Thursday, February 1, 2018

ბიტკოინი გიორგი მღებრიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშიც აღმოჩნდა

29 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზისების მართვის მდივანს, გიორგი მღებრიშვილს კაპიტალი კრიპტოვალუტაშიც აქვს დაგროვებული. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მღებრიშვილმა 12 ბიტკოინი 2017 წელს იყიდა, როდესაც თითო ერთეულის ღირებულება 870$ იყო. ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება $9 314 არის. შესაბამისად, მღებრიშვილი 111 768$ ღირებულების ბიტკოინს ფლობს.
2017 წლის დეკემბერში ამ კრიპტოვალუტის ფასმა პიკს მიაღწია და მისი ღირებულება 19 ათას დოლარზე მეტი იყო. შესაბამისად, საბჭოს მდივანს იმ დროისთვის 228 ათას დოლარზე მეტი ექნებოდა. მოგვიანებით ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა.
მღებრიშვილი არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც დეკლარაციაში კრიპტოვალუტის ფლობა მიუთითა. პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა დეკლარაცია 2017 წლის 2 ოქტომბერს შეავსო და მასში აღნიშნულია, რომ დეპუტატი და მისი ქმარი კაპიტალს ელექტრონულ ვალუტაში აბანდებენ. დეკლარაციის მიხედვით, ნადირაშვილის ქმარს, დავით დაღელაშვილს, 15 ბიტკოინი და 107 ათასი Onecoin-ი აქვს, პირადად ოპოზიციონერ დეპუტატს კი - 100 ცალი Etherium-ი.


მსგავსი სიახლეები:

No comments:

Post a Comment