Friday, October 20, 2017

Goldman Sachs: ბიტკოინი ახალი ოქრო არ არის

ამერიკული მულტინაციონალური საფინანსო კომპანიის, Goldman Sachs-ის განცხადებით, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „ახალ ოქროს“ არ წარმოადგენენ. ამით Goldman Sachs-ი ინვესტორებს მიუთითებს, რომ ძვირფასი მეტალები კვლავ მნიშვნელოვან აქტივებს წარმოადგნენ.

"ძვირფასი მეტალები ქონების დიდხანს შენახვის ყველაზე საიმედო შესანახ საშუალებას წარმოადგენენ. „ამჟამინდელი პოპულარობის მიუხედავად, კრიპტოვალუტების ახალ ოქროდ მიჩნევა არასწორია,“ აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის განცხადებაში.

ანალიტიკოსები მიიჩვენენ, რომ „ციფრული საფულეები,“ სადაც ადამიანები კრიპტოვალუტებს ინახავენ, ჰაკერების მსხვერპლი მარტივად შეიძლება გახდნენ და რომ ციფრული ვალუტები „მარეგულირებლების მხრიდან საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.“ მაგალითად, ჩინეთში ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტით ფულის მიმოცვლა და ICO პლატფორმის გამოყენება აიკრძალა.

ICO „ქრაუდფანდინდის“ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით, დიდი რაოდენობის ადამიანების მხრიდან ფულის მოზიდვას ითვალისწინებს. აღნიშნული მეთოდი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

მეორე მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში ბიტკოინი გადახდის ლეგალურ მეთოდად არის მიღებული.

Goldman Sachs-ის მიხედვით, ოქრო ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება, მაშინ როდესაც ბიტკოინს სხვა ვირტუალური ვალუტები უწევენ კონკურენციას, როგორებიც, მაგალითად, მონერო და დეში არიან. მსოფლიოში ამ ეტაპზე 1000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს.

მიმდინარე წელს ოქროს ღირებულება 10%-ით, ხოლო ბიტკოინის ფასი კი 400%-ით გაიზარდა.

No comments:

Post a Comment