ბიტკოინის ფასი 8700 დოლარამდე გაიზარდა. ასეთი მონაცემები Coindesk-ის ბირჟამ გამოაქვეყნა. ნოემბრის შუა რიცხვებში ბიტკოინის კურსი თითქმის 30%-ით დაეცა და 7 882 დოლარი შეადგინა.
25 ოქტომბერს საინვესტიციო კომპანია Standpoint Research-ის დამფუძნებელმა რონი მოასმა განაცხადა, რომ 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი 50 ათას დოლარამდე გაიზრდებოდა.
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.
Imedinews.ge
Imedinews.ge
No comments:
Post a Comment