Wednesday, September 27, 2017

ბიტკოინი შესაძლოა, ნოემბერში კიდევ გაიყოს

Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტა შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიყოს, რის შედეგადაც ბაზარზე ბიტკოინის მესამე ვერსია გამოჩნდება. ცნობილი ბიტკოინის ინვესტორი, როგერ ვერი, რომელსაც „ბიტკოინის იესოს უწოდებენ,“ აღნიშნავს, რომ ბიტკოინის დაპირისპირებულ სამყაროში კონსენსუსი არ შედგა.

აგვისტოს დასაწყისში ბიტკოინი ორად გაიყო. Fork-ად წოდებული პროცესის შედეგად ბაზარზე ახალი კრიპტოვალუტა - Bictoin Cach წარმოიშვა. ბიტკოინის გაყოფის მთავარ მიზეზს ორი დაპირისპირებული მხარის შეხედულებები წარმოადგენდა - გაზრდილი მოთხოვნის შედეგად ბიტკოინის ქსელი გადაიტვირთა, რის გამოც ოპერაციების დამუშავების პროცესი შენელდა. ბიტკოინის სამყაროში წარმოშობილი იყო ორი ტიპის აზრი: ერთი, რომელიც ცვლილებების წინააღმდეგი იყო და რომელიც მიიჩნევდა, რომ გაყოფა ბიტკოინის უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებდა.

მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ ეს ნაბიჯი ბიტკოინის ტრანზაქციებს ბევრად დააჩქარებდა და მას მომავალი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს მისცემდა. ახლა კი სამყარო ბიტკოინის მესამე გაყოფისთვის ემზადება. ვერის განცხადებით, ახალი გაყოფა bitcoin legacy-სა და ბიტკოინის SegWit2X ვერსიას შორის მოხდება. ბიტკოინის გაყოფის შემდეგ მისი ღირებულება ორ დღეში 6.8%-ით შემცირდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ მისმა მასმა ისტორიულ მაქსიმუმს $4,880.85-ს მიაღწია. თუმცა ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტებს კაპიტალის გადინების შეწყვეტის მიზნით აკრძალავს, რამაც ბიტკოინის ფასი 20%-ით შეამცირა.

No comments:

Post a Comment