სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ანონიმური საბანკო ანგარიშებიდან კრიპტოვალუტის ტრანზაქცია აკრძალა. განკარგულება ძალაში 30 იანვრიდან შევა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვირტუალური საფულის მქონეებმა კრიპტოვალუტები თავიანთ რეალურ საბანკო ანგარიშებს უნდა მიამაგრონ და დაადასტურონ ვინაობა. გარდა ამისა, უცხოელებსა და არასრულწლოვნებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტების ბაზარზე ინვესტირება აეკრძალებათ.
11 იანვარს, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყანაში ბიტკოინის გამომუშავება აკრძალოს.
ბიტკოინის რამდენიმე ქვეყანაში დააკანონეს, თუმცა ევროკავშირი კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე გარკვეული რეგულაციების დაწესების მომხრეა.
ჯერ კიდევ 17 დეკემბერს ბიტკოინის ფასი ისტორიული მაქსიმუმის ფარგლებში იყო - ერთი ბიტკოინი 20 ათასი დოლარი ღირდა. მას შემდეგ ის 13 ათას დოლარზე ქვემოთ დაეცა, შემდეგ კი ოდნავ მოიმატა.
მსგავსი თემები:
No comments:
Post a Comment