სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება მომსახურებებში შესაძლოა დასაშვები გახდეს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
“არსებობს ორი მნიშვნელოვანი კონტრტრენდი - შიფრვა და კრიპტოვალუტები - რომლებიც ხელისუფლებას ართმევს ცენტრალიზებულ სისტემას და აბრუნებს მას ხალხის ხელში. თუმცა თან ახლავს მათი კონტროლის შეუძლებლობის გარკვეული რისკები. დაინტერესებული ვარ, ჩავუღრმავდე ამ საკითხს და გავეცნო ამ ტექნოლოგიების პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებს და ასევე, როგორ შეიძლება მათი გამოყენება ჩვენს მომსახურებებში“, - წერს ცუკერბერგი.
თავის ანგარიშში მან განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ის ამერიკის ყველა შტატს ესტუმრა, წაიკითხა 25 წიგნი, საკუთარი სახლისთვის ხელოვნური ინტელექტი შექმნა და შეისწავლა მანდარინული ჩინური (ჩრდილო ჩინური დიალექტი).
No comments:
Post a Comment