Wednesday, December 6, 2017

„ბიტკოინი საშიში სპეკულაციური საპნის ბუშტია“

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება $12,000-ს გადასცდა. იელის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, სტივენ როუჩის განცხადებით, ბიტკოინი საშიშ სპეკულაციურ საშუალებას, ერთგვარ საპნის ბუშტს წარმოადგენს.

როუჩს იელის უნივერსიტეტი უოლ სტრიტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომისტად ახასიათებს. მას ამერიკულ საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს.

ბიტკოინის ფასი მიმდინარე წელს 1000%-ზე მეტით არის გაზრდილი, რამაც ინვესტორების მისდამი ინტერესი გაზარდა. ინვესტორები მას ფულის გაცვლის მომავალ საშუალებად განიხილავენ.

როუჩის აზრით, ბიტკოინის, როგორც საგადასახადო საშუალების ლეგიტიმიზაცია ინვესტორებისთვის საფრთხის შემცველია. მსგავს აზრს იზიარებს Bank of Canada-ს ხელმძღვანელი - მისი აზრით, ბიტკოინის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მას ეკონომიკური ფუნდამენტი არ გააჩნია.

„ისევე როგორც ყველა საპნის ბუშტი, ბიტკოინიც გასკდება და ყველაზე მეტად ის ადამიანები დაზარალდებიან, რომლებიც ინვესტიციას მის გასკდომამდე განახორციელებენ,“ აღნიშნა როუჩმა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება ოქტომბრის თვეშიც გაკეთდა UBS-ს მხრიდან, რომელიც კრიპტოვალუტების წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს.

Tuesday, December 5, 2017

ბიტკოინის ფასმა 12 000 დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინმა მორიგი რეკორდი დაამყარა, მიუხედავად ზოგიერთი ანალიტიკოსის მიერ ნეგატიური განცხადებებისა, კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეს 12 000 დოლარს გადააჭარბა და მაქსიმუმს მიაღწია.

ბიტკოინის ფასის შესახებ ინფორმაციას Coinmarketcap-ი იუწყება.

ბიტკოინის მაქსიმალურმა ფასმა 12 032 დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა.

ანალიტიკოსების აზრით ბიტკოინი ზრდას გააგრძელებს და რამოდენიმე თვეში მისი ფასი 40 ათას დოლარს მიაღწევს

imedinews.ge

Sunday, December 3, 2017

ვენესუელა ფინანსური ბლოკადის დასაძლევად კრიპტოვალუტის სისტემას შექმნის

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ქვეყანა ფინანსური ბლოკადის დასაძლევად კრიპტოვალუტის სისტემას შექმნის
"პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შექმნის კრიპტოვალუტის სისტემას, სახელწოდებით El Petro"- აცხადებენე ვენესუელის ფინანსთა სამინისტროში. 
უწყების განმარტებით, კრიპტოვალიტა იმისთვისაა აუცილებელი, რომ ფინანსური ტრანზაქციები განხორციელდეს და დაფინანსების ახალი საშუალებები მოიძებნოს.
მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა.

ძმები უიკლევოსები პირველები არიან, რომლებიც ბიტკოინით მილიარდერები გახდნენ

ძმები უიკლევოსები დასახელდნენ პირველი მილიარდერები, რომლებმაც ქონება ბიტკოინის მეშვეობით დააგროვეს. ისინი ტყუპი ძმები კემერონ და ტეილორ უინკლევოსები არიან. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ძმებმა უინკლევოსებმა 2013 წელს მსოფლიოში ბიტკოინის მთლიანი მოცულობის 1% 11 მილიონ დოლარად შეიძინეს. მაშინ 1 ბიტკოინი 120 დოლარამდე ღირდა. შემდეგ ძმებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინების გაყიდვას არ აპირებდნენ, რადგან გრძელვადიანი მიზნები ჰქონდათ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, ხოლო თავად ბიტკოინს "ოქროს გაუმჯობესებული ვერსია" უწოდეს.
დღეს 1 ბიტკოინი 4-წლის წინანდელზე 100-ჯერ უფრო ძვირი ღირს, აქედან გამომდინარე კი გამოცემა წერს, რომ ძმები უინკლევოსების ქონება მილიარდ დოლარს აჭარბებს.
კემერონ და ტეილორ უინკლევოსები წლების განმავლობაში სასამართლოს გზით დაობდნენ მარკ ცუკერბერგთან. ძმები აცხადებდნენ, რომ ცუკერბერგმა Facebook-ის იდეა მოპარა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ და ცუკერბერგმა საჩივრის უკან გაწვევის სანაცვლოდ, მათ 65 მილიონი დოლარი გადაუხადა, რაც კომპანიის მაშინდელი აქციების ღირებულების მიხედვით იყო დათვლილი.
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა.

Friday, December 1, 2017

აშშ-მა ბიტკოინი ოფიციალურად აღიარა!

აშშ-ის სასოქონლო სავაჭრო კომისიამ ბიტკოინით ფიუჩერსების ვაჭრობის უფლება ოფიციალურად გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. 
პირველი უფლება ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟას (CME Group Inc) და Cboe Global Markets Inc.-ის მიენიჭა. სააგენტოს ცნობით, პირველი ვაჭრობა შესაძლოა უკვე 18 დეკემბერს ჩატარდეს, ამასთან ბირჟაზე აცხადებენ, რომ "სტარტი ახლაც შეუძლიათ".
გარდა ამისა, ბინარული პარამეტრები ბიტკოინზე შესაძლოა შეიძინოთ Cantor Exchange-ის ბროკერის შუამავლობით, რომელიც მსხვილ საფინანსო კომპანია Cantor Fitzgerald-ში შედის და ასევე აქვს ამერიკული ხელისუფლებისგან მინიჭებული უფლება. 
ფიუჩერსი - ვადიანი საბირჟო კონტრაქტი, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს ბაზისური აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. 
მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.

ექსპერტები: 2018 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 40 000 დოლარს მიაღწევს

29 ნოემბერს ბიტკოინის ფასმა თავის მაქსიმუმს -11,388 დოლარს მიაღწია, თუმცა 30 ნოემბერს ბიტკოინის ფასი კვლავ მკვეთრ რყევებს განიცდიდა. 1 დეკემბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, მისი ფასი 10,000 დოლარს უახლოვდება. ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 40 000 დოლარს მიაღწევს.