Monday, January 18, 2021

Coinbase-მა Routefire-ის პლატფორმა შეიძინა

 

კრიპტოვალუტის უდიდესმა ბირჟა Coinbase–მა Routefire-ის პლატფორმა შეიძინა.

Routefire-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეისონ ვიქტორმა ბლოგზე დაწერა, რომ გუნდი ახლა განავითარებს Coinbase-ის სერვისებს, ხოლო მომხმარებლებს მადლობას უხდის ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

Routefire-მა საქმიანობა 2017 წლის ბოლოს დაიწყო. პლატფორმის მისია იყო სავაჭრო ინფრასტრუქტურის კრიპტო ბაზარზე გაფართოვება.

Routefire-მა შექმნა პროდუქტი, რომელიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ავტომატურად მოძებნონ ლიკვიდურობის მრავალი წყარო, რათა იპოვონ ყველაზე ხელსაყრელი განაკვეთები როგორც ფასებზე, ასევე გადასახადებზე.

ამ ნაბიჯის შემდეგ, Routefire-ის გუნდი Coinbase-ისთვის ინსტრუმენტებისა და მომსახურების პაკეტს შეიმუშავებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში Coinbase–მა არაერთხელ მიიპყრო მედიის ყურადღება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ბირჟის შესახებ გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია ბიტკოინის არასტაბილურ სავაჭრო დღეებს ემთხვეოდა, რის გამოც მოვაჭრეები აღშფოთებულები იყვნენ, რადგან ისინი პოტენციურ მოგებას კარგავდნენ.

Routefire-ის შეძენა და მისი სავაჭრო გამოცდილება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ამ მხრივ ნდობის აღდგენას.


cryptoworld.ge

Saturday, January 2, 2021

2021 წელს თურქეთი სტაბილკოინის ტესტირებას აანონსებს

ინფლაციის ფონზე თურქეთი ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის ტესტირებას აანონსებს.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, ციფრული ლირა 2019 წელს შეიქმნა. ამჟამად ქვეყანა სამომხმარებლო ფასების ზრდასა და ინფლაციას განიცდის.

თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის, ნაცი აგბალის განცხადებით დასრულდა ”კონცეპტუალური” კვლევა თურქეთის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე და ასეთი ვალუტის პრაქტიკული ტესტირება 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

”ციფრული ფულის შესახებ ინიცირებულია R&D პროექტი. ამჟამად ამ პროექტის კონცეპტუალური ეტაპი დასრულებულია. ჩვენი მიზანია 2021 წლის მეორე ნახევარში საპილოტე ტესტების დაწყება”,-აღნიშნა ნაცი აგბალიმ.

თურქეთი ციფრულს ლირას ჯერ კიდევ 2019 წლიდან იკვლევს.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიფ ერდოღანი კი ირწმუნებოდა, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს დასრულდებოდა ციფრული ლირას კვლევა.

თუმცა არსებულმა პანდემიამ პროცესების ამ გრაფიკში მოსწრებას ხელი შეუშალა.

შესაბამისად, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულმა ციფრული ვალუტის დატესტვის თარიღმა 2021 წლამდე გადაიწია.


cryptoworld.ge