ბიტკოინი ისტორიულ მაჩვენებელს ისევ აუმჯობესებს და დღეს 1 ბიტკოინის ღირებულება 15,488.20 დოლარია, ლარებში კი 1 ბიტკოინი 41799.46 ლარი ღირს. ამის შესახებ coinmarketcap-ი იუწყება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 2000 დოლარზე მეტით გაიზარდა.
მიუხედავად სპეკულაციური განცხადებებისა, ბიტკოინი მაინც აგრძელებს რეკორდების მოხსნას. ანალიტიკოსების აზრით ბიტკოინის ღირებულება 2018 წლის ბოლოს 40 000 დოლარი იქნება.
მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა.
No comments:
Post a Comment