აშშ-ის სასოქონლო სავაჭრო კომისიამ ბიტკოინით ფიუჩერსების ვაჭრობის უფლება ოფიციალურად გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
პირველი უფლება ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟას (CME Group Inc) და Cboe Global Markets Inc.-ის მიენიჭა. სააგენტოს ცნობით, პირველი ვაჭრობა შესაძლოა უკვე 18 დეკემბერს ჩატარდეს, ამასთან ბირჟაზე აცხადებენ, რომ "სტარტი ახლაც შეუძლიათ".
გარდა ამისა, ბინარული პარამეტრები ბიტკოინზე შესაძლოა შეიძინოთ Cantor Exchange-ის ბროკერის შუამავლობით, რომელიც მსხვილ საფინანსო კომპანია Cantor Fitzgerald-ში შედის და ასევე აქვს ამერიკული ხელისუფლებისგან მინიჭებული უფლება.
ფიუჩერსი - ვადიანი საბირჟო კონტრაქტი, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს ბაზისური აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად.
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.
No comments:
Post a Comment