Saturday, March 27, 2021

აშშ-ში ბიტკოინით Tesla-ს შეძენა უკვე შესაძლებელია

 

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, მომხმარებლებს Tesla-ს ელექტრომობილების შეძენა ბიტკოინის საშუალებით შეეძლებათ, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კრიპტოვალუტების არსებობის ისტორიაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მასკის თქმით, Tesla-ს მანქანების ბიტკოინით შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ აშშ-ში იქნება შესაძლებელი, ხოლო წლის ბოლოსკენ სიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც დაემატება.

ამასთან მასკი აღნიშნავს, რომ Tesla მიღებულ ბიტკოინს ტრადიციულ ვალუტაში არ დააკონვერტირებს და მას კრიპტოვალუტის სახით მიიღებს.

2021 წლის თებერვლის მონაცემებით, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. ამჟამინდელი მდგომარეობით, კომპანია Tesla თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინს ფლობს.

შეგახსენებთ, დროებითი ფასის ვარდნის მიუხედავად, ბიტკოინის ღირებულება წლის დასაწყისიდან რეკორდულად მაღალია, ხოლო 2021 წლის მარტში კრიპტოვალუტის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს - 62,000 აშშ დოლარს მიაღწია.


Bm.ge

No comments:

Post a Comment