Sunday, March 14, 2021

ბიტკოინის კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს, შედეგად კი, მისი კაპიტალზაიცია ტრილიონ დოლარს უახლოვდება. CoinDesk-ის მონაცემებით, თბილისის დროით 16:45 საათზე ბიტკოინის ფასმა 52 682 დოლარი შეადგინა, რაც წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე 1,2%-ით მეტია. 

ბიტკოინის კაპიტალზიაცია 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე 440 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი და CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 979,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, Bloomberg-ის მიერ აღრიცხვადი 4 კრიპტოვალუტის ინდექსის - Galaxy Crypto Index-ის მონაცემებით, ბიტკოინის კაპიტალიზაცია მხოლოდ წელს ორჯერაა გაზრდილი. 

ბიტკოინის ღირებულების ასეთი მძლავრი ზრდა განპირობებულია მზარდი ინტერესით ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან, ასევე, იმ კომპანიებისგან, რომლებიც განიხილავენ ამ კრიპტოვალუტას როგორც ინსტრუმენტს, ინფლაციური რისკების ჰეჯირებისთვის. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც შეეძლო ბიტკოინის ნახტომის გამოწვევა ეს არის - ინვესტორების შიში, ხელიდან გაუშვან ბაზრის ზრდაში მონაწილეობის შესაძლებლობა. 

ცნობისთვის, ამ თვეში Tesla-მ განაცხადა, რომ შეიძინა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი. ბიზნეს-ანალიტიკის სფეროში მომუშავე კომპანიამ MicroStrategy-მ კი განაცხადა, რომ აპირებს 900 მილიონის ღირებულების კონვერტირებადი ბონდების გაყიდვას, რათა მოიზიდოს სახსრები ბიტკოინებში ინვესტირებისთვის.

www.bpn.ge


Saturday, March 13, 2021

რიპლისა და YouTube–ის სასამართლო პროცესი სრულდება


 რიპლისა და YouTube–ს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა.

მანამდე კი კრიპტო კომპანიამ საჩივარი YouTube-ის წინააღმდეგ 2020 წლის აპრილში შეიტანა. რიპლი ამტკიცებდა, რომ პლატფორმას თავად ჰქონდა მოგება თაღლითური საქმიანობისგან. პლატფორმამ კი არ გამოიყენა ადმინისტრაციული უფლებამოსილებები ამის შესაჩერებლად.

თაღლითობები ეყრდნობოდა ფიშინგის შეტევებს, რა დროსაც მომხმარებლის ანგარიში და მისი შინაარსი იშლებოდა. შემდეგ კი იქმნებოდა ახალი ანგარიშები ისე, რომ განახლებულ ანგარიშებში ჩნდებოდა კრიპტოვალუტის მფლობელი საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურა, მაგალითად თავად ბრედ გერლინგჰაუსი.

ამის შემდეგ იწყებოდა ყალბი XRP საჩუქრის გაცემა, რომელიც მომხმარებლებისაგან ითხოვდა 5,000-დან 1 000 000 XRP– მდე თანხებს იმ პირობით, რომ თავდაპირველი თანხა ხუთჯერ გაზრდილი დაუბრუნდებოდათ. რიპლი და გერლინგჰაუსი ამტკიცებდნენ, რომ YouTube–მა შეგნებულად ისარგებლა ამგვარი სქემით.

ამჟამად სასამართლო პროცესი დასრულების ფაზაშია. კომპანიებმა მოლპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლეს, რათა ცხადი გახადონ სქემა და შეიმუშაონ გზები მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.


cryptoworld.ge

Wednesday, March 3, 2021

ილონ მასკი ბიტკოინს უფრო სარფიან ფინანსურ აქტივად მიიჩნევს, ვიდრე ნაღდ ფულს

Tesla-ს გენერალური დირექტორი, ილონ მასკი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სულელი თუ იტყვის უარს ინვესტიციის ალტერნატიულ შესაძლებლობებზე. 

ილონ მასკმა უპასუხა Binance-ის გენერალური დირექტორის, Changepeng Zhao-ს მიერ Bloomberg-სთვის გაკეთებულ კომენტარს. Changepeng Zhao-მ გაკვირვება გამოხატა Tesla-ს აღმასრულებლის განცხადებაზე, რომელიც Dogecoin-ს შეეხებოდა. 

მან იგულისხმა, რომ ილონ მასკის მხრიდან კომპანიის 7,7% ბიტკოინში დაბანდება მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ის არის ბიტკოინის გულმხურვალე გულშემატკივარი და მხარდამჭერი. 

ილონ მასკმა კი აღნიშნულ კომენტარს “ტვიტერის” საშუალებით უპასუხა და განაცხადა, რომ კომპანია Tesla-ს ინვესტიცია მთლიანად არ გამოხატავს მის აზრს და დამოკიდებულებას. 

ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ აქტივების ლიკვიდურობის მეტი შესაძლებლობაა. მისი თქმით, ბიტკოინში ინვესტიციის განხორციელებით ის მეტ სარგებელს ხედავს, ვიდრე ნაღდი ფულის ფლობით. 

შეგახსენებთ, რომ 1.5 მილიარდის ინვესტიციის განხორციელების შემდეგ Tesla-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც აღნიშნა: “2021 წლის იანვარში განვაახლეთ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა. ეს კი უფრო მეტ მოქნილობას მოგვცემს ფულადი სახსრების შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ 1.5 მილიარდის ინვესტიცია ბიტკოინის შესყიდვის მიზნით. ამასთანავე, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროდუქცია ბიტკოინით გაიყიდოს”.


cryptoworld.ge

Friday, February 26, 2021

YouTuber-ი ნანობს, რომ 4 წლის წინ ბიტკოინები ავტომობილების შეძენაზე დახარჯა

 

ერთ-ერთმა YouTuber-მა 37 ბიტკოინი ორი ავტომობილის შეძენაში გადაიხადა. თუმცა ახლა აღნიშნული ბიტკოინების ოდენობის ღირებულება დაახლოებით 1,8 მილიონი დოლარია. 

YouTuber-ი, რომელიც ცნობილია, როგორც “NSXTRA”, (ნამდვილი სახელი – კრის კატი) სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა სახელწოდებით “იდიოტი 1,8 მილიონ დოლარს ხარჯავს ბიტკოინით ავტომობილების შეძენაზე”. 

ვიდეო ცხადყოფს, თუ როგორ წუხს იგი დღევანდელი ფასების მიხედვით, უკვე დახარჯულ ბიტკოინებზე. პირველი მანქანა არის Honda NXS Targa, რომელიც მან 2017 წელს შეიძინა 30 500 დოლარად. 

იმ დღეს, როდესაც მან იყიდა Targa 2017 წელს, ბიტკოინს ფასს მაღალი ნიშნული არ ეჭირა. კრის კატს აღნიშნული ავტომობილი 30.5 ბიტკოინი დაუჯდა. 

ამჟამინდელი ბიტკოინის ფასებით, მან 1,773,000 აშშ დოლარის ექვივალენტი დახარჯა ორ ავტომობილზე, რომლის ფასიც დღეს არ შეცვლილა, მაგრამ ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაუმჯობესდა. NSXTRA-ს მიერ განთავსებულ ვიდეოში იგი მოუწოდებს ბიტკოინის მომხმარებლებს, რომ შეინახონ თავიანთი ციფრული ვალუტები და გარკვეული დროის განმავლობაში დახარჯვისგან თავი შეიკავონ.


Cryptoworld.ge

Monday, February 15, 2021

კრიპტოვალუტების ფასები გაუმჯობესებას განაგრძობს

 

ხუთშაბათს, 11 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტის ბაზარმა გაუმჯობესების მაჩვენებელი 12 თებერვალსაც შეინარჩუნა. 

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული. ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ღირებულება 47.311 დოლარს შეადგენს. 

ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ახლო მომავალში ბიტკოინი 50.000 დოლარის ზღვარს გადალახავს. უკვე რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტის კურსი 45.000-დან 48.400 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. 

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის ფასის გაუმჯობესებასთან ერთად ეთერიუმის კურსიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. უკვე რამდენიმე დღეა ალტკოინის ღირებულება 1.686-დან 1.806 დოლარამდე მერყეობს. 

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი 1.757 დოლარია. შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 1 ტრილიონ 440 მილიარდ დოლარს შეადგენს.

cryptoworld.ge

Saturday, February 13, 2021

ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს გამოშვების გადაწყვეტილებას 2021 წელს მიიღებს


 ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) განაცხადა, რომ ის ციფრული ევროს გამოშვების შესახებ 2021 წლის შუა პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას. 

ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელმა წევრმა, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ ECB–ს შეუძლია მხოლოდ ციფრული ევრო ჰოლდინგის დაშვება გარკვეულ ზღვრამდე. თუმცა დასძინა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გაშვებამ, სავარაუდოდ, ბანკების დეპოზიტების დაკარგვა არ უნდა გამოიწვიოს. 

კერძოდ, ფაბიო პანეტამ აღნიშნა, რომ ეს ბარიერი შეიძლება იყოს 3000 ევრო, რაც დაახლოებით 3600 დოლარია. ეს კი სრულიად აკმაყოფილებს საზოგადოების უმრავლესობის ფინანსურ მოთხოვნილებებს. 

მან ასევე დასძინა, რომ ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და რომ, ECB–ს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება ციფრული ევროთი გადასახადების გადაფარვის შესახებ. 

ფაბიო პანეტამ ხაზი გაუსვა, რომ ECB-ს კონკურენცია კომერციულ ბანკებთან არ ექნება. ციფრული ევროს მიზანია ბანკმა მომხმარებელს ფინანსური მომსახურეობის ციფრული ვარიანტი შესთავაზოს. 

”ციფრული ევრო ვერ მოახდენს დესტაბილიზაციას ფინანსურ სისტემასა და ბანკებში. თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ ფულის ნაწილი ციფრულ ევროდ გადააქციოს, ბანკები არ დაკარგავენ დეპოზიტებს”,- განაცხადა ფაბიო პანეტამ.


cryptoworld.ge