Friday, February 9, 2018

რუსეთის ბირთვული ცენტრის სუპერკომპიუტერს მაინინგისთვის იყენებდნენ

რუსეთის დახურული ბირთვული ცენტრის ორი თანამშრომელი ობიექტის სუპერკომპიუტერზე მაინინგის ფაქტზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას SecurityLab ავრცელებს.

აღნიშნულ პირებს თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ჰქონდათ წვდომა სუპერკომპიუტერზე. კომპიუტერი არ იყო ქსელზე მიერთებული და მათ თვითნებურად მიაერთეს ინტერნეტი. უსაფრთხოების სისტემამ მომხდარის შესახებ შეტყობინება უშიშროების ფედერალურ სამსახურში გაგზავნა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

რუსეთის ექსპერიმენტული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ქალაქ სეროვშია განთავსებული, ბირთვული იარაღის შემუშავებასა და წარმოებას ახორციელებს. ცენტრი სუპერკომპიუტერით 2011 წელს აღჭურვეს. მისი სიმძლავრე 1 პეტაფლოპსს შეადგენს. გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის მისi სიმძლავრე 1 ეკსაფლოპსამდე (1 მლნ ტერაბაიტი) გაიზრდება. რუსეთში სულ ორი სუპერკომპიუტერი არსებობს.

m2b.ge

No comments:

Post a Comment