Wednesday, March 7, 2018

ჰარვარდის ეკონომისტი: „10 წელიწადში ბიტკოინის ზრდაზე მეტად მის ვარდნას უნდა ველოდოთ“

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორისა და ეკონომისტის, კენეტ როგოფის განცხადებით, იმისი ალბათობა, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი $100-მდე დავარდება, მისი ზრდის შანსებს გაცილებით აღემატება.

„თუკი გადასახადებისგან თავის არიდებასა და ფულის გათეთრებას გამოვრიცხავთ, ვნახავთ რომ ბიტკონით ტრანზაქციები იშვიათად ხორციელდება, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა.

ერთი მხრივ, ბიტკოინი არალეგალურ ტრანზაქციებთან ასოცირდება, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ბიტკოინით განხორციელებული არალეგალური ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია.

Blockchain Intelligence Group-ის თანადამფუძნებლისა და პრეზიდენტის, შონ ენსტის თქმით, 2016 წელს საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები 20%-ით შემცირდა. აღნიშნული ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა, აღნიშნა ენსტიმ.

კენეტ როგოფის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ვარდნაზე სამთავრობო რეგულაციები იქონიებს გავლენას. თუმცა მისივე თქმით, სათანადო რეგულაციების შემუშავებას ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდება.

commersant.ge

მსგავსი სიახლეები:
UBS: ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „სპეკულაციურ საპნის ბუშტს“ წარმოადგენენ
"უოლ-სტრიტის მგელი" კრიპტოვალუტის საფრთხეებზე ლაპარაკობს
„ბიტკოინი საშიში სპეკულაციური საპნის ბუშტია“
Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის
Morgan Stanley: ბიტკოინის რეალური ფასი ზუსტად ნულის ტოლია

No comments:

Post a Comment