მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ბიტკონის ღირებულება რეკორდულ ზღვარზეა: მისმა ფასმა $5,186 შეადგინა. ცნობისთვის, წლის დასაწყისში 1 ბიტკოინის შეძენა $966-ად შეიძლებოდა. ახლა კი 1 ბიტკოინის ფასი ოქროს ღირებულებას 4-ჯერ აღემატება.
ბიტკოინის ღირებულებას მერყეობა ახასიათებს. მაგალითად, სექტემბერში მისი ფასი $3000-ს ჩამოსცდა, როდესაც ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტების აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ბიტკოინის გამოყენების შედეგად ადამიანები საქონლისა თუ სერვისის შესაძენად ტრადიციული გადახდის მეთოდებს აღარ იყენებენ. საბანკო და ფინანსური ინსტიტუციები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბიტკოინი ონლაინ კრიმინალებისთვის გადახდის უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიტკოინის აღზევება დროებითია. ბიტკოინთან დაკავშირებით ყველაზე ხმაურიანი განცხადება JP Morgan-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმი დაიმონმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბიტკოინი თაღლითობის ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც საბოლოოდ გაქრება. მისი თქმით, ბიტკოინს ყველაზე მეტი სარგებელი ნარკობარონებისთვის, მკვლევებისთვის და იმ ადამიანებისთვის მოაქვს, რომლებიც ჩრდ. კორეის მსგავს ქვეყნებში ცხოვრობენ.
„კრიპტოვალუტების უკან არსებული ტექნოლოგიები არსებობას განაგრძოვენ, თუმცა ბიტკოინის ფასი კოლაფსს აუცილებლად განიცდის,“ განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა უფროსმა ეკონომისტმა კენეტ როგოფმა.
Guardian
No comments:
Post a Comment