Sunday, March 18, 2018

Google-ის და Facebook-ის შემდეგ კრიპტოვალუტის რეკლამა შესაძლოა Twitter-მაც აკრძალოს

Google-ის და Facebook-ის შემდეგ კრიპტოვალუტის რეკლამა შესაძლოა მიკრობლოგმა Twitter-მაც აკრძალოს. ამის შესახებ Sky News-ი წერს.

როგორც Sky News-ი იუწყება Twitter-ის ახალი სარეკლამო პოლიტიკა 2-კვირაში უნდა ამოქმედდეს. სწორედ ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტში ეს საკითხი უკვე გათვალისწინებული იყოს.

სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მოვლენებმა იქონია ზეგავლენა იმაზე, რო ბიტკოინის ღირებულება 1 დღე-ღამის განმავლობაში 7%-ით გაუფასურდა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ Google-ი 2018 წლის ივნისიდან ქსელში კრიპტოვალუტის რეკლამებს დაბლოკავს. ამის მიზეზი ინტერნეტში დაურეგულირებელი ფინანსური პროდუქტების შემცირებაა.

2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.

მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს.

ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.

imedinews.ge

მსგავსი სიახლეები:
FACEBOOK-ის შემდეგ კრიპტოვალუტების რეკლამას GOOGLE აკრძალავს

No comments:

Post a Comment