Thursday, February 8, 2018

ისრაელი კრიპტოვალუტას ქმნის, რომელიც ბრილიანტით იქნება გამყარებული

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, ისრაელის ბრილიანტების საფონდო ბირჟა, საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს, რომელიც ბრილიანტით იქნება გამყარებული. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბირჟა ორი სახის კრიპტოვალუტას გამოუშვებს - Carat-ს და Cut-ს. ისინი ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, მაისიდან იქნება.

Carat-ი განკუთვნილი იქნება ინვესტორებისა და საზოგადოების ფართო წრისთვის, ხოლო Cut-ი ბრილიანტებით მოვაჭრეებისთვის.

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ.

ბოლო პერიოდის განმავლობასი ბიტკოინის კურსი მკვეთრად ცვალებადია და არამდგრადობით ხასიათდება. 2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო. მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს. ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.

imedinews.ge

მსგავსი სიახლეები:
ისრაელმა შესაძლოა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას
რუსეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს
ყაზახეთი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს

No comments:

Post a Comment