საფრანგეთი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ვირტუალურ ვალუტა ბიტკოინთან დაკავშირებით, რეგულაციების განხილვის ინიციატივით გამოდის. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შეხვედრა 2018 წელსაა ჩანიშნული. ამის შესახებ bitcoinist-ი წერს.
"არსებობს სპეკულაციების რისკი. ჩვენ უნდა განხვიხილოთ და შევისწავლოთ ეს საკითხი და დიდი ოცეულის სხვა წევრებთან ერთად ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავარეგულიროთ ბიტკოინი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მარიმ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დიდი ოცეულის სამიტი, არგენტინაში გაიმართება. ბიტკოინთან დაკავშირებით რეგულაციებს დაწესება მოითხოვეს ევროკავშირშიც.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები და კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ მკაცრი ზომები მიიღონ ბიტკოინთან დაკავშირებით, რათა ევროკავშირმა თავიდან აიცილოს კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.
ეს შეთანხმება იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ფინანსური დანაშაულებისა და გადასახადების თავიდან არიდების აღსაკვეთად არის შემუშავებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ.
ევროკავშირის კანონმდებლებმა ასევე მხარი დაუჭირეს წინასწარ გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოების აკრძალვას.
ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ბიტკოინის კურსის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. ახალი კანონის მიხედვით, კრიპტოვალუტით მოვაჭრე ვირტუალური პლატფორმები და ციფრული საფულის პროვაიდერები იძულებულნი ხდებიან მომხმარებლის იდენტიფიცირება მოახდინონ.
კანონის თავიანთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ევროკავშირის ქვეყნებს 18-თვიანი ვადა აქვთ.
ბიტკოინის კურსი 2017 წლის მეორე ნახევარში უსწრაფესი ტემპებით იზრდება. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.
Გამარჯობა ყველას,
ReplyDeleteეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.