული ტრანზაქციის მონაცემს უზარმაზარ საერთო რეესტრში – ბლოკთა ჯაჭვში (ბლოცკცჰაინ). ამა თუ იმ მისამართზე მიმდინარე ნაშთისა და ტრანზაქციის მონაცემები ინახება საჯარო მონაცემთა ბაზაში, მაგრამ მისამართის მფლობელის ვინაობა უცნობი რჩება.
უპრეცედენტოდ დაბალია საკომისიო
საერთაშორისო ტრანსფერებზე ბანკები მნიშვნელოვან საკომისიოს ითხოვენ.
ბიტკოინის ტრანზაქციაზე საკომისიოს თავად მომხმარებელი აწესებს: რაც უფრო მაღალია საკომისიო, მით უფრო პრიორიტეტულია ტრანზაქცია “მაინერისთვის” და მით მალე შესრულდება ის.
ის სწრაფია
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნილი ფული რამდენიმე წუთში, სისტემის ქსელში ტრანზაქციის დამოწმებისთანავე, მიდის ადრესატამდე.
ის შეუქცევადია
უკვე გაგზავნილი ბიტკოინების დაბრუნება შეუძლებულია, თუ მიმღები თავად არ დააბრუნებს მათ.
ბიტკოინზე საუბარი შეუჩერებლად შეიძლება, თუმცა რას გვიჩვენებს პრაქტიკა? გაიგეთ უფრო მეტი, თუ რაა “მაინინგი”, როგორ მიმდინარეობს ტრანზაქცია და როგორ ახერხებს სისტემა ყველაფრის აღრიცხვას

Sunday, July 16, 2017

სიახლე, შეავსეთ europe-bet.com-ის ბალანსი ნებისმიერი ბიტკოინის საფულის მისამართიდან!

უპრეცედენტო შემოთავაზება europe-bet-ისგან! შეავსეთ თქვენი ბალანსი Bitcoin-ების მეშვეობით და დარჩით თამაშში! ბალანსის შევსება ძალიან მარტივია, ამისათვის
საჭიროა შებრძანდეთ თქვენი europe-bet-ის განყოფილებაში “ჩემი ანგარიში” და შევსების მეთოდებში აირჩიოთ “bitcoin eMoney”
შემდგომ ჩაწერეთ გასაგზავნი ბიტკოინების შესაბამისი თანხა ლარებში და დააჭირეთ ღილაკს “გადახდა”
გადარიცხეთ ბიტკოინები მითითებულ მისამართზე ნებისმიერი ბიტკოინის საფულის მისამართიდან. ბიტკოინების მღების შემდეგ თქვენ გამოგეგზავნებათ SMS შეტყობინება და თქვენი ბიტკოინები აისახება ტოტალიზატორის ანგარიშის ბალანსზე ლარებში.

Saturday, July 15, 2017

როგორ ხდება ბიტკოინის გამოშვება?

ბიტკოინის ბუღალტერიის წარმოებისას ბლო­კების ჯაჭვის ახალი დადასტურებული ბლოკის პო­ვნისათვის შესაბამისი მონაწილე „არაფრისგან“ იღებს ბიტკოინების ფიქსირებულ რაოდენობას. ამასთან, ზემოთ აღნიშნული გადასაწყვეტი მათემატიკური ამოცანის სირთულე პროგრამის მიერ ავტომატურად რეგულირდება იმგვარად, რომ საშუალოდ ყოველ 10 წუთში ნაპოვნი იქნეს ახალი ბლოკი. ამ წესის მეშვეობით ერთდროულად ორი პრობლემისგა­ დაწყვეტა ხდება. ერთი მხრივ, მომხმარებლებს უჩ­ნდებათ მოტივაცია თავიანთი გამოთვლითი სიმ­ძლავრეების მეტი ნაწილი გამოიყენონ ბიკოინის ქსელისათვის, რადგანაც რაც მეტია გამოთვლითი სიმძლავრე, მით მეტია ალბათობა რომ ნაპოვნი იქნება ახალი დადასტურებული ბლოკი და მიღებული იქნება ჯილდო (ახალი ბიტკოინები). ხოლო მეორეს მხრივ, ჯაჭვის ახალი დადასტურებული ბლოკის პოვნისათვის მისაღები ბიტკოინების ფიქსირებული რაოდენობა ყოველ 4 წელიწადში ნახევრდება, შე­დეგად ეგზოგენურად არის განსაზღვრული მოცემულ მომენტში გამოშვებული/მოპოვებული ბიტკოინების რაოდენობა და იგი 2040 წლისათვის მიაღწევს მა­ქსიმალურ რაოდენობას – დაახლოებით 21 მილიონ ბიტკოინს. ნავარაუდებია, რომ ამ მომენტი­დან ახალი ბლოკის პოვნისათვის ჯილდო იქნება არა ახალი ბიტკოინების გამოშვება, არამედ ნაპოვნ ბლო­ კში გაერთიანებული ტრანზაქციების თანხიდან მიღებუ­ლი საკომისიო.

Wednesday, July 12, 2017

პირველი ქართული ვიდეო ინსტრუქცია ბიტკოინების შესახებ


ბიტკოინების ყიდვა, გაყიდვა, მიღება ან გაგზავნა  შეგიძლიათ  www.eMoney.ge-ზე თქვენი ელექტრონული საფულის ბალანსით, გადაბმული ლიბერთი ბანკის ანგარიშით ან VISA/MasterCard ბარათით. ასევე, უკვე შესაძლებელია შეიძინოთ ბიტკოინები ლიბერთი ბანკის, NOVA-ს და TBCPAY-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.
გაეცანით eMoney-ს მიერ დამზადებულ ვიდეო ინსტრუქციას და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ვალუტით სარგებლობის შესახებ.

Monday, July 10, 2017

როგორ დაამარცხებს ბიტკოინი მსოფლიოს სიღარიბეს

საინვესტიციო ბანკის ვილიამ ბლაირის, პარტნიორი ბრაიან სნგერი გამოცემა ფორბსთან განმარტავს, თუ როგორ შეძლებს ვირტუალური ვალუტა, ბიტკოინი მსოფლიო სიღარიბის დაძლევას. როგორც სინგერი განმარტავს, ბიტკოინი არა მომავლის ვალუტა, არამედ ახალი საგადასახადო სისტემაა.
“მსოფლიოს 50%-ს დღეს მობილური ტელეფონი აქვს, 2020 წლისთვის კი ეს ციფრი 90%-ს მიუახლოვდება. ანალოგიურად მალე ბიტკოინს გამოიყენებს, როგორც ბანკები ასევე, საკრედიტო ბარათები და ის გახდება მსოფლიო სტანდარტი”, – აღნიშნავს სინგერი.
ბრაიან სინგერი ფორბსთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა მყიდველსა და მის მფლობელს შორის ვირტუალურ სამყაროში, ნდობას გაზრდის. მისი თქმით ბიტკოინის მეშვეობით სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები 10 წუთის განმავლობაში სრუდლება. საკრედიტო ბარათების შემთხვევაში კი მოთხოვნილი ოპერაციების 5-10 პროცენტზე კლიენტი უარს იღებს.
“ეს შესანიშნავი საშუალებაა ნებისმიერ ინდუსტრიაში წესრიგის ინოვაციური დარღვევისთვის. ერთის მხრივ ეს არის იაფი საგადასახადო სისტემა, მეორეს მხრივ კი ციფრული გადარიცხვების სრულად გამჭირვალე გზა”, – ამბობს სინგერი.

ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოადგენს ვირტუალურ და კრიპტო ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით ხდება. ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი.  2015 წლიდან უკვე შესაძლებელია ბიტკოინის გადაცვლა ქართულ ეროვნულ ვალუტაზეც. ვირტუალური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სერვისი საქართველოში პირველმა ელექტრონულმა საფულე – eMoney-მ დანერგა. ქართველ მომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ბიტკოინები სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით. ასევე, www.eMoney.ge-დან უკვე შესაძლებელია ბიტკოინებით კომუნალური გადასახადების გადახდა.

ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით მსოფლიოში აზრთა სხვადასხვაობაა. გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ ვირტუალური ვალუტა ბიტკოინის გამოყენების – კანონიერ საგადამხდელო საშუალებად აღიარების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ქვეყანაში ვირტუალური ფულის გამოყენება გადასახადებისა და ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებისთვის ნებადართულია. ბიტკოინის კლასიფიკაცია არ მოხდა, როგორც უცხოური ვალუტა ან ელექტრონული ფული, ფინანსთა მინისტრის განცხადებით ეს იქნება ინსტრუმენტი რომელიც გერმანულ ბანკებს დაემორჩილება. ბოლივია კი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ვირტუალური ვალუტა ქვეყანაში სრულად აკრძალა.

Saturday, July 8, 2017

ბიტკოინის გადაცვლა უკვე ქართულ ფულზეც შესაძლებელია

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რომელიც 2015 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, ლარზე იცვლება. რა არის ბიტკოინი? ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა და მისი ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მთავარი დამახასიათებელი ფაქტორი ისაა, რომ ბიტკოინს, რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ გამოსცემს. ის არ არის დაკავშირებული რეალურ აქტივებთან, რეალური ვალუტებისგან გასხვავებით, მის უკან არ დგას რეალური ეკონომიკა, ამიტომ, მისი ფასი მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება.
უკანასკნელ პერიოდში შეიქმნა უამრავი ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელია გამოიმუშაოთ საკუთარი ბიტკოინები. ასეთი ტიპის ვებ-გვერდის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ვირტუალური ვალუტა მარტივად. 
მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად იზრდება ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ ვალუტასთან ერთად გადახდის საშუალებად ბიტკოინებსაც იღებენ. ასეთი გვერდებია ebay.com, zappos.com, zynga.com, victoria’s secret.com, wordpress.com. ბიტკოინებით გადახდა განსაკუთრებით პოპულარულია ვირტუალური სერვისების და პროდუქტების შესაძენად.