Thursday, January 4, 2018

CNNMoney: დაივიწყეთ ბიტკოინი: დღეს ყველა რიპლზე საუბრობს

გასულ წელს, ბიტკოინის ზრდის პარალელურად, მსოფლიოს ყურადღების ობიექტში არაერთი კრიპტოვალუტა მოექცა - მაგალითად, ითერიუმი და ლაითქოინი. ახლა კი, ყველაზე დიდ ინტერესს რიპლი იწვევს - კრიპტოვალუტა, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე პოზიციას იკავებს.

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში რიპლის ფასი საშუალოდ $0.25-ს შეადგენდა. მისი ღირებულება, 3 იანვრის მონაცემებით, $2.75-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $100 მილიარდს გადააჭარბა.

ბიტკოინისგან განსხვავებით, რიპლს სან-ფრანცისკოში არსებული კომპანია Ripple აკონტროლებს. CNNMoney-ის მიხედვით, არსებობს Ripple-ში აღმასრულებელ პოზიციაზე მომუშავე არაერთი ადამიანი, რომელიც რიპლის ზრდის შედეგად მილიარდერი გახდა.
რიპლი 2012 წელს გლობალური ფინანსური ტრანზაქციების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. იგი არაერთ მსხვილ ბანკთან ასოცირდება, რაც მის უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს წარმოადგენს. კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც რიპლის პლატფორმას იყენებენ, შემდეგია: Santander, Bank of America და UBS. გასულ კვირების მანძილზე, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში არსებულმა კომპანიებმა თავის სისტემაში რიპლი შეიტანეს, რაც კრიპტოვალუტის ღირებულების განმაპირობებელი მიზეზი გახდა.

ბიტკონისგან განსხვავებით, რიპლის მოპოვება, იგივე „მაინინგი“ არ ხდება. კომპანია Ripple-მა თავდაპირველად 100 მილიარდი რიპლი შექმნა და ამ მომენტისთვის მიმოცვლაში 38 მილიარდი რიპლი იმყოფება.

No comments:

Post a Comment