Sunday, December 3, 2017

ძმები უიკლევოსები პირველები არიან, რომლებიც ბიტკოინით მილიარდერები გახდნენ

ძმები უიკლევოსები დასახელდნენ პირველი მილიარდერები, რომლებმაც ქონება ბიტკოინის მეშვეობით დააგროვეს. ისინი ტყუპი ძმები კემერონ და ტეილორ უინკლევოსები არიან. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ძმებმა უინკლევოსებმა 2013 წელს მსოფლიოში ბიტკოინის მთლიანი მოცულობის 1% 11 მილიონ დოლარად შეიძინეს. მაშინ 1 ბიტკოინი 120 დოლარამდე ღირდა. შემდეგ ძმებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინების გაყიდვას არ აპირებდნენ, რადგან გრძელვადიანი მიზნები ჰქონდათ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, ხოლო თავად ბიტკოინს "ოქროს გაუმჯობესებული ვერსია" უწოდეს.
დღეს 1 ბიტკოინი 4-წლის წინანდელზე 100-ჯერ უფრო ძვირი ღირს, აქედან გამომდინარე კი გამოცემა წერს, რომ ძმები უინკლევოსების ქონება მილიარდ დოლარს აჭარბებს.
კემერონ და ტეილორ უინკლევოსები წლების განმავლობაში სასამართლოს გზით დაობდნენ მარკ ცუკერბერგთან. ძმები აცხადებდნენ, რომ ცუკერბერგმა Facebook-ის იდეა მოპარა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ და ცუკერბერგმა საჩივრის უკან გაწვევის სანაცვლოდ, მათ 65 მილიონი დოლარი გადაუხადა, რაც კომპანიის მაშინდელი აქციების ღირებულების მიხედვით იყო დათვლილი.
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა.

No comments:

Post a Comment