Monday, December 25, 2017

Bitcoin.com-ის დამფუძნებელმა ყველა ბიტკოინი გაყიდა

Bitcoin.com-ის დამფუძნებელი, შვედი ემილ ოლდენბურგი ბიტკონის მომავალს სკეპტიკურად უყურებს. „ჩემი აზრით, ბიტკოინში ინვესტიცია დღეს ყველაზე სარისკოა,“ განაცხადა მან შვედურ ტექნოლოგიურ ვებგვერდ Breakit-თან საუბრისას.

ოლდენბურგი გაცილებით იმედიანად უყურებს ბიტკოინ ქეშის მომავალს. „მე ყველა ბიტკოინი გავყიდე და სანაცვლოდ, ბიტკოინ ქეში შევიძინე,“ აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინ ქეში აგვისტოში, ბიტკონის გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა.

ოლდენბურგის თქმით, ბიტკოინთან დაკავშირებით ყველაზე დიდ პრობლემებს მაღალი საკომისიო და თანხის გადარიცხვისთვის საჭირო დრო წარმოადგენს. Business Insider-ის მიხედვით, ბიტკოინის ტრანზაქციისთვის საჭირო საკომისიო ყოველ 3 თვეში ორმაგდება, ხოლო ტრანზაქციის შესრულებისთვის საჭირო დრო კი საშუალოდ 4.5 საათს შეადგენს.
ოლდენბურგის მიხედვით, დღეს ბიტკოინში ინვესტირება სახიფათოა. თუმცა ბიტკოინ ქეშს იგი „მომავალს“ უწოდებს. მისი თქმით, ბიტკოინ ქეშის ბლოკის ზომა (8 მეგაბაიტი) ტრანზაქციების დაბალი ღირებულებისა და უფრო უსაფრთხო ინვესტიციის გარანტია. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ბლოკის ზომა 1 მეგაბაიტს შეადგენს.

Bitcoin.com 2015 წელს შეიქმნა და იგი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს. მათ შორისაა ბიტკოინ კაზინო, კრიპტოსამყაროში არსებული ახალი ამბები და სხვ. ოლდენბურგის თქმით, კომპანია „ძალიან დიდ ფულს გამოიმუშავებს,“ ხოლო თანამშრომლები ხელფასს ბიტკოინში იღებენ.

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete