კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ ბიტკოინების წლიურ მაინიგზე მეტი ელექტროენერგია იხარჯება ვიდრე, მაგალითად არგენტინა მოიხმარს, საკმაოდ დიდი ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 45 მილიონს აჭარბებს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ კრიპტოვალუტების მოპოვება კომპიუტერების აქტიურ მუშაობას მოითხოვს და ამ პროცესში, ძალიან ბევრი ელექტროენერგია იხარჯება. „ძალიან ბევრი“ - ეს წელწადში 121,1 ტერავატი საათია და ეს, მხოლოდ ბიტკოინის მოპოვებას ეხება. სხვა კრიპტოვალუტები, ცალკე თემაა.
სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი არ შემცირდება თუ, რა თქმა უნდა, თავად ბიტკოინი არ ჩამოიშალა, რისი ალბათობაც დღევანდელ რეალობაში საკმაოდ დაბალია.
ბიტკოინის სასარგებლოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად ის, რომ Tesla-მ მთავარ კრიპტოვალუტაში 1,5 მლრდ. დოლარი ჩადო და მომავალში კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებასაც დაუშვეს.
მთავარი კრიპტოვალუტის გაძვირება მაინერებს ქსელებში სულ უფრო მეტი კომპიუტერის ჩართვისკენ უბიძგებს, რაც, თავის მხრივ, ენერგომოხმარებას კიდევ უფრო ზრდის. კრიპტოვალუტის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მისი მოპოვების ალგორითმი სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რაც ასევე მაინინგს აძვირებს.
No comments:
Post a Comment