"სახსრების მოზიდვა ICO-ს საშუალებით (IPO-ს ანალოგი კრიპტოვალუტისთვის) თაღლითობაა." ამის შესახებ ყოფილმა ბროკერმა ჯორდან ბელფორტმა The Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს ისტორიაში ყველაზე დიდი აფერა და უდიდესი თაღლითობაა, რომელიც უამრავ ადამიანს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს. ეს იმაზე გაცილებით უარესია, რაც მე გავაკეთე", - თქვა ბელფორტმა და დასძინა, რომ ICO-ს მომხმარებელთა უმრავლესობას ბოროტი მიზნები არ აქვს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თაღლითების 5-10%-ის მოქმედებამაც კი შესაძლოა ეკონომიკურ სფეროებსა და თითქმის ყველა სისტემას დიდი ზიანი მიაყენოს.
ჯორდან ბელფორტი 1998 წელს დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში, რისთვისაც მან 2 წელი ციხეში გაატარა. ბელფორტის ცხოვრების ისტორია უდევს საფუძვლად ფილმს "უოლ-სტრიტის მგელი".
No comments:
Post a Comment