Saturday, July 15, 2017

როგორ ხდება ბიტკოინის გამოშვება?

ბიტკოინის ბუღალტერიის წარმოებისას ბლო­კების ჯაჭვის ახალი დადასტურებული ბლოკის პო­ვნისათვის შესაბამისი მონაწილე „არაფრისგან“ იღებს ბიტკოინების ფიქსირებულ რაოდენობას. ამასთან, ზემოთ აღნიშნული გადასაწყვეტი მათემატიკური ამოცანის სირთულე პროგრამის მიერ ავტომატურად რეგულირდება იმგვარად, რომ საშუალოდ ყოველ 10 წუთში ნაპოვნი იქნეს ახალი ბლოკი. ამ წესის მეშვეობით ერთდროულად ორი პრობლემისგა­ დაწყვეტა ხდება. ერთი მხრივ, მომხმარებლებს უჩ­ნდებათ მოტივაცია თავიანთი გამოთვლითი სიმ­ძლავრეების მეტი ნაწილი გამოიყენონ ბიკოინის ქსელისათვის, რადგანაც რაც მეტია გამოთვლითი სიმძლავრე, მით მეტია ალბათობა რომ ნაპოვნი იქნება ახალი დადასტურებული ბლოკი და მიღებული იქნება ჯილდო (ახალი ბიტკოინები). ხოლო მეორეს მხრივ, ჯაჭვის ახალი დადასტურებული ბლოკის პოვნისათვის მისაღები ბიტკოინების ფიქსირებული რაოდენობა ყოველ 4 წელიწადში ნახევრდება, შე­დეგად ეგზოგენურად არის განსაზღვრული მოცემულ მომენტში გამოშვებული/მოპოვებული ბიტკოინების რაოდენობა და იგი 2040 წლისათვის მიაღწევს მა­ქსიმალურ რაოდენობას – დაახლოებით 21 მილიონ ბიტკოინს. ნავარაუდებია, რომ ამ მომენტი­დან ახალი ბლოკის პოვნისათვის ჯილდო იქნება არა ახალი ბიტკოინების გამოშვება, არამედ ნაპოვნ ბლო­ კში გაერთიანებული ტრანზაქციების თანხიდან მიღებუ­ლი საკომისიო.

No comments:

Post a Comment