Friday, February 23, 2018

ვენესუელამ კრიპტოვალუტით ერთ დღეში $735 მლნ იშოვა

ვენესუელამ საკუთარი კრიპტოვალუტის „პეტროს“ გამოშვებით ერთ დღეში $735 მლნ გამოიმუშავა. პრეზიდენტმა მადურომ განაცხადა, რომ ამიერიდან El Petro დოლართან შეჭიდებასაც შეძლებს.

ვენესუელური El Petro კრიპტოვალუტების ისტორიაში პირველი სახელმწიფო ელექტრონული ფულია.

უკიდურეს კრიზისში ჩაფლული ვენესუელის ხელისუფლება იმდოვნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენას კრიპტოვალუტით შეძლებს. აღნიშნული ვალუტის შეძენის უფლება ინვესტორებს 19 მარტამდე აქვთ. ერთი Petro–ს ფასი დაახლოებით $60–ს შეადგენს. მთლიანობაში 100 მლნ კრიპტომონეტის რეალიზაციაა დაგეგმილი. თუ ვენესუელა შეძლებს ამ მიზნის მიღწევას, El Petro–ს კაპიტალიზაცია $6 მლრდ–ს მიაღწევს და ის კრიპტოვალუტების ათეულში შევა.

ვენესუელაში წლების განმავლობაში გრძელდება დაპირისპირება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის, რომელიც მადუროს დიქტატურის დამყარებაში, ქვეყნის ეკონომიკის ნგრევასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის დევნის გამო კარაკასის დასასჯელად აშშ–მა სანქციები დაუწესა ვენესუელას, რამას უკიდურესად გაამწვავა ქვეყნის ისედაც ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნამ გამოიწვია.

m2b.ge

მსგავსი სიახლეები:
ვენესუელამ თავისი კრიპტოვალუტის „პეტრო“ საწყისი ღირებულება შეაფასა
ვენესუელა ფინანსური ბლოკადის დასაძლევად კრიპტოვალუტის სისტემას შექმნის

No comments:

Post a Comment