ზოგიერთ ბირჟაზე ბიტკოინის ფასმა 10 000-ს დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ პორტალი Coinmarketcap-ი წერს.
აშშ-ში კრიპტოვალუტის მაქსიმალურმა ფასმა 10085,5 დოლარი შეადგინა, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ 165,85 მილიარდ დოლარს მიაღწია.
25 ოქტომბერს საინვესტიციო კომპანია Standpoint Research-ის დამფუძნებელმა რონი მოასმა განაცხადა, რომ 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი 50 ათას დოლარამდე გაიზრდებოდა.
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა.
No comments:
Post a Comment