Tuesday, September 19, 2017

BIS: გლობალური ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტების ბუმს ვერ უარყოფენ

გლობალური ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტების ზრდას იგნორირებას ვერ გაუკეთებენ, შესაძლოა, მათ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზეც იფიქრონ - აღნიშნული აზრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციას, Bank for International Settlements-ს ეკუთვნის.

„ნაღდი ფულის ალტერნატივა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამისი მაგალითია შვედეთი, სადაც ელექტრონული გადახდების წილი მზარდია, საფინანსო ინსტიტუციებმა არამარტო უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის საკითხები, არამედ სამომავლო ეკონომიკური, ფინანსური და მონეტარული პოლიტიკის ცვლილებებიც უნდა გაითვალისწინონ,“ ვკითხულობთ BIS-ის კვარტლურ ანგარიშში.

BIS-ს კვარტლურ ანალიზს წინ უსწრებდა JPMorgan Chase & Co.-ს ხელმძღვანელის, ჯეიმი დაიმონის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიტკოინი თაღლითური ხელსაწყოა. პარალელურად, ჩინეთმა კრიპტოვალუტების წინააღმდეგ აქტიური ქმედება დაიწყო. მეორე მხრივ, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან. Bank of England-ის ხელმძღვანელმა, მარკ კარნიმ, კრიპტოვალუტები პოტენციურ ფინანსურ რევოლუციად დაახასიათა.

Bloomberg

No comments:

Post a Comment